დავიწყე..
26ში ჩემმა შვილმა შეასრულა სრული 40 კვირა (თან დედას დაუჯერა და აცადა გამოცდების ჩაბარება

)
29ში დილით 8ის ნახევარზე გამეღვიძა და ვიგრძენი კიდეც ტკივილი..ეჭვიც არ შემპარვია რომ იწყებოდა
რატომღაც ავჩქარდი (კიდევ კარგი!

) ალბათ იმიტომ რომ მეორე იყო და ყველა მეუბნებოდა მალე გააჩენო..
სასწრაფოდ აბაზანაში შევედი...
დაახლოებით 7წუთიანი ინტერვალი მქონდა
გადავლების პროცესში ინტერვალი 3მდე შემცირდა
8საათზე გამოვედი და დათო გავაღვიძე, წავედითქო,ნახევრად მძინარე წამოხტა,ხან რას მიედო,ხან რას
უკვე ძალიან მალ-მალე მტკიოდა,მაგრამ გაგიკვირდებათ და ასატანად
უცებ ჩავიცვი გავემზადეთ და 9ის ნახევრისთვის მივედით ჯან. სახლში
ეზოში დაცვა იდგა,არც შემიხედავს ზედ,პირდაპირ მივდივარ
"ვინ გნებავთო"
"ვაჩენ!"-ისეთი სახით ვუთხარი ეტყობა,საწყალმა გამასწრო და მორიგეს დაუძახა
მორიგე ექიმი იყო ნინო, უცებ გამსინჯა და ფერი შეეცვალა თავი ცოტა მაღლაა, რაც შეგიძლია ისუნთქეო.
ვკითხე რამდენზე ვარ გახსნილითქო,არ მიპასუხა..კითხვა გავუმეორე და საკმაოდო
ლიფტით ამიყვანეს მეორე სართულზე..იქ გავიგე ექთანს ეუბნებოდა სასწრაფოდ ამირანს დაურეკეთ სრული გახსნააო.
სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ უკვე ჭინთვები მეწყებოდა ..ვგრძნობდი
სასწრაფოდ ჩამიდგეს კათეტერი და ბლოკში გადამიყვანეს
იქ თან მომამზადეს, წნევა გამიზომეს,თან ისტორია შეავსეს (ზოგადად, და მერე სრულად როცა გავაჩინე)
სანამ ამირანი მოვიდოდა არ გაიჭინთოო,ბავშვი ნელ-ნელა ჩამოვიდა. 10 წუთში ამირანი მოვიდა წ*****ი დამაღვრევინა
ეხლა გაიჭინთეო,მაგრამ აღარ მეჭინთებოდა
და უცებ რომ მომიარა ერთ გაჭინთვაში გავაჩინე და ნუცის ტირილიც გავიგე
ყველანაირი ტკივილი გაქრა და დარჩა მხოლოდ პატარა არსება რომლისთვისაც 9თვე ამდენ რამეს უძლებ.
პირველი იქნება,მეორე თუ მეცხრე ის რაღაც ახალია და შენია,რომლისთვისაც თავს გაწირავ.
ისე მარტივად და წრაფად მოხდა ყველაფერი სულ დეტალებში მახსოვს (მარიკოზე გათიშული მქონდა გონება)
გაჩენის მერე ამირანი ნახევარი საათი კიდევ იქ იყო...
პლაცენტის გამოძევებაზე, მარკოზე რაღაც 1 ნაკერი მქონია და ნაწიბური გაიხსნაო (არადა მაშინ არც მტკიოდა)
თემაში მკითხეს როგორია ამირანი ფიზიოლოგიურზეო....
მშვიდი,მშვიდი,უმშვიდესი იმდენად რომ შეგრცხვება ისტერიკა მოაწყო
სამშოაბიროს,მის პირობებს,ყურადღებას,პერსონალს და სხვა ნიუანსებს რაც შეეხება შესაბამის თემაში დავწერ, ოღონდ როცა მაცდიან

იქ უფრო მეტი მაქვს საწერი.
ყველას თამამად გისურვებთ ჩემნაირ მშობიარობას
This post has been edited by Take_Off on 5 Jul 2011, 15:56