nia_gegeshidzeმე შევიჭერი, მეც მითხრეს საყვარელმა ყოვლის მცოდნე მეზობლებმა, როგორ შეიძლება თმა, რომ შეგიჭრიაო, მეთქი რატომ არ შეიძლება? არვიცითო
უაზრო ცრუ რწმენაა და მეტი არაფერი.
ახლა რაც შეეხება ჩემს ამბებს, ვიყავი შარიქაძესთან, მოვიხიბლე მისით.
ზუსტად 35 წუთი გვათვალიერა.
ნუ თირკმელში არის ცისტა, მაგრამ ბადრიმ, შენს შვილს ამის გამო არასოდეს პრობლემა არ ექნებაო, რა ამოჭრა, რის ამოჭრაო, შენნაირი ათასი მყავს, და მყავდაო, არავის არაფნაირი პრობლემა არ ქონიაო. დაჟე ახლა დაყავთ 3 წლის პატარა, ამ პრობლებით დაბადებული და თითქმის აღარ აქვს ცისტებიო.
არც ისაა გამორიცხული 9 თვემდე ესენი უკვალოდ გაქრესო, ან დაბადების შემდეგ გაიწოვოსო.
თან შარდის ბუშტი სავსე ქონდა , ეს ძალიან კარგია, იმას ადასტურებს რომ თირკმლის ფუნქცია დარღვეული არააო.
ნუ მოკლედ ისე დამამშვიდა, რავიცი.
სხვა მხრივ ხუთოსანი გოგო გყავსო, ყველაფერი იდელურად აქვს ჩამოყალიბებული.
თავზე სულ გადაირია, ასეთი ლამაზი თავი ამ ვადაზე იშვიათად მინახავსო, უკვე ისე აქვს გამოკვეთილი ფორმებიო.
პატარა ცქვირუკელა უჩანდა.
წინაზე ჯერ ისევ არამყარი იყო მდებაორეობა, დღეს კი შემობრუბენული დაგვხდა თავით ქვევით, ამაზეც შეაქო, კაი გოგოა დროზე რომ შემობრუნდაო.
ძალიან კი აწვალა, სახის დათვალიერება, რომ უნდოდა არ დაენახა არაფრით, ტაკო მოგვიშვირა.
ვაწვალეთ კაი ხანი და ძლივს შემოვაბრუნეთ.
დამშვიდებული წამოვედი, ბოდიში მოვუხადე ჩემს მატრაკვეცას, რომ ვანერვიულე.
23კვირასა და 5 დღეზე 660 გრამი ვართ.
ვაიმე ფეხუკები ქონდა ისეთი საყვარელიიი, ბუთქუნა
ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა - (ჰოლბახი)