არ ვიცი

არ ამიწონია.
მარა ერთბაშად არ დამიკლია, რადგან რო მოვედი სახლში, ორსულობის შარვალი დიდი მომივიდა, ძველი შარვლები პატარა მქონდა ცხადია და მიყიდეს ახალი, გადამიკეთეს, დამიყენეს ჩემს ზომაზე.
ერთ კვირაში მძვრებოდა უკვე, ჩამიკერეს ისევ.
კიდევ ერთი კვირა გავიდა და ისევ დიდი მქონდა

ჰოდა მერე კი ჩავეკვეხე ჩემს ერთ ძველ, ორსულობამდელ შარვალში, ოღონდ მხოლოდ ზმეიკა შევიკარი.
მეოთხე კვირას, ანუ 1 თვის თავზე უკვე კარგად მქონდა ეგ შარვალი, ახლაც ის მაცვია.
ანუ ეტაპობრივად ხდებოდა დაკლება.
იცი? ორსულობის დროს მძიმდები რაღაცნაირად, სივდები, რადგან ორგანიზმში ბევრი წყალია, და სწორედ ამას აქვს წონა. მშობიარობის შემდეგ მიდის ამ წყლის გამოდევნა ნელ-ნელა და წონაც შესაბამისად კლებულობს. ჩემი თითები მხოლოდ ეხლა დაუბრუნდა პირვანდელ ფორმას, აქამდე გასიებული მქონდა, ფეხების შესიება უფრო ადრე ჩაცხრა.