ძალიან კარგი რამეა ეს ბეიბი შაუერი, მაგრამ არ გვაქვს პრაქტიკაში.
გუშინ ვფიქრობდი ზუსტად, რაც დამრჩა საყიდელი გავაკეთებ სიას და საჩუქრის მსურველებმა ბარემ ისინი მაჩუქონთქო, მაგრამ რეალურად მაგას ვერ იზამ.
მაგალითად აი ბავშვის გამოსაცვლელი კამოდზე რომ დავდო ეგ რომ ვინმეს ეჩუქებინა კარგი იქნებოდა, არა და ვიყიდი ალბათ როგორც სხვა დანარჩენს
თითქმის ყველაფერი მაქვს, და წვრილმანი რაღაცეები დამრჩა პამპერსი რომ მომიტანოს ვინმემ როგორც საჩუქარი ნამდვილად არ მინდა

თვითონ ვიყიდი.
ისე დეიდები და მსგავსი ახლობლები კარგი გამოგონებაა

ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და გონიერი ხალხი რომაა და იციან რომ ეხლა შეძენების პროცესში ვარ ადგნენ და თანხა გამომიგზავნეს საკუთარი სურვილის მიხედვით განსაკარგავად, რასაც საჩუქარში არ თვლიან. ეგ მერე ბავშვი რომ დაიბადება

აი სამწუხაროდ ქმრის მხრიდან ყველას ერთ ადგილას კიდია მსგავსი თემები.
დღეს საწოლიც შევიძინე.
ვფიქრობდი კიდეც რაღას გამოვიწერე ამდენს რა ვუყოთქო რადგან დეიდაშვილმა მომცა თუკი რამე არსებობს მგონი ყველაფერი. კალიასკა მათ შორის სასეირნოც, მანეჟი, ტამი ტაბი, აბაზანა, აბაზანაში ჩასადგამი რაზეც ბავშვი უნდა დააწვინო, სკამი თუ კალათა რა ქვია არ ვიცი. ტანსაცმელები ტონა.