გამარჯობათ ჩემო კარგებო
შევეცდები ჩემი მოგონებები დავწერო,რაღაც თითქოს არ ვიყავი მზად
მოკლედ ეხოს მიხედვით და ასევე მენზით 7 სექტემბერს ველოდებოდი,მაგრამ ასევევ ჩემი ექიმის თქმით ნაყოფმა ბოლო თვეში საგრძნობლად გაუსწრო ვადას და 23 აგვისტოდან მოლოდინში ვიყავით,ჩემი მეუღლეც ავიყოლიე"საწყალი",თურმე რას ელოდები რა დროსია,7 სექტემბერიც მიილია და ექიმმა ყოველ დღე უნდა იარო სამშობიაროში რომ რაიმე არ გამოგვეპაროსო,თუ რამე და მე გამომიძახებენო და ასე დავდიოდი ამ დღიდან მოყოლებული,მანამდე თითქოს ტკივილებიც მქონდა რაღაც შეგრძნებებიც,ეს ყველაფერი სადღაც გაქრა,აღარანაირი სიმპტომი არ მქონდა იმისა რომ უნდა მემშობიარა,არადა ნაყოფი დიდი იყო და ძალიან არ მინდოდა დაცდა,ძაან ვეცადე მაგრამ საკეისროზე უარი მითხრეს,დამაჩქარებელი უნდა გაეკეთებინათ,მაგრამ ამაზეც თავი შეიკავეს,ექიმმა რომელმაც გამსინჯა არ უნდაო ადვილად იმშობიარებს და დამაჩქარებლით იწვალებსო,რა თქმა უნდა ყოველდღე მსინჯავდნენ,გახსნა საერთოდ არ იყო,არადა რო არც მტკიოდა,რამოდენიმე ასეთი ვიზიტის შემდეგ ყელი 2 თითზე გამეხსნა,ვიფიქრე მეშველა რა ბედნიერებაათქო,ფორუმზეც შემოვედი და დავპოსტე,მაგრამ ამჯერადაც გამიცრუვდა იმედები,არ დამტოვეს,ერთი დღეც მოვიცადოთო,ერთმა ექიმმა გამსინჯა იმ დღეს და ყელს გაგიხსნი ცოტათი მივეხმარები და ხვალ შუდღემდე იმშობიარებო,არც კი გამიგია ისე გამიხსნა ყელი და ისევ დაიმედებული წამოვედი რომ მეორე დღეს უნდა გამეჩინა,შუადღეც მოვიდა,მაგრამ ჩემი ბიჭი კვლავ არაფერს არ აპირებდა,იმ დილას აღარ მივსულვარ რადგან შუადღე მითხრეს ვიფიქრე ბარემ მაინც ვაჩენ და როცა დამეწყება მერეც საკმარისიათქო,საღამომდე ვიცადე ძალიან დიდი იმედი მქონდა,თან უაზროდ დაღლილი ვიყავი,უძილო ღამეებით და ამ მოლოდინით,საღამოს ისევ მიმიყვანეს უკვე იმ განწყობით რომ რაც არ უნდა მომხდარიყო უნდა დავეტოვებინე ჩემებს და დამაჩქარებელი უნდა გაეკეთებინათ,სამორიგეოში რომ დამინახეს რატომ დილას არ მოხვედიო და თითიც კი არ დამაკარეს,"ყოველ დილას უნდა მევლო რათა ბავშვის გულისცემა მოესმინათ"მხოლოდ ბავშვის გულიცემას მოუსმინეს და არაფრის დიდებით არ დამტოვეს,ეს არ აპირებს დღეს მშობიარობასო,ისე მიშვებდნენ ხოლმე თითქოს აღარ უნდა გამეჩინა,ძალიან გავბრაზდი

,რომ წამოვედი ღმერთს ვეხვეწებოდი ოღონდ ეს ერთი დღეც მაცადე ამათ მორიგეობაში ნუ მომიწევსთო,ძალიან არ მინდოდა იმათ ხელში აღმოვჩენილიყავი,14 სექტემბერიც მიიწურა,სახლში იმ განწყობით დავბრუნდი რომ დღესაც გადავაგორებ და ერთი დღეც მოვითმენ რადგან მეორე დღეს მაინც უნდა გაეკეთებინათ დამაჩქარებელი მეტი მოცდა აღარ შეიძლებოდა,ჩემ მეუღლეს მიეძინა,აქეთ მე და იქეთ მისი სამსახური და თან ამდენი ვიზიტებითაც საშინლად ვიყავით გადაღლილები,მე კი კომპს მიუჯექი და ფორუმზე შემოვიხედე,მალევე დავწექი,ძალიან მიჭირდა მოძრაობა დაწოლილი ხომ საერთოდ და ერთი რომ გადავტრიალდი ვითომ კარგად მოვკლალათდეთქო რაღაც ვიგრძენი არ ვიცი ეს რა იყო,რაღაც მოხდა,იმდენად მტკივეული იყო ყვირილი აღმომხდა და ჩემი მეუღლე შეშინებული წამოხტა,თან შუქი აანთეთქო ამას ვიძახდი თითქოს შუქი მიშველიდა

საკმაო ხანს გაგრძელდა ეს ტკივილი თუ მე მომეჩვენა ვერ გეტყვით,რომ მიმიყუჩდა გულში ვიცოდი რომ ის რასაც ამდენ ხანს ველოდი დაიწყო,ძალიან ავნერვიულდი და ტირილი დავიწყე,შემეშინდა და თან ძალიან,დაახლოებით ვიცოდი წინ რა მელოდებოდა,ნუ მეუღლემ რომ მკითხა წავიდეთო,იხტიბარი არ გავიტეხე და მოიცა დაველოდები გამეორებასთქო,ერთი თვე ინტერვალებს ვინიშნავდი და ახლაც დავინიშნავთქო,რას დაინიშნავ თურმე,ადექი და წადი ვის ელოდები,გამეორებაც მალევე დაიწყო, იყო საშინელება ვეღარ გავსწორდი ისეთი ტკივილი ახლდა,ჩემი ხმა ალბათ მთელ ქალაქს ესმოდა,ნუ მაშინ ასე მეგონა

,ჩავიცვით მე პირადად ძლივს და წავედით,ღამის 3 საათი იყო რომ მივედით ნუ რა თქნა უნდა ისევ ის ექიმები დამხვდნენ და რომ დამინახეს ხმაც კი აღარ ამოუღიათ ისე ვიკლაკნებოდი

,ხო დამავიწყდა წყლებს ვღვრიდი გზა და გზა,გამსინჯეს და 3 თითზე ვიყავი გახსნილი,რა თქმა უნდა გამამზადეს,კლიზმა და ასე შემდეგ და გამაფორმეს,ამ დროს მოვასწარი და taboos დაუმესიჯე,მერე კი ჩამომართვეს მობილური, წამიყვანეს წინა სამშობიაროში,ტკივილები მაქვს ვერ ვსწორდები,ნუ მეგონა რომ ეს იყო ტკივილები,საათი არ მახსოვს რომელი იყო გამხადეს ჩამაცვეს თავიანთი პერანგი და დამაწვინეს,რაღაც აპარატზე შემაერთეს რომელიც ტკივილის სიხშირეს გადმოსცემდა და ასევე უამრავი წამალი გადამისხეს დამაჩქარებლები,მივლიდა საკმაოდ იშვითად,მაგრამ რა მივლიდა ვიხსნებოდი ძვლებში ასე მეგონა და დღემდე ესეთი შეგრძნება დამიტოვა რომ ესეც იყო,საათს ვუყურებდი წარამარა და შემომსვლელს იმედის თვალებით რომ აი ეხლა გავიგონებ დაიწყოო ან ეხლა,მაგრამ არა და არ იწყებოდა,მსინჯავდნენ ყოველ 20 წუთში,ვიწექი და შიშით ველოდი მორიგ ტკივილს,7 საათისკენ გამსინჯა ჩემმა ექიმმა და რომ ვკითხე მალე იქნებათქო მიპასუხა 8-კენ გააჩენო,ვაიმე ვიფიქრე ცოტაც და გავაფრენმეთქი,კედლის მხარეს ვიწექი და მუშტს კედელზე ვურტყავდი ვითომ ამით ტკივლი
მიყუჩდებოდა

,ალბათ ყურადღება გადამქონდა და მეგონა არ მეტკინებოდა

,მამაო ჩვენო წავიკითხე და ვინატრე ჩემი ქმარი შემოეშვათ,მაგრამ სხვა მშობიარეებიც იყვნენ და არ დაგვრთეს ნება,მიტევდა და მიტევდა სულ უფრო ხშირად და ვეხვეწებოდი ექთნებს რომ ვინმე ყოფილიყო ახლოს უკვე იმის შიში მქონდა ვაითუ ჭინთვები დამეწყოს და ვერ მომისწრონთქო,"ეხლა რომ მახსენდება მასე მალე რომ ვაჩენდეთ რაღა გვიჭირს"

,მტკიოდა ძალიან რაღაც აუტანლად,არ ვიცი ამაზე მეტად რა უნდა გეტკინოს ადამიანს,რაღაც საშინელი ხმით ვყვიროდი მახსოვს,ასეთი ხმა ცხოვრებაში არ მქონია მივხდვი რომ იწყებოდა და ექიმს დავუძახე,მაგრამ იმასაც კარგად მივხვდი რომ ტკივილები აღარ მქონდა და მხოლოდ ჭინთვები იყო,გაიხაროს იმ ადამიანმა ექთანი იყო თუ ბებიაქალი არ ვიცი მასწავლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი,არადა ორსულობის ბოლოს სულ იმას ვფიქრობდი ისე რომ ვერ გავაკეთო და ვერ გავიჭინთოთქო ბავშვს რამე არ მოვწიოთქო მეშინოდა ძალიან,დაუძახა ექიმს და გამსინჯეს,რატომღაც ვიფიქრე ვერ მოვასწრებ სკამზე რომ გაადამიყვანონთო და ლოგინში მეგონა გავაჩენდი,მაგრამ მშვენივრად მოვასწარით,ფაჩუჩები ამომაცვეს და ასე გადამიყვანეს,გზაში თუ დაგეწყო ჭინთვაო არ გაიჭინთოო,ვაიმე ვიფიქრე ბავშვი არ მივჭყლიტოთქო და სულ ცუნცულით მივედი სკამამდე,ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერ გადმოგცემთ,იმიტომ რომ მუცელი აღარ მტკიოდა საერთოდ,ასევე ავცუნცულდი სკამზე და მითხრეს რომ გეტყვიოთ მერე გაიჭინთეო,ძალიან მეხმარებდოა ეს ქალი,ექიმიც კარგი მყავდა,ძალიან კარგად მამშობიარა,ზუსტად 3 ჯერ გავიჭინთე,არ მიყვირია ხმა არ ამომიღია,ამ 3 გაჭინთვაში 9 ჯერ მოვასწარი კიდევ,ჩაჭრა დამჭირდა ნუ თავიდანვე ჩამჭრა,რადგან 4 და 380 გარმი იყო ჩემი ღორმუცელა,ალბათ 5 წუთიც არ დამჭირვებია 8-ს რომ აკლდა 15 წუთი ჩემი ცხოვრებაც მოევლინა ამ ქვეყანას,იტირა იმწუთას,იყო რაღაცა ძალიან მრგვალი ლურჯი და რატომღაც რიჟა თმები ქონდა,არ დამაწვინეს გულზე რაზეც ძალიან დამწყდა გული,არ მიტირია ვერ ვიტირე არადა მეტირებოდა,მაგრამ თვალები ისეთი ამომშრალი მქონდა რომ ცრემლი დაშრაო თითქოსო,გავჩუმდი საერთოდ ხმას ვეღარ ვიღებდი და ვუყურებდი გაშტერებული,მინდოდა ისეთი როგორიც გაჩნდა მუდამ მხსომებოდა,მომიყვანეს მერე რომ გაახვიეს და ლოყაზე ვაკოცე,თბილი იყო რბილი და სუნი ქონდა უტკბილესი,მერე კი მალევე გაიყვანეს და ასევე მეც გადმომიყვანეს ბლოკიდან,გათენებული იყო და მედ პერსონალიც მოსულიყო უკვე,მაგრამ მე ვერავის და ვერაფერს ვერ ვამჩნევდი რაღაც საოცარი განცდა დამეუფლა გულში ვფიქრობდი უკვე 2 შვილი მყავს ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოსთქო დავფრინავდი მეგონა.
ვიტყვი სიმართლეს და იმ განწყობით გამოვედი სამშობიაროდან რომ ვთქვი კიდევაც ისევ ის რომ მქონდეს გადასატანითქო რაც რომ გადავიტანეთქო დღესვე მოვკვდებითქო,მაგრამ დღეს ისევ ვფიქრობ იქნებ ღმერთმა პატარა გოგონაც მაჩუქოს
თუ თავი მოგაწყინეთ მაპატიეთ
This post has been edited by tikako6 on 2 Nov 2010, 04:50