ესე იგი ვიწყებ
27-ში მთელი საღამოს წავედი გაგუაში. მორიგე ექიმმა (ჭანტურიამ გამსინჯა) და 2 თითია გახსნა, ვტოვებთო (8 სთ იყო). გაგუა მყავდა აყვანილი, მითხრეს დავურეკავთ და მოვა, ჯერ ადრეა, თან დიდად თუ არ გტკივაო. გამოვიცვალე, გამაფორმეს, ამწონეს, წნევა გამიზომეს და პალატაში წამიყვანეს. ცოტა ხანს კი და ნახევარ სთ-ში აღარ მტკიოდა არაფერი )))) ერთადერთი ის მტკივნეული შეკუმშვა მიგრძელდებოდა...მოკლედ გავიდა 1 სთ და არაფერი საერთოდ))) ექიმმა და ექთნებმა გაუშვი შენები სახლში და დაიძინეო, ძალები მოიკრიბე, შეიძლება დილამდე არაფერი იყოსო და მერე დაღლილი იქნბიო. ჩემები რათქმაუნდა არ წავიდნენ, მაგრამ ვერც მე დავიძინე..რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ მუცლის შეკუმშვა მაფხიზლებდა..მერე მომშივდა (2სთ-ზე მქონდა ნაჭამი ბოლოს)

ჩემებს დავურეკე შოკოლადი მომიტანეთ თქო და ერთი დიდი შოკოლადი გავანადგურე ))) უკვე დაახლოებით პირველი სთ იყო. ნუ მოკლედ დრო გადიოდა, ყრუდ მტკიოდა და არ მემატებოდა ტკივილი (სახლიდან რო წამოვედი უფრო მტკიოდა). ერთადერთი მიგრძელდებოდა მუცლის შეკუმშვა, ეგ რო არა დავიძინებდი მაინც. 6 სთ-კენ მოიყვანეს გოგო სასწრაფოთ, ატყდა ამბავი, გაიგვიძა მთელმა პერსონალმა, ურეკავდნენ გაგუას. გაგუა მოვარდა მაქსიმუმ 15 წუთში, მაგრამ ამ გოგოს სასწრაფო ოპერაცია უკვე გაუკეთა ჭანთურიამ.
დაახლოებით ნახევარ საათში მითხრა ჭანტურიამ წამოდი დათო გაგსინჯავსო, მე და კიდევ ერთი გოგო შეგვიყვანეს. გამსინჯა გაგუამ, 2,5 თითიაო და ბუშტი გამიხეთქა. წყლები დავღვარე და დამეწყო ტკივილი, მეორე გოგოსაც ზუსტად ეგრე, გახნაც ჩემსავით ქონდა. გადამიყვანეს ბლოკში პალატაში, შემოვიყვანე ჩემი მული, ის უნდა დასწრებოდა მშობიარობას. თავიდან ვიწექი, ისევ წყლებს ვღვრიდი და ტკივილი მემატებოდა. ვდგებოდი, ცოტას დავდიოდი, მერე ისე მომემატა ტკივილი, მიჭირდა სიარული. ანესთეზიოლოგი შემოვიდა ხო არ გინდა გაუტკივარება უკვეო (წინასწარ ვუთხარი, რო ვაპირებდი). ჯერ ცოტა ხანს არა, ვნახავ უახლოესს 20 წუთში როგორ ვიქნები თქო. გაგუა იყო შემოსული, გამსინჯა და 3,5 თითიაო. ბებია ქალები და ექთნები შემოდიოდნენ დრო გამოშვებით ბავშვის გულისცემას აკონტროლებდნენ. მაგრამ მალე სიარული ვეღარ გავაგრძელე, დავწექი და მივხვდი, რომ ტკივილი ისე მომემატა, რომ თავს ვეღარ ვიკავებდი და ყვირილს ვიწყებდი (არ მინდოდა მეყვირა, თავიდანვე ვამბობდი არ ვიყვირებ მეთქი) და ჩემს მულს ვთხოვე დაუძახე, გამიკეთონ გაუტკივარება თქო. დაიწყეს გაკეთება, უმტკივნეულოა სრულიად, მაგრამ თავი დახრლი რო მქონდა სანამ მიკეთებდნენ რაღაც მივხვდი, რომ ხმები შორიდან მესმიდს და ვაიმე აღარ მესმის თქვენი ხმა მეთქი და თავი აწიე თავბრუ დაგესხა ალბათო. ავწიე და მართლაც ეგრე ვიყავი, თან გულის რევის შეგრძნწბა მქონდა, წნევა გამიზომეს, მოჯლედ წნევა დამივარდა და ძლიერი ტკივილებიც დამეწყო. დამიდგეს ფიზიოლოგიური წნება რო აეწიათ, მიზომავდნენ, მაგრამ ისევ ისე მქონდა, ზალიან დაბალიც არ იყო, 90 რაღაცაზე, მაგრამ მაინც არაა კარგი და თან მე ვგრძნობდი თავს ცუდად

მოლედ მაგ დროიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა...
გამაყუჩებელმა ნახევარი საათით თითქოს ცოტა შემიმცირა ტკივილები, მაგრამ სუსტად ვიყავი ძალიან და ეგ ტკივილიც მიჭირდა, ნახევარ საათში ტკივილი გახდა აუტანელი და ისევ ყვირილი დავიწყე. ანესთეზიოლოგი მეუბნებიდა ნუთუ არ დაგიბუჟდა ფეხებიო? არა მეთქი და საშინლად მტკივა თქო. დამიმატა კიდე, ფეხები და წელი დამიბუჟდა (ანუ ხელის შეხებით ვხვდებოდი), მაგრამ სადაც მტკიოდა, წინ მუცლის ქვემოთ არც დამიბუჟდა და ტკივილი მემატებოდა.
გაგუამ შემოიხედა ჩემს ყვირილზე და რა ხდება აღარ იცინიო? სულ პირველად რო გამსინჯა მოვკვდი სიცილით)))) რა მაცინებდა ვერ აგიხნსით, ნერვიული სიცილი იყო)))) არა, ვეღარ ვიცინი, ძალიან მტკივა თქო. ხო, მაგრამ ხო იცი რისთვისაც ხარ აქო, თან გაუტკივარებაც გაქვს გაკეთებულიო. ხო, მაგრამ არ მიყუჩებს თქო. გაგსინჯავ მალეო. მოკლედ ბოლო 1 სთ ძალიან გამიჭირდა, ვყვიროდი კიდეც, ჩემი მულიც გავაგიჯე, ის თურმე იმაძე ნერვიულობდა წნევა რო დამივარდა და ყოველ წუთას მეკითხებოდა როგორ ხარ ისევ გერევა გულიო? და ეძახდა ექთანს და ანესთეზიოლოგს წნევა რო გაეზომათ. მოკლედ ანესთეზიოლოგი ისევ რო შემოვიდა და დაინახა როგორ მტკიოდა, აი ეტყობა ძალიან მეტყობიდა საშინლად რო ვიყავი და დავუმატებ კიდე ერთსო. ჩემმა მულმა მერე ჭინთვებზე არ მოდუნდეს მთლადო და იმან ნუ გეშინიათ არაო. ამ დროს მე ვყვიროდი რამე მიშველეთ, გამიყუჩეთ და გავიჭინთები თქო. მოკლედ დამიმატეს დოზა, მაგრამ არც არაფერი, ყველაზე არაადამიანური ტკივილი მაშინ დამეწყო და მადენმა გაუტკივარებამ არ გამიყუჩა!!! ანესთეზიოლოგი გაკვირვებული მიყურებდა და თან ეტყობოდა, რომ ძალიან შეწუხდა, მაგრამ ფაქტიურად ვერ მეხმარებოდა. რაც მთავარია ფეხიც, წელიც მუცლის ქვემოთ რაღაც ნაწილიც დაბუჟებული მქონდა და ის ნაწილი, სადაც თავიდანვე მტკიოდა არა, თითს რო დავიდებდი ყველაფერს ვგრძნობდი. შემოვიდა გაგუა, გამსინჯა (ანესთეზიოლოგი მეკითხებოდა ეხლა გასინჯვას გრძნობო, ძაან მსუბუქად, ფაქტიურად არა თქო, ანუ იქაც კი მქონდა დაბუჯებული, მაგრამ სადაც უნდა დაბუჟებულიყო მაინდამაინც იქ "ტკივილის ეპიცენტრში" არა), გაგახარებ სრული გახსნააო და მალე იმშობიარებო. მალე შემოვიდა ბებიაქალი, ამიხსნა როგორ უნდა გამეჭინთა და მითრა ტკივილი როგორც კი წამოგივლის გაიჭინთეო და დავიწყე. ჭინთვაზე რო გადამქონდა ის საშინელი ტკივილი ჩემთვის ბევრად უფრო ადვილი იყო. შემოვიდა გაგუაც, და ჭინთვებს მიკონტროლებდა. ძირითადად მაქებდა, როცა 3-დან ბოლო გაჭინთვა არ გამომდიოდა მთლად ისეთი კარგი მე თითონ ვეუბნებოდი ეხლა არ გამომივიდა თქო და შენ თითონ ხვდები ესე იგი კარგადო

ჭინთვების დროს არ მიყვრია. მალე მითხრა აი ბავშვის თავიცო და მაგ დროს კიდევ უფრო მოვინდომე და მალევე გაჩნდა ჩემი ელიზაბეტი

უცებ ტკივილი რო მომეხსნა და ბავშვის ტირილი გავიგე დავიწყე ისევ სიცილი

გაგუამ აი ისევ დაიწყოო

შეხვიეს რაღაც ნაჭერში ჩემი პატარა და გულზე დამიწვინეს 2 სთ გყავდესო

გაგუამ ყოჩაგ ჩახევებიც არ გაქვსო, ერთი პატარა ნახეთქი კი გაქვსო. ანესთეზიამ მაგაში კი დამეხმარა, რომ გაკერვა ვერ ვიგძენი. გაჩნდა ელიზაბეთი დაახლოებით 11.10-11.15-ზე, სამწუხაროდ საათს არ შევხედე, მაგრამ გაგუას სიტყვები მახსოვს 10 წთ-ია თუ 15-იო? დაიბადა 3600 კგ, 51 სმ. ველოდებოდი წონას დაახლოებით 3200-3300ს, გამიკვირდა ამხელა რო იყო. ვადა 38 კვირა და 4 დღე.
გაუტკივარებას ნაწილობრივ მაინც რომ ემოქმედა იმ საშინელ ტკივილზე და ის 1 სთ ცოტა რომ შემსუბუქებულიყო, ვიტყოდი, რომ მშვენივრად ვიმშობიარე თქო. მაგრამ იმ 1-მა საათმა გამანადგურა.
დეტალურად დავწერე, რადგან მე როცა ვკითხულობდი ყოველთვის მაინტერესებდა დეტალები პირველად რო ვმშობიარობდი და არ ვიცოდი რა როგორ ხდებოდა