მოკლედ, ჩვეულებრივად დავორსულდი და დავდიოდი კონსულტაციაში სადაც იღებდნენ მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზს. მზომავდნენ სიმაღლში და მწონიდნენ.
სულ ეს იყო მაშინდელი ორსულის მოვლა

რის კისრის ნაოჭის ექოსოპია, რა ბავშვის წონა და ნაკვთები.. რის ვირუსებზე გამოკვლევა, მსგავსი ფუფუნება 91 წელს საქართველოში არ გვქონდა. 7 თვის ასაკზე ახლობელი ანესთეზიოლოგის რეკომენდაციით მივედი მეანის გასაცნობად. მაშნდელი კობის ქუჩის მე-3 (ახლ აწმ ანას და იოაკიმეს) სამშობიაროში . დამხვდა იმ დროისთვის არც ისე ცნობილი მეანი , რომელიც თავიდან სასტიკად არ მომეწონა, ეს უხეში კაცი ვინ არის თქო მაგრამ სხვა გზა არ იყო. დამაძალეს. (კიდევ კარგი)
აი ნახავ რა მაგარიაო....
მივაწოდე ამ კაცს ჩემი ანალიზების პასუხი სადაც ყველაფერი იდეალური მეწერა.
შემხედა ამ კაცმა და მოისროლა ეს ფურცელი გვერდზე. ამ ფურცელზე აშკარად არასწორი რაღAცეები წერიაო . მანახე ერთი შენი მენჯიო გაზომა და მესამე ხარისხის ვიწრო. გამაქანა ჰემოგლობინზე და 52
თურმე კონსულტაციის იდიოკა (მაპატიეთ ეს სიტყვა აუცილებლად უნდ ავიხმარო) ექიმი მიწერდა ტყუილებს რომ მაშინდელი ''გეგმით'' კარგი მონაცემებიანი ორსული გადაეცა სამშობიაროსთვის. (მე რა ვიცოდი გამოუცდელი ვიყავი)
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ მეანმა კი სასწრაფოდ დამაწვინა ერთი კვირით და მარჭვეს ნემსები ჰემოგლობინის ასაწევად, ამიწიეს კიდეც მაგრამ მაინც თავისი ქნა მანამდელმა მდგომარეობამ და 8 თვეზე მოულოდნელად დამეწყო მშობიარობა.
არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემმა მეანმა გამომიცხადა, თუ მენდობი ფიზიოლოგიურად გამშობიარებო
შედგა კონსილიუმი ყველა იყო წინააღმდეგი მხოლოდ მე და ჩემი მეანი ვიყავით ფიზიოლოგიურის მომხრე. ახლა რომ მკითხოთ რატომ დავთანხმდი არ ვიცი...
მოკლედ დღის ოთხ საათზე დამტოვეს სამშობიაროში 2 თითზე გახსნილი და დაიწყო ლოდინი. მთელი სამშობიაროს კოლექტივი დარჩა იმ დღეს რომ ენახათ ჩემი მშობიარობა. ეს იყო პირველი შემთხვევა ასეთი მენჯით მშობიარობის. ჩაჩავადანაც ამოვიდა ხალხი . მათ შორის ერთი მაშინ ყველაზე რეიტინგული და ცნობილი მეანი. რომელიც მთელი საღამო იჯდა იქ და იმეორებდა ორ სიტყვას ''ვერ გააჩენს!''
12 საათისთვის დამეწყო ძLიერი ტკივილი, როგორ გავუძელი ახლაც მიკვირს. სადღაც პირველზე შემიყვანეს ბლოკში და დაიწყო.... ბლოკში მესწრებოდა უარმავი ადამიანი ალბათ 10 ზე მეტი . ყველა თავის რჩEვებს მახვევდა თავს. მე ვიცოდი რომ მხოლოდ გიას უნდა მოვუსმინო და ეს ხალხი ძალიან მაღიზიანებდა და მიშლიდა ხელს. ყველა ნერვიულობდა, ჩაპანიკებული სახეები. ის ჩემი ნაცნობი ანესთეზიოლოგი რომელმაც იქ მიმიყვანა ისე ღელავდა რომ ვენაში წვეთოვანი ვერ დამიდგა, ხელები უკანკანლებდა. ეს ჩაჩავას მეანი კი პერიოდულად მომიახლოვდებოდა დამხედავდა სახეზე და '''ვერ გააჩეენს!'' ( გარდაცვლილია ახლა ის კაცი თორემ დავწერდი ერთ ორ ტკბილ სიტყვას მის ''ადამიანობაზე''

)
ვიღAც მეტიჩარა ექთანი მედგა თAვთან და გაუთავებლად თავზე ხელს მისვამდა, თAვისი ჭკუით მეხმარებოდა მაგრამ სინამდვილეში ძალიან მაწუხებდა.
ყველაზე საშინელი იყო ის ჩაჩავას კაცი რომელიც იქ მხოლოდ იმისთვის მობრძანდა რომ გიას ფიასკო ენახა .
დაიწყო ჭინთვა . ბავშვი თავს ატრიალებდა და კეფით მოდიოდა რის გამოც გიამ რამდენჯერმე შეაჩერა და არ გამოუშვა. შეაბრუნა უკან . მენჯები ისე მტკიოდა მეგონა მეფშვნება, ბოლოს ისე გავმწადრი რომ უკვე აღარავის ხმა მესმოდა და ვეღAრავის ვხედავდი, მხოლოდ გიას ხმა ისმოდა ''ისუნთქე, ნუ გეშინია, შენ ხომ მაგარი გოგო ხარ. გამოგვივა, ნუ გეშინიაა...
ბოლოს ძალა გამომელია და ვეღარ ვიჭინთებოდი.. რაღAც ჩოჩქოლი ატყდა , დაპანიკებული სახეები..
რაღAც მომენტში გიას სახე დავინახე და ფერი არ ედო. მოვიდა თავთან მომეფერა და '' გეხვეწები ერთიც მოინდომე, არ დამაღალატო.. და ისევ იმ არაადამიანის გამარჯვებული ხმააა ''ვსოოო,, ვერ გააჩნია, ხომ ვთქვიი ''
ტკივილისგან მინდოდ ამეყვირა გიაც მეხვწებოდა იყვირე, ნუ იკავებო, მაგრამ იკ მაცის ჯინაზე თAვს ვიკავებდი.
გიამ ვეღAრ მოუთმინა და უყვირა დატოვეთ ბლოკი თუ შეიძლებაო
ძალიან გავმწარდი და ვიფირქრე სულ რომ გავიხე შუაზე ამ მხეცს არ გავახარებ თქო და '' არ გავიდეს და მიყუროს აბა თქო. მიდი, ერთიც ვცადოთ შემიძLია თქო'' (არა და აღAრ შემეძლო) გადამაწვა მთელი ტანით მუცელზე და ჩემთან ერთად იჭინთებოდა მოვიკრიბე ბოლო ძალა და .........
გაჩნდა ნანუკა 2.600 მთლიანად იასამნისფერი . საშინელ ასაფიქსიაში (იმ ჰემოგლობინის გამო) გაჩნდა მაგრამ სიჩუმეა... არ ვიცი როგორ გავუძელი იმ წამებს თუ წუთებს,, ასე მეგონა საათი გაიწელა. გიას ხმა მესმოდა ''მიდი პატარა,, მიდი იტირე. არ დააღალატო დედიკოოო,, მიდი გენაცვალეეე ''
ვერც ვლოცულობდი, ვერც ვნერვიულობდიი არაფრის თAვი არ მქონდა. ყველა დაფაცურდა მაგრამ არავის ლაპარაკი არ მესმოდა,, ისე მქონდა დაძაბული სმენა რომ ყურებში წუილი მესმოდა
ეს იყო ყველაზე ცუდი წუთი ჩემს ცხოვრებაში და უცებ გავიგე წამოკნავლება და მივხვდი რომ აქამდე არ მიცხოვრია,, უბრალოდ ვარსებობდიი, აი იმ წამოკნავლებით მიეცა ჩემს ცხოვრებას მთავარი აზრი.
მერე გია მომვარდა მკოცნიდა, მეფერებოდა. ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა . ის საზარელი კაცი ჯერ ბავშვთან მივიდა დახედა და ცინიკური ხმით თქვა ''ვერ გამოძვრება ესს'
მერე მე მომიახლოვდა დამხედა '' ცუდად ხარ ხოო?'' მკიტხა
''გადასარვად ვარ და რომ არა შენ ვერც გავაჩენდი თქო''
გაუკვირდა მე რააააო?
''ის რომ შენნაირ ნაგავს არ გავახარებდი სულ რომ მოვმკვდარიყავი ამ მაგიდაზე თქო''
შეცბუნებული სახით გატრიალდა და გავიდა.
მეტი დეტალებით თAვს არ შეგაწყენთ, უბრალოდ ამ თემაში კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეანს, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის. საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ვინაიდან აღარ არის რეკლამად არ ჩამეთველბა მისი სახელის აქ დაწერა
გია ჯავახიშვილი. უკარგესი ადამიანი. ნამდვილი ექიმი . ექიმი რომელის ანგარიშზეც უამრავი გადარჩენილი ქალი და ბავშვია და არც ერთი წარუმატებელი მშობიარობა ან ოპერაცია.
მასზე იმდენი გასაოცარი ისტორიის მოყოლა შეიძLება რომ ცალკე თემა ვერ დაიტევს......
ეს კადრი საქართველოს ჰიმნის კლიპიდან არის. მაგრამ მხოლოდ კლიპისთვის არ მოქცეულა ასე.
ალბათ უყვე ყველაფერი გასაგებია იმ ექიმის შესახებ რომელიც მშობიარობას ამ კადრით ამთავრებს.
მიმაგრებული სურათი