მოკლედ მოვედი მეც ამ თემაში
ვიმშობიარე გაგუას კლინიკაში
აყვანილი მყავდა უშუალოს დათო
ვიყავი ერთადგილიან პალატაში
ეს ყველაფერი დაჯდა
850+280= 1130 ლარი.
საკმაოდ დაშინებული მივედი, ბევრი მესმოდა უყურადღებობაზე და
მადლობა ღმერთს, არ გამართლდა ჩემი შიშები.
რომ მივედი ჯერ პაატამ გამსინჯა, როგორც მორიგემ, მერე გამაფორმა
2-მა საკმაოდ სასიამოვნო გოგომ
გადამიყვანეს წინა სამშობიარო ბლოკში, მოვიდა უშუალოდ დათო
იმანაც გამსინჯა.
სანამ ბლოკში ვიყავი დაახლოებით ყოველ 10-15 წუთში ერთხელ შემოდიოდნენ,
მკითხულობდნენ როგორ ვიყავი, ბავშვის გულისცემას უსმენდნენ და გადიოდნენ.
(ანუ პერიოდულად მსინჯავდა გაგუა, მორიგე ექიმი ვინც იყო, ექთანი, ბებია ქალი)
ბლოკში რო გადამიყვანეს იგივე შემადგენლობა გამომყვა, რალურად მამშობიარა 3-მა ადამიანმა,
ბებია ქალი, გაგუა, ექთანი, იქვე იდგა პედიატრი, როგორც კი გაჩნდა ბავშვი ეგრევე გასინჯა,
შეფასა ქულებით, თავის გასაკეთებელი გააკეთა. დათომ მომილოცა, იქით-აქეთ და გავიდა.
ექთანმა და ბებია ქალმა დამამუშავეს, გამწმინდეს და გამასუფთავეს

))
ბლოკიდან გამომაგორეს, ცოტა ხანი ვიყავი ბლოკსა და ჩემ წინა სამშობიაროს შორის,
დერეფანში, გამახსენდა აქ რომ წერდნენ გოგოები დერეფანში ვიყავითო, მაგრამ რატომღაც
რეაქცია არ მქონია, დათო, მორიგე ექიმი და ცნობილი ნანული

მოდიოდნენ და მეკიტხებოდნენ
ხომ კარგად ვიყავი, ცოტა ხანი ვიყავი იქ ძაან და დამაბრუნეს ჩემ წინა სამშობიარო ოთახში,
მოკლედ ჯამში 2 საათში გადამიყვანეს პალატაში.
ეგრევე შემოვიდა ექთანი, შეავსო მონაცემები, მითხრა, რომ ბავშვი ასაცრელად გაყავდა,
წაიყვანა და აცრა, მერე ტანსაცმელები წაიღო და ჩააცვა.
პარალელურად შემოვიდა ექთანი, სიცხე გამიზომა, გამომკითხა რამე ხო არ მაწუხებდა,
მუცელზე მაგრად დამწვა რამოდენიმეჯერ (საშვილოსნო კარგად რო შეიკუმშოსო)
გავიდა. 10 წუთში წყალი მომწყურდა, დავუძახე და მომიტანა 2 ჭიქით.
5 წუთში გაიჩითა ქალი საჭმელი შემომიტანა (მაგრად გამიხარდა, მთელი მშობიარობა მშიოდა

)
მერე შემოვიდა კიდევ ვიღაც და ამაყენა ფეხზე, შემიყვანა ტუალეტში, დამეხმარა მოწესრიგებაში,
გავსუფთავდი და იმის მერე ჩემით ვაკეთებდი ყველაფერს, ბავშვი სულ ჩემთანმყავდა, რამე თუ
მინდოდა მეთვითონ ვდგებოდი და ვაკეთებდი, იმიტო არა, რომ ისენი არ მიკეთებდნენ, უბრალოდ
კარგად ვიყავი.
ბავშვი სულ ჩემთან იყო ძირითადად, ღამე თუ ტირილს იწყებდა იქეთ მთავაზობდნენ ჩვენ წავიყვანთო
და ისე ეფერებოდნენ რო რავიცი

)) მაგრამ მე ვერ ვტოვებდი, მეცოდებოდა.
(ხო, დამავიწყდა, ბავშვი რო მომიყვანეს ეგრევე მოვიდა გოგო და მანახა სწორად როგორ უნდა ჩამედო
ძუძუ და მოაწოვებინა ცოტა ხანი თავისით.)
ბავშვს ყოველ დღე სინჯავდა პედიატრი, პერიოდულად მე შემყავდა, თავიდან ისენი უცვლიდნენ,
მერე ჩემით ვუცვლიდი.
უმუშავებდნენ ნაკეცებს. ჩაბანით არ ჩაუბანიათ, სველი სალფეთკებით ასუფთავებდნენ, მაგრამ
ბავშვი გამომწვარი არ გამომიყვანია.
კვება იყო დღეში 3-ჯერადი, მყოფნიდა და გემრიელი იყო, არაფერს არ ვითხოვდი ზედმეტს გარედან შემოტანილს.
გამოწერის დღესაც დამარიგეს ბავშვზე რაღაც-რაღაცეები.
ასევე გამოწერის დღეს გამსინჯეს, მერე ეხოზეც შემიყვანეს და გამომიშვეს სახლში.
მოკლედ რომ დავწერო ძალიან კმაყოფილი ვარ.
უკვე პალატაში რომ ვიყავი, არ ვიცი როგორ იქნებოდა იმათ რო დავლოდებოდი
ყველაფერზე და მე თავი არ მქონოდა ადგომის, ვერ გეტყვით.
თუ რამე კითხვები გექნებათ, მითხარით
პს. დილა-საღამოს ჩამოვლაზე იყვნენ დათო და პაატა - გვკითხულობდნენ სათითაოდ როგორ ვიყავით.
და დამავიწყდა დამეწერა სიცხეს გვიზომავდნენ დღეში 2-ჯერ
This post has been edited by Ia-forumze on 9 Sep 2010, 12:25