აუ ეს 2 დღეა არ მომწონს ჩემი თავი რა

ჯერ გუშინ რაღაცნაირად ცუდად ვიყავი,
თავი მისკდებოდა, ისეთი გრძნობა მქონდა,
რომ გაბრუებული ვიყავი და სახსრებში მამტვრევდა,
როგორც გაციებისას, გავიზომე სიცხე, წნევა, ყველაფერი
მაგრამ ვსიო ვნორმე...
მერე გარეთ გავედით, ფეხით ვისეირნეთ, ჩემებთან ავედით
და გადამიარა უკეთ გავხდი,მაგრამ ბავშვი ლამის გადმოხტა
მუცლიდან, უაზროდ დაიწყო ბზრიალი. ნუ მერე სახლში დავბრუნდი და ისევ ცუდად გავხდი...
ამას დაემატა ყელი ჩამეჩხაპნასავით, მტკიოდა ოდნავ ნერწყვს რომ
ვყლაპავდი, ეტყობა ცივმა წყალმა გამიცივა, არც სურდო არაფერი სხვა.
მივაწექი ცხელ ჩაის და დავიძინეთ.
ღამე მეძინა, მაგრამ ბევრი ვიწრიალე, ყელს ვგრძნობდი, რომ ჩამშრალი მქონდა,
ბავშვი ისევ ყირაზე გადადიოდა, წელის სიმძიმემ შემაწუხა მერე.
დღეს დილით ყელის მხრივ უკეთესობა მაქვს, ოოოდნავ დამრჩა გამომშრალივით,
აღარ მტკივა, მაგრამ მუცელი მექაჩებასავით ქვევით.
საღამოსაც დენივით გამიარა რამოდენიმეჯერ, + ცოტ-ცოტა გამონადენი ძაან მცირედ,
მაგრამ მაინც. დამაშინა ჩემმა შვილმა რა. ერთი სული მაქვს გაგუამდე მივაღწიო,
სულ ძალით გავასინჯინებ ხელით თავს

იმედია არაფერი არ იწყება, თორე ჯერ ადრე რა, ცოტაც მოიცადოს რა მოხდება.
3 კვირა რო გაჩერდეს დღენაკლულადაც აღარ ჩაითვლება. ისე კი მინიმუმ 2 გაჩერდეს.
მერე დედაჩემმა სულ დამაშინა, 35 კვირაზე ყავს გაჩენილი ჩემი უფროსი ძმა, მეორეც 35 -ზე
და მე 36 კვირაზე, იმედია ესეც იგივეს არ აპირებს.