მთელი ორსულობის განმავლობაში ერთი სული მქონდა ამ თემაში როდის დავწერდი ჩემ მოგონებებს.ტუღუშის ექოს მიხედვით მიწევდა 17 ნოემბერს და მათითაშვილის მიხედვით 23 ნოემბერს.ჩემმა გოგომ არც ერთს აწყენინა და არც მეორეს და 20ში,დილის 7ზე გამაღვიძა ყრუ ტკივილმა,გავედი საჭირო ოთახში და ნუ დაველოდებითქო.იქნებ ეს არ არისთქო

დავინიშნე დროც და ნუ მოკლედ 12დე გავწელე ეს ყველაფერი

თან ლოგინში,ავდექი,მოვწესრიგდი,და აქეთ მე ვაწყნარებდი ჩემ ქმარს ნუ გეშინიათქო.გასვლამდე,ყვითელი ყვავილიც დავლიე,შოკოლადიც ვჭამე და კიდე ძაან სასაცილო იყო კვერცხის ნახარშის დალევა ასწალეს დედას,სანამ სამშობიაროში წავაო,ეგეც კი დავლიე. მივედით გაგუაში,გამსინჯეს და 2.5 ხარო,მოწესრიგდიო

თითით გასინჯვა არაფერი ყოფილა ისეთი,შეიძლება ითქვას არც არაფერი.. იყო დღის 2 საათი.ვთხოვე რომ ბიცოლაჩემი ყოფილიყო ჩემთან ბოლომდე და კაიო.წყლებო იქ დამაღვრევინეს.1საათში 3 თითზე ვიყავი და უკვე გაუტკივარება გავიკეთოთქო,მოვითმინე კიდე და გამიკეთეს,სულ არ იყო მტკივნეული..ვგრძნობდი ტკივილებს ოღონდ ისეთს არა რომ ვერ გამეძლო.3ჯერ დავამატებინე და ბოლოში მითხრეს აღარ გინდა,ასე ჭინთვები გვიან დაგეწყებაო..ასე 7:10ზე დამეწყო უკვე მაგარი ტკივილები,გაგუამ სრული გახსნააო,მასწავლა სუნთქვები და ასე ვითმენდი ტკივილებს 7:40დე,თავი გამოდისო,აჩვენეს ბიცოლაჩემს,გავიყვანოთ ბლოკშიო,მოკიდეთ ხელიო,მეთქი ჩემით წავალ

და არაოო.. რო ავდექიი და გავიარეეე,მეთქი ბავშვის თავი გამოდის და ავუჩქარეე. 6 გაჭინთვაში გამოძვრა პატარა ნიაკოო..მე ჭინთვების დროს თვალები მქონდა დახუჭული და რომ ვიგძენი ბავშვის გამოძვრომა 1 თვალი გავახილე,არ ვიცი რატომ და ისევ დავხუჭე,თან მაინტერესებდა,მომყოლზე ვიკითხე ეგ რა არისთქო და უი ეგ არის რაც არისო

დამაწვინეს გულზე და ისეთი თბილი იყოოო.. გულში ვთქვი:მადლობააა!ხმამაღლა რატო არ ვთქვი არ ვიციი..ძაან კაი ბებია ქალი იყო ისე

რუსუდანიი..1 საათი ვიწექი ბლოკში და მერე ვთხოვე ბავშვი კარგად მაჩვენეთქო და ვნახე,ცოტათი მომეწონაა. გამიყვანეს,შუშიდან აჩვენეს ჩვენი თავი ყველას,მე როგორც სიზმარში ისე ვიყავიიი..გაღიმებულიიი..პირობებზე არ დავწერ იმიტომ რომ დიდათ კმაყოფილი არ ვარ,ბლოკიდან პალატაში რომ შემიყვანეს ბავშვი დამიტოვეს დილამდე,არც შემოიხედა არავინ,კიდევ კაი გამვლელ გოგოს ვუთხარი ექიმს დაუძახეთქო,იმიტო რო მწყუროდა და გული მიმდიოდა,მოვიდა ექიმი და წყალი მინდა ძალიანთქო და წყლის გამო მე დამიძახეო??ირმა ერქვა.. ვერ ვდგები 2 საატის წინ ვიმშობიარე და თან გული მიმდისთქო,ხოდა მოტვინა მერე რომ არ უნდა ეთქვა.2 ღამე ბავშვი ჩემთან იყო,კიდევ კაი ბუინა ბავშვი არ იყო და მაძინებდა,კი მინდოდა ჩემთან რომ ყოფილიყო მაგრამ დაღლილი ვიყავი მაინც თან იქ რავი უხეშად ექცევიანთქო..

მოკლედ თუ ვინმსეს რამე გაინტერესებთ მოგწერთ

კიდევ კაი რთული ორსულობა და მობიარობა არ მქონდა თორე ახლა ასე იოლად არ დავწერდი ამ ყველაფერს

მიუხედავაD იმისა რომ მეშინოდა ყოველთვის მშობიარობისმ6 თვემდე მინდოდა საკეისრო მაგრამ მერე უცებ გადამიატრიალდა ყველაფერი თავში და არც ვნანობ.მადლობა ღმერთს რომ მყავს ასთი საყვარელი არსება