მე "ბიბიდაში" ვიმშობიარე და სამშობიაროთი ძალიან უკმაყოფილო ვარ. მშობიარობის შემდგომი პერიოდის იქ გატარება მეორედ სასჯელი უნდა იყოს. არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო თუ რა და როგორ უნდა აღვწერო. განსაკუთრებული პრეტენზია პერსონალის მიმართ მაქვს რა თქმა უნდა და არა გაფუჭებული კარის , რომელიც არ იკეტება თუ მაღლა არ აქაჩავ და მერე არ შეეცდები დაკეტვას და ა.შ. მიმართ.
მშობიარობის შემდეგ ბავში ცალკე გაიყვანეს და 2 საათის მერე უნდა შემოეყვანათ, თუმცა არ შემოუყვანიათ და იმ მომენტში არც მე მოვითხოვე, 2 საათით გამოვიძინე და დილით 6:30 -ზე თვითონ გავედი და მოვიპარე. ჩემთან დავაწვინე. იმის მერე მთელი იქ ყოფნის პერიოდი მუდვმივად ჩემთან იყო.
ბავშვი 24 საათი ძუძუს ჭამდა და მტკენდა. ერთხელ "ამიხსნეს" როგორ უნდა ჩამედო ძუძუ სწორად/ ეს თეორია მეც ზეპირად ვიცოდი, მაგრამ პრაქტიკულად გაკეთება მიჭირდა. მეორედ კიდევ რომ დავიჩივლე ტკივილის გამო, ისეთი პრეტენზიული ტონით მითხრა, კი მაგრამ ერთხელ ხო აგიხსენი უკვე როგორ უნდა აჭამო და თან ის ფურცლები რომ მოგეცით უნდა წაიკითხოთ გენაცვალე ყველაფერი რომ გეზარებათო ( 2 ცალი თაბახის ფურცელი დაგვირიგეს, ერთზე ცხრილი იყო, კვების დრო უნდა შეგევსო და მეორეზე ძუძუთი კვების თეორია, და დასურათებული პოზები) წავიკითხე და ეგ ისედაც ვიცი, მაგრამ არ გამომდის კარგადთქო. თან მე ნაკერების გამო მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაში შემეძლო ჭმევა. მერე ერთი-ორჯერ სხვა ექიმი იყო შემოსული ჩემს თანაპალატელ გოგოსთან, იმისი შვილი საერთოდ არ ჭამდა და ის ექიმი დამეხმარა სწორად ჩადებაში. ( თუმცა დღემდე ვერ ვაჭმევ სწორად და შავ დღეში ვარ

)
ამის გარდა პამპერსის შესაცვლელად მივიყვანე მეორე დღეს იმ მეკონიუმის გამო და ისეთი უკმაყოფილო სახით შემხვდა გეგონება ვალი მქონოდა მისი და ისეთ რამეს ვთხოვდი რაც მის მოვალეობაში არ შედიოდა. იმ დღეს კიდევ რამდენჯერმე შევიყვანე გამოსაცვლელად და რა თქმა უნდა სახე, გამომეტყველება და კომენტარები პრეტენზიული და უკმაყოფილო. ის რომ შემოსულიყვნენ და თქვენ დაისვენეთ და ბავშვი ჩვენთან იქნება მასეთი რაღაც ხომ საერთოდ ბუნებაში არ არსებული ფაქტია მაგათთვის. თან ბავშვი რომ ჭამდა მერე ხელით ტარებაც მიწევდა, ჰაერის გამო, რაც ძალიან მტკივნეული იყო ნაკერები მაწუხებდა ძალიან და ბავშვის წონაც მაწვებოდა და მქაჩავდა ნაკერებზე. ესე მთელი ღამის განმავლობაში ან ვაჭმევდი ან დერეფანში ვატარებდი ბავშვს.
პროცედურაზე როცა მიწევდა შესვლა, რასაც ყველაზე ბევრი 5 წუთი შეიძლება დაჭირვებოდა, ძირითადად ჩემს თანაპალატელ გოგოსთან ვტოვებდი ოთახში ბავშვს. ერთ-ერთ ჯერზე არ იყო ოთახში და ბავშვთა პალატაში რომ მივედი თუ შეიძლება დაიტოვეთთქო, ისევ უკმაყოფილოდ და კაი ხო დააწვინე და მალე დაბრუნდი ოღონდო.
რაც იქ ვიყავი , გაჩენის მერე რომ მეძინა 2 საათი , სანამ ბავშვს მოვიპარავდი ეგ იყო და მერე საღამოს 7 საათზე შევედი კიდე ბავშვთა პალატაში გეხვეწებით ცოტა ხნით დაიტოვეთ დაძინებული ბავშვი, რომ ცოტა დავიძინო 36 საათია არ მძინებიათქო, ისევ უკმაყოფილოდ, კარგი ხოო , ოღონდ თუ იტირა მოგიყვანთო. და კარგითქო. ზუსტად 8 საათზე შემომიყვანეს.
აი cincla წერდა მოგონებებში ბავშვი თურმე ტიროდა გაყვანილი რომ ყავდათ და არ აქცევდნენ ყურადღებასო. ნინო კიდევ ვერ დგებოდა და ვერ ხედავდა იქ ბავშვები რომ იწვნენ და ტირილით რომ სკდებოდნენ რეაქცია რომ არ ქონდათ. ამის გამოც ნაკლებად მქონდა სურვილი მაგათთვის დამეტოვებინა შვილი. რა გული გამიძლებდა.
კვებას რაც შეეხება, სამჯერადი იყო და ვფიქრობ რომ არასაკმარისი. ულუფებიც საკმაოდ მცირე. თუმცა გემრიელი იყო ყველაფერი ნამდვილად და ძალიან სასიამოვნო შეფ-პოვარი ქალი. აი მიმტანზე მაგას ვერ ვიტყვით, თან ბავშვს რომ მუდმივად ვაჭმევდი და ძალიან ბევრჯერ წამლის გაკეთებას ვერ ვახერხებდი დროის ვერ გამონახვის გამო, ეს ქალი შემოვიდოდა და გააქანებდა ამ საჭმელს უკან. ნუ მერე ვუთხარით დაგვიტოვეთ ჯერ ვერ მოვახერხეთ საკვებამდე მისვლათქო .
ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა რა თქმა უნდა არ არის სწორი და იყვნენ სასიამოვნო ექიმ-ექთნებიც, უფრო ბავშვთა განყოფილებაში ვინც იყვნენ იმათზე მაქვს პრეტენზია, და კიდევ სანიტრების მიმართ ვარ ძალიან დადებითად განწყობილი.
პირობები გადასარევი რომ არ იყო მაგ სამშობიაროში ვიცოდი, ნუ უფრო რემონტის მხრივ ვგულისხმობ, მაგრამ მე ექიმის გამო მივედი და რომ არა ის ნამდვილად არ მივიდოდი მანდ.