დილა მშვიდობისა თანაღიპიანებო

აბა როგორ ხართ, როგორ გეძინათ?
მე მშვენივრად გამოვიძინე, ღამე არ ცხელა თუ მე მეჩვენება?
დღეს უსაქმური ვარ და ვფიქრობ რა გავაკეთო, გუშინ იმდენი
ვიბოდიალე ამოვწურე საქმეები

ეს კიდევ ჩემი მონსტრი მენზის მიხედვით

ვიზრდებით ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ


ახლა კიდევ ერთი კითხვა მაქვს.
kozet, dancer, უნდა დაგფლუდოთ
ესეიგი ვარ 31 კვირის. გუშინ საღამოს ვიგრძენი რამოდენიმეჯერ, შიგნით, ღრმად და
ქვევითკენ დენივით გამკრა რაღაცამ უცებ და აუშვა ეგრევე, მერე კიდევ ცოტა ხანში,
ზუსტად დენის გავლასაც ვერ დავარქმევ, ვერ აღვწერ კარგად როგორი გრძნობა იყო.
შემდეგი რომ გამეორდა ისეთი გრძნობა მქონდა - შიგნით რაღაც სიმძიმე ჩავარდა ჩაჩოჩდაო.
1 კვირაში მივდივარ ეხოზეც, ანალიზებზეც ექიმთან და ყველაფერი, დავხედავთ რა ხდება,
ახლა არ ვთვლი, რომ რამე საგანგაშოა, უბრალოდ მაინტერესებს თქვენ თუ გქონდათ და
რა შეიძლება იყოს. რაც მთავარია ამას არ მოყოლია დისკომფორტი, ან გაგრძელება ან რამე,
მხოლოდ იმ მომენტში და შემდეგ უკვალოდ ქრებოდა.
ხვა მხრივ ვმოძრაობ საკმაოდ ბევრს, მაგრამ არ მაწუხებს არც წელი, არც მუცლის ქაჩვა, არც
სიმძიმე, არც ძილი მიჭირს და არც ფეხები მისივდება, მხოლოდ ეს სიმპტომი მესტუმრა გუშინ