რა გითხრათ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი, რადგან მშობიარობა არ გამომიცდია, საკეისრო გავიკეთე, თუმცა ამ საოცარ არსებებს, შვილებს რომ დავინახავთ ხოლმე, ეს მართლაც საიცრება და სასწაულია...
27 ივნისს დავგეგმე საკეისრო (ჩემთვის და ბავშვისთვის კარგი დღე იყო ასტროლოგის რჩევით, არ ჩამქოლოთ ახლა, მე მჯერა ასეთი რამეების და გაამართლა კიდეც

), მოვემზადე და წავედით მთელი ამალით (მეუღლე, მამა, ნათლული 4 თვის მშობლებითურთ და 4 კეთილისმსურველი მეზობელი

, მოკლედ სამშობიაროს ეზოში მაგარი ამბავი იყო

) თუმცა კიდევ არ მეგონა, თუ მზად ვიყავი ამისთვის და მართლა დედა უნდა გავმხდარიყავი...
10 საათზე მივედი ემბრიოში, ჩამიტარეს წინასაკეისრო ანალიზები და ეხო (3 ჯერ რომ ქონდა ბავშვს ჭიპლარი მოხვეული, მითხრეს ახლა 2 ჯერ აქვსო), გამიკეთეს ოყნა

(არც ისეთი ცუდი პროცედურაა გოგოებო, ძალიან რომ გეშინიათ

) და გამიყვანეს წინასამშობიარო პალატაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2 სასწრაფო ოპერაცია დაიგეგმა, რადგან ერთ ბავშვს ქონდა პრობლემა და მეორე ქალს, რომელსაც სამწუხაროდ ამოაჭრეს საშვილოსნო, რამაც ჩემზე ძალიან ცუდათ იმოქმედა, ისედაც ამდენი ლოდინი და მართლა ცუდ განწყობაზე დავდექი. ბოლობოლო 4 საათზე მომიწია რიგმა და გამიყვანეს, ანესთეზიოლოგი ზაზა ექიმი ძალიან მამხნევებდა, მეხუმრებოდა და მეუბნებოდა, შენთან ვარ და ოდნავ თუ თავს ცუდათ იგრძნობ, მაშინვე მანიშნეო. მეტად მომეცა იმედი და გავხალისდი კიდეც, სოფო და ეკა ექიმები კი საერთოდ ისე თბილად მელაპარაკებოდნენ, რომ შიში ოდნავადაც არ მიგრძვნია. დაიწყო ოპერაცია, მხოლოდ ერთხელ მქონდა ღებინების შEგრძნება, მაგრამ გადავრჩით მეც და ექიმებიც

, წამებში გამიარა. მესმოდა ყველაფერი, რასაც საუბრობდნენ, ჩემი ძველი ნაოპერაციებიც დაიწუნეს(აპენდიციტის საზიზღარი ნაკერი მადევს). და მოულოდნელად მესმის ექიმის ხმა, საწყალი ბავშვი, კიდევ დიდი გაზრდილაო და ჩემი პატარა კიარადა, დიდი სიცოცხლე კაცის ტირილი (თურმე 2ჯერ კიარა, 4 ჯერ ქონია ჭიპლარი მოხვეული და აქედან 2 საკმაოდ მჭიდროდ), უცებ ვერ დავიჯერე, დავინახე საოცრად გათეთრებული ბავშვის სახე და აკანკალებული ნიკაპი, რომელიც საწყალობლად ტიროდა, მეც ცრემლი მომადგა თვალზე, უცებ გულზე დამიწვინეს და გაყუჩდა, მაგრამ სანამ აზრზე მოვედი და შევიგრძენი ჩემი პაწაწინა არსება, ისევ წამართვეს და გააქანეს გასასინჯ-გასასუფთავებლად. აი აქედან უკვე ბუნდოვნად მახსოვს, როგორ გამკერეს და გადამიყვანეს პალატაში, რადგან სულ იმაზე მეფიქრებოდა, როდის მომიყვანდნენ თომას და მეტყოდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა.
ასე დაიბადა ციცქნა ვაჟკაცი, 2.400 კგ, 47 სმ, გამათბო, გამახარა და დამაიმედა.
ყველას გისურვებთ უსაზღვრო ბედნიერებას, შვილების დაბადებაზე და კარგად ყოფნაზე დიდი სასწაული ამ ქვეყნად არაფერია, თითოეულ თქვენთაგანს, ვისაც ამის სურვილი გაქვთ, გამოგეცადოთ ეს დიდი სასწაული.