მოვედი.
ოყნა მე სახლში გავიკეთე. არც უკითხავთ იქ გაკეთებული მქონდა თუ არა. არ აკეთებენ.
ექიმი რომ ავიყვანე იმ დღეს ვიკითხე პირველ სართულზე და მითხრეს არ ვაკეთებთ და თქვენ თუ გინდათ მაინც გაიკეთოთ - მოიტანეთ ოყნა და გაგიკეთებენო.
ცუდით დავიწყებ:
ადგილები სულ გადავსებულია. მე რომ მივედი მითხრეს 3 ადგილია დარჩენილი მარტოო, ერთი 1040 ლარიანი 2 კაციანი და აპარტამენტიო (ეს ის არის, მაგის ფასად კარგი ოპელი რომ მოგივა). 3000 ლარიააან! სულ ყვავილებში რომ არის ჩასმული და თავი ახლადშესვენებული რომ გგონია (ჯვარი სწერია ყველას)

ჩემი იქ ყოფნის პერიოდშიც სულ პრობლემა იყო ადგილები, ერთ დღეს 22 ადგილიდან 22-ივე შევსებული იყო. მაგ დროს რა ხდება არ ვიცი, ანუ მშობიარეს უკან აბრუნებენ ნეტა? რავი...
ეხლა რაც შეეხება კარგს.
1) ლიპლიპებს ყველაფერი. დილას შემოდიან, მტვერს გიწმინდავენ, პირსახოცებს ცვლიან (დღეში 7-ჯერ რომ მოინდომო პირსახოცის გამოცვლა - გამოგიცვლიან). ჩემი წაღებულები არ მიხმარია, იმათი სულ ფითქინა, თეთრები უფრო მიზიდავდა. თან დაისვრებოდა თუ არა ახალს მაძლევდნენ. თეთრეულზეც ესე - მოდიოდნენ, თუ აჩეჩილს დაინახავდნენ ან ლეიბს ჩამოსრიალებულს გისწორებდნენ და გეკითხებოდნენ გინდა თუ არა გამოცვლა. მე 1-ხელ გამოვაცვლევინე.
2) ხუთჯერადი კვება:
9:00 - ჩაი, პური, კარაქი, ფაფა (ან მანი ან გერკულესი))
12:00 - კომფოტი ვაშლის და რამე მსუბუქი ნამცხვარივი ან ბლინი ხორცის, ხაჭოსი, კარტოფილის ღვეზელი და ა.შ
15:00 - უკვე ნოყიერი საჭმელი, რამე ბოსტნეულის წვნიანი, წიწიბურა ხორცით ან კატლეტით, ან ღომი და ყველი.
18:00 - ისევ კომფოტი და ღვეზელი ან რამე.
21:00 - მაწონი და პეჩენია.
პატარა პორციებია და ხშირ შემთხვევებში ყველა იმატებდა. მე მაგ გამგელებული მადა მქონდა, მაკანკალებდა ხანდახან შიმშილისგან. შეგიძლია შენიც გქონდეს რამე, მე მაწონი მომიტანა ჩემმა დეიდაშვილმა (გული შემიწუხდა ,,ავადმყოფთან" ,,მნახველივით" რომ მოვიდა პარკით ხელში, მაწონი და იოგურტები

). იოგურტზე და წვენებზე პაკაოო მითხრეს, გაბერავს ბავშვსო. მაწონი კი შევდე მაცივარში და დღესაც იქ დევს.
3) მომსახურე პერსონალი

ძალიან კარგები არიან. ღილაკს ხელს დააჭერ თუ არა შემორბიან ეგრევე (მე არცერთხელ არ დამიჭერია მაგ ღილაკისთვის, რაღაც მერიდებოდასავით

ალბათ ჩემით რომ შემეძლო სიარულიც და უპრობლემოდ ვიყავი იმიტომ თორემ ჩემს გვერდით ნაკეისრალი გოგო იყო და ის იყენებდა წარმატებით).
დილას გინეკოლოგი და პედიატრია შემოვლაზე. ყოველ დღე გასინჯავენ პატარას, დედას თუ რამე დასამუშავებელი აქვს (მაგ ჩემს პალატაში საკეისროს ნაკერს უმუშავებდნენ გოგოს).
წნევა და სიცხე რამდენი გაქვს ინიშნავენ დილა-საღამოს. ბავშვს შენ გაუსინჯე ხოლმე. გეტყვიან იქ რომ 36.5 დან 37.5-მდე ნორმაა და ყოველ დღე გაუსინჯე ხოლმე. მე ციფრული მქონდა წაღებული მაგრამ გული გამიხეთქა. 35 მიჩვენა სიცხე, არადა ბავშვს 36.3 ჰქონია. იმის მერე ჩვეულებრივ მამაპაპურს ვუდებდი იღლიაში როცა ეძინა.
ღამე თუ წამოიტირებდა ბავშვი, შემოდიოდა ექთანი და გაყვანას მთავაზობდა, შენ დაიძინეო. მაგრამ მე არ გამიტანებია, ერთხელ, პირველ ღამეს რომ ჩაიძინა გარეთ გავიყვანე და ვთხოვე მიეხედათ, ძალიან მეძინებოდა და ვინმეს რომ გავეღვიძებინე... ბრრრ..
4) მნახველებზე ჭედავენ. პირველ დღეს, როცა ვიმშობიარე შემოვიდა ჩემი ქმარი, ხალათით და პირბადით. მერე სულ წუწუნებდნენ, იქნებ მნახველები გარეთ ნახოთო. ნუ ეს შეზღუდვა იყო 2 კაციანზე (,,იქნებ არ სიამოვნებს შენი მნახველი მეორე პაციენტს" გამო). 1 პატალიანზეც გაუჭედეს ერთ გოგოს, ნუ დადიახართ დერეფანშიო.
მაგრამ ეს უფრო დილის საათებში იყო, ვიღაც უფროსი იყო ხოლმე ჩამოვლაზე და შენიშვნა რომ არ მიეცათ ექთნებისთვის ესენიც უფრო მკაცრები იყვნენ.
მე პირადად არ მინდოდა ოთახში მნახველები, რომ მირეკავდნენ მოვედითო, ამყავდა ბავშვი და გავდიოდი.
და საერთოდ ეს მნახველები დამღლელია რა

ყველა ფიქრობს პატივიცემააო, მაგრამ უფრო ცუდია, ხან მეძინა, ხან ძუძუ ედო ამას პირში და როგორია.. ალეე ჰოპ უნდა წამოხტე და გახვიდე.
5) შალის წინდები წაიღე ბავშვისთვის. პედიატრმა შენიშვნა მომცა, ეს ნასკები არაფერს უზამს 3-იც რომ ჩააცვაო, შალი ამოაცვიო. ბავშვის მაკრეტელი დამჭირდა, ფრჩხილები ჰქონდა დიდი ამას და ზოგი წამტვრეული და იპორჭყნიდა სახეს.
,,ერთჯერადი ტრუსიკების" თემას რაც შეეხება - არცერთი არ დამსვრია. არც სამშობიაროს ხალათი დამსვრია 1 წვეთითაც კი. ის ხალათი არ გადამიგდია, გავატანე დედაჩემს გასარეცხად, სანამ 60 კილო ვარ გამომადგება

ტრუსიკები ჩემი წაღებულები ვერ ვიხმარე გემრიელად, იმიტომ რომ დაბალწელიანები და მოღებულები წავიღე, ბარემ ტანგები წამეღო უკეთ ვიხმარდი

ხოდა გავუშვი დედა ბაზრობაზე და ბებიაჩემს რომ ვყიდულობდით, მაღალწელიანები (მუცელი რომ დაეფიქსირებია და არ მეყანყალა) წამოვაღებინე.
6) გლიცერინის სანთლები წაიღე, მე-3 დღეს გაგაკეთებინებენ თუ ვერ გახვედი კუჭში და მერეც დაგჭირდება, ოყნას სჯობს. სადორბლეები წაიღე ბლომად, მე 3 ცალი მქონდა და არ მეყო, სულ მესვრებოდა. წაიღე თხელი ადიალა, სქელი არ გინდა, გადახურებული ყავდათ გოგოებს და ისედაც არ არის პრაქტიკული. ქუდიც არ დამიხურავს ამისთვის, მე ვიწვოდი ისე ცხელა იქ და ბავშვიც მეცოდებოდა. თხელი ხალათი და მოკლემკლავიანი რამეები წაიღე. ნასკი თხელი.
7) გამოწერის დღეს პედიატრი და გინეკოლოგი გაგესაუბრებიან. რჩევა-დარიგებებს მოგცემენ, თუ ნაკერი გექნება დაგიმუშAვებენ, ბავშვს გასინჯავენ. რაღAც წამლებს გამოგიწერენ შენთვის (პრეპარატი ,,დედა"... ვიტამინები იმუნიტეტის ასამაღლებელი)
წავედი ეხლა ვაჭმევ და იქამდე ჩამოწერე კითხვები.
loading...