მოვედი ჩაჩავადან.
ნუკრი კინტრაიას ველაპარაკე და 7 დეკემბრიდან არ იქნება საქართველოში, შესაბამისად გადამაბარა ნუკრი ქსნელაშვილს.
მომეწონა ქსნელაშვილი ძალიან.
დაწვრილებით გამომკითხა ყველაფერი, გადახედა ანალიზებს, მოუსმინა ბავშვს (კარდიოტოკოგრაფიასავით რაღაც პატარა დანადგარით).
ღნაჩვმა 5 დეკემბრამდე თუ არ მოინდომა გამოსვლა 6 დეკემბერს მივდივარ ჩაჩავაში.
ხო კიდევ ორივე ნუკრის ვკითხე პლაცენტაზე და სისულელეა, არ ინერვიულოო. თუ ბავშვი წონაში არ ჩამორჩება ვადას, ყველაფერი კარგად მიდის იყოს დაბერებულიო (შორენაც ესე მამშვიდებს 23 კვირიდან)
მოკლედ, მოლოდინის რეჟიმში ვარ...
ხო ისა.. არავის ,,გავუუპატიურებივარ"
პ.ს რაღაცნაირად აფორიაქებული და დაჯღანული დავდივარ, ისე არ მესიამოვნა იმ ჩაჩავას დერეფნებში სიარული, დავითრგუნე რაღAცნაირად, ერთი სული მქონდა როდის გამოვიდოდი.
შეშინებით არ შემშინებია, მაგრამ რავი...
პალატების დათვალიერების სურვილი ხომ აქამდეც არ მქონდა (ვიცოდი რომ სისუფთავეა და ყველას მოსწონს) და იქ ხომ სულ გამიქრა, მინდოდა ჩქარა გავცლოდი იქაურობას.
დაბლა მიმღებში გოგოს ვესაუბრე და გამოვკითხე თუ რა დამჭირდებოდა, ახალი არაფერი უთქვამს, ჩემს სიაში ყველაფერი მაქვს ჩამოწერილი.
This post has been edited by კორდელია on 19 Nov 2010, 15:27