მოვიცალე და დავწერ ჩემს შთაბეჭდილებებს "ჯანმრთელობის სახლზე". შევეცდები, მხოლოდ მშრალი ფაქტები მოვყვე, უარყოფითი და დადებითი მხარეები, რათა იოლად შეძლოთ გადაწყვეტილების მიღება.
მეანი:
ჯანმრთელობის სახლში ყველა მშობიარესამირან ქორიძე ამშობიარებს, ანუ აყვანის ფული ცალკე არ არის გადასახდელი. ქორიძის პროფესიონალიზმზე ვერაფერს ვერ დავწერ ახალს - უბრალოდ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში.
ნაკერი:
ბავშვი საკეისრო კვეთით გავაჩინე. გამკვეთეს მუცლის ძალიან ძალიან ქვედა ნაწილში, ზედ ბოქვენის ზემოთ - ანუ ნებისმიერი ყველაზე დაბალწელიანი ბიკინიც კი დაფარავს. განაკვეთი არის ძალიან სწორი ხაზი და უკვე ოპერაციიდან 26 დღეს მშვენივრად არის შეხორცებული. არ მქონია არანაირი გართულება. ნაკერი დამადეს შავი ფერის ძაფით (კატის ნაწლავისგან რომ მზადდება), რომელსაც მოგვიანებით კუდები წააჭრეს აქეთ-იქით და დანარჩენი თავისით გაიწოვა.
ანესთეზია:
მე ნარკოზით გავიკეთე, თუმცა სპინალურ ანესთეზიასაც აკეთებენ. სანამ ნარკოზს გამიკეთებდნენ, აბსსოლიტურად მთლიანად მომამზადეს: ჩამიდგეს კათეტერები, გადამაფარეს ნაჭერი, იოდით დაამუშავეს მუცელი და ქირურგებიც თავზე დამადგნენ, რათა სანარკოზე საშუალების ვენაში გაშვებიდან მაქსიმალურად მოკლე დროში ამოეყვანათ მუცლიდან ბავშვი. ამ დროს აკეთებენ მსუბუქ ნარკოზს, 5-10 წუთში ბავშვი უკვე ამოყვანილი იყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეს დამატებითი დოზა. შედეგი: ბავშვზე ნარკოზს არ უმოქმედია, მე კი საერთოდ არ გამჭირვებია ნარკოზიდან გამოსვლა. მეტიც - ოპერაციის დასრულების შემდეგ ჩემი მეუღლე რომ ამოიყვანეს, მასთან ჯერ კიდევ ძილბურანში გამართული მცირე დიალოგი სიტყვა-სიტყვით მახსოვს.
ბავშვის მოვლა:
მშობიარეები წვანან სამშობიაროს მეორე და მესამე სართულზე. ორივე სართულზე არის ცალკე ოთახი ახალშობილთა მოვლისათვის. მათთვის გამოყოფილია ცალკე პერსონალი როგორც დღისით, ასევე არის ღამის მორიგე. სულ ახალშობილს ასუფთავებენ და აწესრიგებენ იდეალურ სისუფთავეში - ამ დროს პედიატრები მუშაობენ პირბადე აფარებულები და ოთახიდან გაჰყავთ სხვა ჩვილები. ახალშობილს დაბადებისთანავე პედიატრი აფასებს აპგარის შკალით.
ბავშვთა მოვლის საშუალებებიდან იყენებენ: ქენბებეს საფენებს, ჰუმანა პრე-ს, ნორმოკიდის გაზგამყვანს. სველი ხელსახოცები არ მინახავს და ბავშვი ჩემს თვალწინ რამდენჯერმე ჩაბანეს - არ ვიცი, პამპერსის ყოველ გამოცვლაზე ბანდნენ თუ არა. ბავშვი ხშირად შემოჰყავდათ ჩემთან, თუმცა ძირითადად მაინც მათთან იყო. ამასთან თუ დამატებით დამჭირდებოდა (ვერ გავაჩუმებდი, დამატება დასჭირდებოდა, გამოსაცვლელი იყო), მაშინვე გაჰყავდათ.
ოთახი:
ევრო რემონტი ნამდვილად არ იყო

სამხრეთის მხარეს მდებარე ოთახების კედლები ცისფერ ფერშია შეღებილი, ჩრდილოეთისა - ვარდისფერში. ოთახში დგას 1 საწოლი, მაგიდა და 2 სკამი. ვიპ ოტახში მაგიდა-სკამების ნაცვლად პატარა სამეული. ვიპ ოთახი ამასთან ცოტა უფრო დიდია - მეტი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ოთახისგან (ყველა ოთახი ერთადგილიანია). საწოლი - ვერ ვიტყვი, რომ დიდად მოსახერხებელი - ზედმეტად მაღალი იყო ჩემი აზრით. თავის მხარე ეწეოდა, ოღონდ მექანიკურად (ხელით) და არა პულტით. პულტიანი უფრო მოსახერხებელი საწოლები არ აწყენდათ. თუმცა ოთახში იყო პერსონალის გამოსაძახებელი პულტი, ანუ საჭიროების შემთხვევაში მათთვის დაძახება შეიძლებოდა. უნდა ვთქვა, რომ ამ პულტით სულ ორჯერ ვისარგებლე - ისედაც ძალიან ხშირად შემოდიოდნენ და მკითხულობდნენ.
სველ წერტილში არ არის ცალკე გამოყოფილი საშხაპე ადგილი - არის ტრაპი და ნიჟარასთან ონკანზე მიმაგრებული საშხაპე ყურმილი (რა ქართულით ვმეტყველებ

). ფართობი იმხელაა, გადავლებას თავისუფლად მოახერხებს ნორმალური გაბარიტების საშუალო სტატისტიკური ქალი.
სისუფთავეზე არაფერს ვიძახი - წკრიალებდა ყველაფერი. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა სანიტარის გამოძახება(მე არ დამჭირვებია).
პერსონალი:
აქ ყველაზე დიდი პლიუსი - იმდენად თბილი დამოკიდებულება აქვთ პაციენტების მიმართ, თავი მათი ახლობელი მეგონა

ნამდვილად არ მიგრძვნია, რომ სამკურნალო დაწესებულებაში ვიყავი. ოთახში გამოსაძახებელი პულტი თითქმის არ გამომიყენებია, იმდენად ხშირად შემოდიოდნენ ოთახში და მკითხულობდნენ (მ. შ. ღამეც). ბავშვი რომ შემომიყვანეს, ძუძუს მიცემაშიც მეხმარებოდნენ.
ერთი ღამის სმენა არ მომეწონა იმიტომ, რომ სხვებივით თბილები არ იყვნენ - არადა რას ვერჩოდი, თავიანთ საქმეს ისინიც ხუთიანზე ასრულებდნენ. ერთ-ერთ დღეს ცუდ ხასიათზე მყოფი მათმა მასაჟისტმა იმდენი მაცინა, ნაკერები მტკიოდა

. კიდევ რაც თბილად დამამახსოვრდა, ეს იყო რუსი მზარეული, რომელმაც დამატებითი ჭიქა კომპოტი შემომიტანა ჩემი თხოვნით. უნდა ვაღიაროთ, რომ მასაჟისტი ნომინალურად ჰყავთ - პრობლემის შემთხვევაში ჯობია თვითონ დაიბარო სხვა მასაჟისტი. ბავშვთა განყოფილების თანამშრომლის ყურადღებაც ცალკე აღნიშვნის ღირსია - გამოწერის დღეს ჩემი თანდასწრებით ჩაუტარა ბავშვს ბანაობის შემდეგი პროცედურები და ბევრ საკითხზე დამაკვალიანა. არ მზარდებოდა ბავშვთან დაკავშირებით არაფერზე. კიდევ უნდა აღვნიშნო ექიმი-რეაბილიტოლოგი - ოპერაციის მეორე დღეს მოწესრიგებაში დამეხმარა, მესამე დღეს მსუბუქი ვარჯიშები გამაკეთებინდა და გამოწერის დღის ჩათვლით მაკითხავდა და ინსტრუქციებს მაძლევდა; ჩემს მიერ დაყრილ შეკითხვებს დაუზარებლად უპასუხა.
კვება:
3-ჯერადი, საკამოდ გემრიელი. პირველ დღეს ძალიან დიეტური, შემდეგ ჩვეულებრივად. მანდ შემაყვარეს კომპოტები

კიდევ რას დავამატებდი: საფასური არის 1902 ლარი (ვიპ ოთახი დამატებით 200 ლარი), საიდანაც 237 ლარი არის წინასაკეისრო გამოკვლევები. სამშობიაროდან გაწერის წინაც ბუნებრივია ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება პაციენტს - სისხლისა და შარდის ანალიზები, საშვილოსნოზე ექო, ნაკერის და ვაგინალური გასინჯვა (ზედაპირულად).
მთლიანობაში ვარ ძალიან კმაყოფილი და შემდეგ მშობიარობებზე ისევ "ჯანმრთელობის სახლის" პაციენტი ვიქნები.
This post has been edited by Taboo on 31 Oct 2010, 20:56