რომ არ დავწერო არ შემიძლია
მართალია მე არ მიმშობიარია მაგამ გუშინ დავესწარი ახლობლის მშობიარობას და ესეც ხომ შედის ამ თემაში
უნდა მოგიყვეთ ჩემი გაოგნების შესახებ.
მოკლედ, მშობიარობა ერთ ერთ სამშობიაროში.
8 თვის ორსულს დაეწყო მშობიარობა, წყალი დაღვარა და საღAმოს მიიყვანეს იმ სამშობიაროში სადაც არ გეგმავდა (სადაც გეგმავდა იქ პათოლოგიის განყოფილება არ ჰქონიათ)
მოკლედ მიიყვანეს საღამოს, გასდის წყალი საკმაოდ ბლომად. მორიგე ბრიგადამ თქვა, დავაწვინოთ დავტოვოთ ამაღAმ დავაკვირდებით და დილით ვნახოთო .
ამაზე უკვე შევშფოთდი რას ქვია დავაკვირდებით წყალი გადის, რომ დაიცალოს ღამე თქო მაგრამ შენ რა იციო მითხრეს და მეც გავჩუმდი , ვიფიქრე რომ არ ვარ ამაში კომპეტენტური და რახან ექიმები ამბობენ ალბათ ასეა საჭირო.
გათენდა ველოდებით ეხოსკოპისტს რომელიც ჯერ არ მოსულა, გავიდა საათი, ორი , სამი, ბევრი.....
ექოსკოპისტი კი მოვიდა მაგრამ არ სცალია
წყალი გადის, ორსული ერთ თითზე გაიხსნა და თანაც ბავშვი ბოლო ექოს მიხედვით გარდიგარდმო მდებარეობით იყო
ანუ ექო სასწრაფოა რომ ინახოს რამდენი წყალი დარჩა + რა პოზაშია ბავშვი რომ გადაწყდეს დამაჩქარებელია საჭირო, საკეისრო თუ რა?...
ექოსკოპისტს ისევ ველოდებით......
ამასობაში დედამ იგრძნო მუცელში მკვეთრი მოძრაობა თითქოს ბავშVი თAვით დაბლა ჩატრიალდა. ამან იმედი მოგვცა მაგრამ ექოსკოპისტი ისევ არ ჩანს.
ნაშუადღEვს მოიცალა , გაკეთდა ექო და პოზა მშვენიერი აღმოჩნდა. წყალი არის საკმარისი , ანუ გადაწყდა, ველოდებით ფიზიოლოგიურად. ყელიც უკვე 2 თითზეა.
მაგრამ ჯერ შუადღეა და ამ 2 თითზე ორსულს უკვე საკმაოდ გაუსაძLისი აქვს ტკივილი. ითხოვს გაუტკივარებას და ექიმები პასუხობენ '' ოოფ რად გინდა კაცოო, არ გინდაა, რა გიჭირს გაუძელი , ასე სჯობს''
ყელი ნელა იხსნება, გახდა 4.5.და სადღაც 6 საათისთვის გაიხსნა 4 თითამდე, ტკივილი ისეთია რომ გოგოს თვალები ცვივა და ყვირის.
ამ მომენტს დედამ (რომელიც ესწრებოდა ვეღAრ გაუძლო და გადავწყვიტე შემეცვალა)
და აი აქ დაიწყო ჩემი შოკი.
შევდივარ ჩვეულებრივ პალატაში, ძალიან ურემონტო, ძალიან ჭუჭყიანი, დახუთული სუნით. სადაც დგას გაურკვეველი ფორმის სავარძელ-საწოლი ზედ წევს ეს ჩემი ახობელი გოგო მოკლე პერანგით წელს ქვემოთ შიშველი პირდაპირ იმ დერმატინის ზედაპირზე. არანაირი ზეწარი ქვეშ, არანაირი ერთჯერადი საგები. საჯდომის ქვეშ ამოდებული აქვს საზარელი ფერის რაღაც ზეწარი თუ ყოფილი ზეწარი ( ვერ გავარჩიე) სუულ სველი .
გვერდიტ უზის ვიღაც ქალი რომლის ხელიც ამას უჭირავს და ტკივა.
ამას ყველაფერს დერეფნიდან ვხედავ იმიტომ რომ კარი მთLიანად ღიაა. დერეფანში კი ვიღAც მამები დაბოდიალობენ უხალათოდ რა თქმა უნდა.
კართან რომ მივედი ვიკითხე ხალათი და ბახილები სად არის და ხელები სად დავიბანო თქო.
მოკვდნენ სიცილით რაის ხალათი , შემო კაცოო არ გინდაო
მშობიარეს დედამ წაიძრო თAვისი ხალათი (ერთჯერადი თხელი საოცრება რომელიც მრავალჯერ განარეცხი იყო) მომახურეს და შემიშვეს.
პირველი შოკი ეს იყო მაგრამ თურმე ჯერ სად ვარ

მივუჯექი ახლა ამ ჩემს მშობიარეს გვერდით და ვგულშემატკივრობ, ვამშVიდებ, ვამხნევებ და მგონია რომ წუთი წუთზე შემოცვივდება ბრიგადა დაავლებენ ხელს და გაიყვანენ ბლოკში . თან მიკვირს რატომ გდია ასე ჩახდილი და საცოდავი.
თურმე ესაა ბლოკი. აქ უნდა გააჩინოს. მიმოვიხედე გარშემო არც ინსტრუმენტების მაგიდა, არც რაიმე სხვა მსგავსი რაც ბლოკში მინახავს არ არის. არის ეს რაღაც რაზეც მშობიარე წევს. ორი სამი სკამი და ერთი ცარიელი მაგიდა.
იქვე დაგორავს დიიიდი ბურთი.
ნუ ისევ ვიფიქრე რომ რაღAც მე ვერ ვაზროვნებ და რამე მეშლება.
გადის საკმაოდ ბევრი დრო უვლის ამ გოგოს ტკივილები, იკლაკნება იჭინთება , კაციშვილი არაა, გავიხედე დერეფანში ექიმის ჭაჭანება არ არის. ვიღAც გამვლელ ექიმს ვუთხარი სად არიან თქო და იქითო , შორს გაიშVირა ხელი და გაქრა.
არა და ამასაც ვერ ვტოვებ. პირველი მშობიარობაა, პანიკაშია, ხელს არ მიშVებს.
რაღA უნდ ამექნა მოვიკრიბე მთელი გონება და დავიწყე გახსენება 19 წლის წინ როგორ ვიმშობიარე, როდის უნდა ისუნთქოს ღრმად, რომ გვერდზე უდა დაწვეს, რომ ტკივილის დროს არ უნდა დაიძაბოს და ა.შ.
ვეუბნები ამ ყველაფერს, ესეც ასრულებს. თან ამ რაღAც ძონძით ვწმენდ დასვრილ ფეხებს, თან ვპირდები რომ ცოტაც და ყველაფერი მორჩება. ეს ყველაფერი გრძელდება სადღაც 9 საათამდე
შემოიხედა ვიღაც ქალმა ,
-აბაა რას შვებიო?
ეს ეუბნება მეჭინთება უკვეო
- ოოფ არაა გოგო ეგ ჭინთვა ჯერო რო გაგსინჯეს 4 თითი იყოო
- როდის გასინჯეთ თქო ვკითხე და
-რამდენიმე საათის წინო
გენაცვალე შკარად ჭინთვა ეწყება და დაუძახე ექიმს მეთქი.
ააა ეწყებაოოო? ზუსტად იციოო?
კი მეთქი
კარგი მაშინო
და წავიდა.
ვუყურებ საათს და წუთში ერთხელ აქვს უკვე ტკივილი . ვეღAრ უძლებს შუალედებში გულისწასვლამდე დუნდება
შემოვა ვიღAც უცხო ქალი, ''აააბა როგორაა საქმე '' მკითხავს. ოოოო კარგიააა და გადის
ბოლოს ვხედავ რომ აშკარა ჭინთვაა მუცელმა ფორმა იცვალა. გადმოვაბრუნე ზურგზე ეს გოგო . და როგორც იქნა ' მობრძანდა ბებია ქალი.
ჯერ არაა არაფერიო , თუმცა არა, უიიი თავი ჩანს აგერო
ჩამოჯდა იქვე შორიახლოს და ეჭორავება ექთანს. პერიოდულად ეუბნება, ჰე მიდი შვილო ახლა შენზეა დამოკიდებული, გაიჭინთE და გააჩინეო
მე გამწარებული თAვთან ვადგავარ და ვკარნახობ,
''დიდი დოზით უნდ ადაიგროვო ჰაერი, ყელში კი არა მუცელში მიაწვე და ა.შ.
(აქ ყველა ნამშობიარები ხართ და იცით ექიმი რას გკარნახობთ და რა არის ამ დდროს გასაკეთEბელი.
ხოდა ვკარნახობ რაც შემიძLია, )
უცებ ბებია ქალი ეუბნება, იცი რაა. ფეხებს რაზეც აყრდნობ ეგ გაფუჭებულია შეიძლება უცებ ჩამოვარდეს და ხმაურმა გული გაგვიხეთქოს, ამიტომ აიღე ეს შენი ფეხები ხელში და დაიჭირე შენ თვითონო
ფეხი კი არა თვალს ვერ ახელს გოგო ისეა დაღლილი.
არიქა ვეცი ახლა ერთ მუხლს მე, მეორეზე იქნებ დაეხმაროთ თქო (ცოტა ტონით ვუთხარი) და იკადრა ექთანმა
ვიჭინთEბით ერთAდ.
ბებიამ თქვა, უუფ არა ესე არ გამოგვდის,
მოდი ეხლა ფეხზე ადექიო ასე იქნებ სჯობდესო, ჩვენთAნ გენაცვალე პოზების არჩEვანია აბა რააა ჩVენ ეგეთი კლინიკა ვართო
წამოაგდეს ფეხზე, ძLივს დგას. მოეხმარე დაიჭირეო მე მთAვაზობენ. არ ეკარება არც ერთი.
აწვალეს ასე და უუფ არა არც ეს ვარგაო
მოდი სკამს მოგიტანტ და იმაზე სცადეო
მოიტანეს რაგაც სპეც სკამი . ანუ ჩვეულებრივი ოთხკუთხედი ტუმბო შუაში ამოჭრილით დასვეს ახლა ამაზე
გოგო ქანაობს უკვე ისე უჭირს და ეუბნებიან მიდი გაიჭინთე და თან უკან გადაიხარეო
ტუმბოს არც სახელური აქვს არაფერი
უკან არ გადავარდეს თქო
და ხოო მართალი ხარო. მოდი შენი სკამიანად უკან მიუჯექი რომ მოგეყუდოსო
მივუჯექი უკნიდან შEმოვხვიე ამ გოგოს ხელები რომ ''სავარძლის'' ეფექტი შემექმნა და ახლა ასე ვიჭინთეთ ერთAდ.
აშკარად უჭირს.
ბებია ნაწყენი ტონით ეუბნება , არ იჭინთები სწორად შVილო და რა გიყოოო, ასე არ გამოვა
გოგომ წყალი მოიტხოვა პირის გასასველებლად. მიაწოდეს და ოღონდ არ დალიოო თორემ რომ გართულდე, სისხლდენა რომ დაგეწყოს, დასაძინებელი რომ გახდე ან საოპერაციო ანესთეზია წყალდანალევზე არ შეიძLებაო
(ექიმი ხომ ჭკვიანია მშობიარეს ამას რომ ეუბნება?)
ბოლოს ვეხვეწე დავაწვინოთ ისე უფრო უკეთ შEძლებს ძალა აღარ აქვს ტქო
ნუ კაი დამთანხმდნენ დააწვინეს,
არა გენაცვალე აქ სტიმულაციაა საჭირო სანამ ბავშVის გულისცემა შEიცვალაო ვერ აჩენსო გამოაცხადეს
ისე სეეშინდა ამ საწყალს რომ ბოლო ძალა მოიკრიბა და გაიჭინთა, გამოვიდა თAვი და აი ამ მომენტში შემოვიდა ვიღAც სრულიად უცხო ქალი რომელიც თვალად არ მინახავს მთელი საღამო . მივიდა მოკიდა ბავშVს ხელი, და ოოო ოოო. მიდი , მიდიი, ყოოოოჩაღ, არ გამიჩერო არა , მიიიდიიიი. ვსოოოო
და დაიბადა.
ეს ქალი აღმოჩნდა მეანი

(Aხლა კი ვიცინი და იქ წარმომიდგინეთ დახოცვა მინდოდა ამ ყველა ქალის)
შემოვიდა გოგოს დედაც და ექთანს ეუბნება რამე მომაწოდეთ ოფლი მოვწმინდო სახეზეო
და პასუხი
- უფ რა გვაქვს, თAვისი თმით მოწმინდე რა უჭირსო
ხო გამომრჩა. უკვე დაწყებულ ჭინთვაზე სანიტარმა ხრიგინით შემოაგორა დიდი მაგიდა რომელზეც ელაგა ინსტრუმენტები, ასე პირდაპირ, არც გადაფარებული, არც სტერილიზატორში ჩადებული. პირდაპირ სუფრის დანაჩანგალივით . მთელი დერეფანი გამოატარა და შემოახრიგინა (კიდევ კარგი არ დასჭირდა) მერე ასევე გაახრიგინა უკან და შეიტანა სხვაგან სადღაც ასევე ვიღAც მშობიარობდა.
+ რომ წამოვედით რაღაცეების მისატანად (აბა იქაურ თეთღეულში მტერი ჩაწვა) გზად მესიჯი დაგვაწია ნიმესილი წამომიღეთ მტკივა და აქ არ აქვთო
აი ასე ''ვამშობიარე' გუშინ ჩემი ახლობელი და ვარ შოკში .
ჩემი ნება რომ იყოს იმ სამშობიაროს მთელ მედკოლექტივს დავიჭერდი
სამშობიაროს შეგნებულად არ დავასახელებ. მაგრამ ძალიან გთხოვთ სანამ გააჩენთ გოგოებო
ყველა დეტალურად გაეცანით სამშობიაროს პირობებს რომ ასეთი რამ არ მოხდეს.
თან ჩვენ იქ ნაცნობები გვყავდა და ეს რაც მოვყევი კიდევ ყურადღება და პატივისცემად ითვლებოდა