მოკლედ, დღეს ძალიან ხანგრძლივი, ძალიან ემოციური და, საბოლოო ჯამში, ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა.
დილით წავედი მრჩეველში. შარდის და სისხლის საერთო ანალიზი ავიღე. სისხლის ანალიზი კარგი მაქვს, პრინციპში ყველაფერი თავის ადგილზე, აი შარდმა კი ხანგრძლივი ბალახ-ბულახის სმა წყალში ჩამიყარა და მოლოდინი გამიცრუა.
შარდში მაქვს მომატებული:
სისხლი/ჰემოგლობინი - 24 (ნორმა 0)
ლეიკოციტები - 75 (ნორმა 0)
ნიტრატები დადებითი (ნორმა - უარყოფითი)
ამღვრეული

არადა, დღეიდან უკვე აღარც ბალახი მაქვს (მეორე კურსის დოზაც ჩავამთავრე გუშინ) და საერთოდ, ყველა წამლის დალევა, რაც კი დანიშნული მქონდა გუშინ დავამთავრე. ჩემი ექიმი საზღვარგარეთ არის და სამშაბათამდე ვერ ვნახავ.
წავედი ლიკასთან (ჩემი ექოსკოპისტი თოდუაში) და გავიკეთე ექოსკოპია. ბავშვი რომ ვნახე სულ ყველაფერი გადამავიწყდა.. ხვანცალებდა, მამამისივით ჯიუტია და პროფილი ცოცხალი თავით აღარ გვაჩვენა სურათის გადაღება რომ მოგვინდა... მგონი ალასანიას პოლიტიკური მხარდამჭერია

სურათში თითქოს ცერა თითი აქვს აშვერილი (დედა ნახე მამა ნახე გამოვიდა რა) და რაც მთავარია, მათითაშვილის ნამიოკი ამიხდა და ბიჭია

ლიკას ვკითხე, მეთქი რამდენი პროცენტით ბიჭია, რომ მერე არ გავბანძდე ჩემებთანო და დამანახა იმხელააააა "შლანგი"

რომ მეც ვეღარ შევიტანე ეჭვი

ერთადერთი "ნო" ექოსკოპიაზე მითხრა, რომ რაღაც ოდნავ გაგანიერებული მეჩვენება პლაცენტაშიო... ნუ, ნორმის ფარგლებს არ სცილდება, საშიში არანაირად არ არის, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ კუაგულოგრამაო.. სამშაბათს მრჩეველში ავიღებ მაგ ანალიზსაც (ლაბორატორიებს სხვებს ოფიციალურად აღარ ვენდობი).
თირკმელებზე ოდნავ შეგუბებული მეჩვენება და იქნებ გადაამოწმოო. საბოლოოდ წავედი ჯან.სახლში, სადაც, რატომღაც, გურგენიძემ დამითვალიერა თირკმელები. აბსოლუტურად ყველაფერი იდეალურად არის ექოს მიხედვითო, შენ არ იდარდო, ექიმის ჩამოსვლამდე არაფერი გეტკინებაო და ის დაგიწერს მერე რამე დანიშნულებასო. ნაყოფიც კარგად ჩამოყალიბებულია უკვე და ანტიბიოტიკის მიღებაც შეგიძლიაო...
რავი, კარგად დამაწყნარეს ლიკამ და გურგენიძემ. იმედი მაქვს, ეს ლეიკოციტები ისე არ გამიფრინდება ამ ხუთ დღეში (სამშაბათამდე) რომ ფეხები გამაფშეკინოს...
მერე ხასიათზე და ჯანზე მოსული წავედი კიდობანში ხორცის საკეპი მანქანა მინდოდა, თუმცა, ყველაფერი ვიყიდე მაგის გარდა

ვიყიდე მათერნითი ძალიან კარგი ჯინსი (სკინი) და, როგორც იქნა, კინსის იუბკა

ასევე მაისური და ფეხსაცმელი

მერე წავედი ლიტ კაფეში, სიამოვნებით ჩავატკბარუნე ბრაუნი და ვანილის ნაყინი

ამ წამს შემოვედი სახლში და ახლა ჩავუჯდები ჩემი ოჯახის ექიმის (ჰაუსი) მეორე სერიას