ვაიმე, ასეთ რაღაცეებს რომ ვკითხულობ, ჩემი ძიძა ოქრი და ბრილიანტი მგონია (ნუ არის კიდეც, ალბათ).
კარგად ვეწყობით ერთმანეთს, თავისი ხუშტურები კი ყველას აქვს

ჩემს მეზობლად ცხოვრობს, ჩვენთან არის 9-დან 7-მდე. შაბათსაც.
მეხმარება ყველაფერში, სახლის საქმიდან დაწყებულია, საჭმლით და უთოობით დამთავრებული.
უტა გამოყავს სკოლიდან (გახანგრძლივებულშია და 6-ის ნახ.-ზე ამთავრებს) და ჩემს მოსვლამდე რასაც ასწრებენ (თუ გახანგრძლივებულში ვერ მოასწრო) ამეცადინებს კიდეც.
მანამდე მარიტა ჰყავს სახლში.
ვუხდი 250 ლარს, ახლა გინდათ გამლანძღეთ და გინდათ გამთათხეთ

, ასე გვაწყობს ორივეს.
რომ შემეძლოს, უფრო მეტსაც გადავუხდიდი, უბრალოდ ყოველთვიურად მაქვს უამრავი ხარჯი და ყველაფერს ვეღარ ავუდივარ.
თუმცა რას გიხსნით, ვისაც გინდათ გაიკვირვეთ და ვისაც იგივე სიტუაცია გაქვთ, დამეთანხმეთ

ორივე ძალიან ვუწყობთ ერთმანეთს ხელს.
არის არაჩვეულებრივი ძიძა და ჩემი ბავშვების ჭკუის, ოჯახის წევრი(ვითა)ა

საღამოს რომ მოვდივარ, ბავშები მეხვეწებიან, მანანა ბებოსთან გაგვიშვიო

ყველაზე მეტად კი იმაზე ვნერვიულობ, რომ სექტემბრიდან მარიტას მიყვანა რომ დამჭირდება ბაღში, ალბათ ძიძiს გაშვება მომიწევს.
უბრალოდ ერთი გახანგრძლივებულში იქნება და მეორე სკოლაში და როგორ უნდა მოვასწრო ყველაფერი (თუნდაც ბავშვების ჩამორიგება), არ ვიცი.
ჩემ მეუღლეს ადრე უწევს დილით წასვლა

ალბათ მაგისთვის კიდევ მომიწევს ვინმეს აყვანა, ჩემი ძიძა სხვაგან მუშაობას რომ დაიწყებს, ჩვენთვის სადღა ეცლება
ხო და ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ თავიდანვე შევუთანხმდი რა მინდოდა, უკვე 6 წელი გახდება აპრილში რაც ჩვენთანაა და უსიამოვნება გაკეთება-არგაკეთების თაობაზე, არ მოგვსვლია.
პირველი ძიძა კარგი იყო, მაგრამ უტას ხელა შვილიშვილი ჰყავდა და სულ სახლში გარბოდა, დილის 6-ზე დგებოდა ბავშვის გასასეირნებლად და მალევე იღლებოდა, მერე საბერძნეთში წავიდა და ასე გამოვემშვიდობეთ. კაი ქალი იყო მართლა.
მეორეც კარგი იყო, უბრალოდ დროებში ვერ ვეწყობოდით, მე ადრე მიწევდა სამსახურიდან გამოსვლა.
მესამე ძიძა ნამდვილი, უკაცრავად და, შერეკილი იყო (არ ვიტყუები), 1 თვეში დავემშვიდობეთ ერთმანეთს, სარეცხის |ჩამოსახსნელად სახლში გარბოდა, აივანზე დამრჩა, წვიმას აპირებს და სარეცხი დამისველდებაო

და მანანა კი აგერ თითქმის 6 წელია შეგვეზარდა

თავიდანვე უნდა იცოდეს ძიძამ რას მოითხოვენ მისგან. თუ უნდა დარჩება და თუ არ უნდა წავა.
მერე პრეტენზიაც არც ერთ მხარეს აღარ ექნება
This post has been edited by upwave on 2 Mar 2012, 00:23