გოგოებო დავბრუნდი მგონი კარგი ამბებით

ესეიგი მივედი გაგუასთან, 2-ზე ვიყავი ჩაწერილი და შევედი ზუსტად 2 საათზე.
ჯერ შემიყვანა ოთახში, გამსინჯა ზევიდან (არ მინდა ჯერ ქვევიდან, არ მაქვს ჩვენებაო და არ დავაჩქაროთო)
მოვუყევი ყველაფერი ჩემ გამონადენზეც, რომელზეც მითხრა - არამგონია საცობი იყოსო
და როგორც მივხვდი საცობი რომც იყოს, დიდი პრობლემა არ შეუქმნია.
ისიც ვუთხარი, დედაჩემმა 35-36 კვიებზე გაგვაჩინათქო, ჩვეულებრივები ვიყავითთქო,
ხო და დედაშენმა თუ ჩვეულებრივები გაგაჩინათ შენც ჩვეულებრივს გააჩენო

გადმოიღო აპარატი, ჩართო, დამადო, გულისცემა როგროც კი გაიგო სახე გაებადრა,
ნახე რა კარგად არის ეს მაიმუნიო და უსმენდა და ტკბებოდა

არც ტონუსია და არაფერი,
მშვენივრად არის ბავშვიო გამიმეორა 3-ჯერ გაბადრული და კმაყოფილი სახით

მერე დავბრუნდით კაბინეტში, სადაც გამომართვა ანალიზები, თან მაგრად გაერთო
წიგნივით აკინძული რომ მქონდა ვადების მიხედვით
ყველაფერს გაეცნო დეტალურად, გემოგლობინი მოეწონა 69, არ გინდა ფერუმლეკი
დაანებე თავიო, გინდა აფრინდეო?
ეხოც რო ნახა 2 კვირით უსწრებდა კიო, ასეა ბავშვი ზომებით ნამდვილადო.
(სანამ ეხოს ნახავდა რომ გამსინჯა, რო ვდგებოდი მაშინ ვკითხე ბავშვი წონაში
რამდენი იქნებათქო, უშუალოდ გასინჯვის მომენტში დამავიწყდა, ხო და 2500 ახლა
ისე იქნება ეს როგროც არაფერიო, მინიმუმო.)
მერე ვკითხე დისკოზი რომ მქონდა ადრე ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, ხოდა
მე მაგაში არ ვერევიო, ჩემი საქმე საშვილოსნოაო, პალიკოს (ჩემი ხერხემლის ექიმი, რომელმაც დაბრო მომცა ფიზიოლოგიურზე)
ვენდობი თვალდახუჭული და ის რასაც მეტყვის ისე ვიმოქმედებო, იგივე ისრელის
ექიმებს ვენდობიო, რომლებიც პრობლემა რო ყოფილიყო აუცილებლად გაგაფრთხილებდნენ
ფიზიოლოგიურად არ იმშობიაროო, ამიტომ გადაწყდა ფიზიოლოგიური, თუ კი რამე სხვა
დაუგეგმავი არ მოხდა უკვე, რისგანაც არავინაა დაზღვეული.
ამ ყველაფრის მერე აიღო თავისი საბზრიალო კალენდარი
ითვალა, გადათვალა, გადმოთვალა, ანალიზებს გადახედა, შეჯერდა და მითხრა, რომ 2 კვირაში, ანუ
10 აგვისტოდან უკვე შეიძლება გააჩინოო, თუ კი სადღაც 15-მდე, მაქსიმუმ 17-მდე არაფერი იქნა
მოდიხარ ჩემთანო, გავაკეთებთ სისხლს და შარდსო, ეხოსაც გადავიღებთ და ხელითაც გაგსინჯავო.
ეს გამონადენი რახან იყო მაინც მაგნე B6 დალიე 20 დღეო და აბა შენ იციო.
რომ გამოვედი შემფუთეს და შემიყვანეს ექთნებმა, რომლებიც ძალიან მომეწონენ ერთი შეხედვით და მგონი მაგათაც მოვეწონე

რომ დამინახეს რა გოგოა ნახეთო და მომეხვიენ გარს

მეც მეტი რა მინდოდა, გამებადრა სიფათი.
პალატები დამათვალიერებინეს, ერთკაციანები, რომლებიც საკმაოდ მომეწონა.
საწოლი, ტელევიზორი, ტუმბო, ბავშვის დიდი და მოსახერხებელი გამოსაცვლელი,
მგონი მაცივარიც იდგა თუ სწორად მახსოვს. საკუთარი ვანა-ტუალეტი.
ვანა იყო, დუშის პონტში გაკეთებული, პირდაპირ რომ შედიხარ და გადაივლებ რა.
კარიდორში არ იყო ბარდაგი, იყო სიწყნარე, შუშის კარებები, რომ ვისაც გინდა გამოუყვან ბავშვს ნებისმიერ
დროს და ანახებ შუშიდან. მოკლედ ყველაფრით კმაყოფილი დავრჩი ამ ეტაპზე,
დათოც ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია როგორც ვხვდები.
ისღა დამრჩენია 2 კვირაც გავქაჩოთ მე და ჩემმა ვაჟბატონმა, აი მერე რას იზამს და როგორი
კაცი იქნება ვნახოთ
This post has been edited by Ia-forumze on 28 Jul 2010, 18:39