ვაი მაგან ისე გამასუქა ორსულობაში

შენ რა გიჭირს კი ხარ წიწკვი

აუ დღეს დილით გული გამისკდა, ბავშვმა დაიწყო ცხვირში ხრუტუნინ(თან აშკარად წუხდა ამ ხრუტუნის გამო) და რამოდენიმეჯერ
დაახველა, ზოგჯერ იცოდა ხოლმე ასე, ნერწყვი ან რამე რო ცდებოდა, მაგრამ ახლა გული გადამიქანდა.
ამოვიყვანე ეგრევე შევხედე ცხვირში ვერაფერი დავინახე, გავიყვანე შუქზე და გაჩუმდა უცებ, პირი დახურა და
დაიწყო ცხვირით აბსოლუტურად ჩუმად სუნთქვა, ვითომც არაფერი,თან თვალებში მიყურებდა და ხითხითებდა

მერე ისევ ახრუტუნდა, ძუძუ
მივეცი უპრობლემოდ ისუნთქა ცხვირით. საერთოდ ჭამის დროს, გინდა ძუძუ იყოს (თუ რძე მაქვს)
გინდა ჰუმანა ისეთ ხმებს გამოსცემს სიჩქარისგან, გული მიწუხს, მაგრამ ცხვირით სუნთქავდა.
რომ მორჩა ჭამას ისევ ცხვირი აახრუტუნა და დაახველა რამოდენიმეჯერ, ავდექი, დავაწვინე და დავიწყე ასპირატორით
მუშაობა

თავიდან ვერაფერი ვერ ვქენი, ეს რა ნაგავი მიყიდიათქო, მაგრამ ერთ-ერთ ცდაზე ხრუპუნის ხმა გავიგე,
დავხედე და გამოიტანა ცოტა დორბლები და რძე (აბა ბუშტუკებიანი წყალი და თეთრი წყალივით მასა რა უნდა ყოფილიყო? )
მაგის მერე აღარ უხრუპუნია, არც უხველებია. შეიძლება ასე საჭმელი ცხვირში ასდიოდეს და იქ ეჭედებოდეს?
პს. ბავშვი ამ პირბადეში ვეღარ მცნობს მგონი, სულ გაკვირვებული მიყურებს
და დღეს რომ ავიყვანე მეცა და ჩამომგლიჯა სახიდან
This post has been edited by Ia-forumze on 9 Oct 2010, 15:42