გოგობო დილიდან ვკითხულობ ამ თემას და ვტირი. გამახსენდა ჩემი მშობიარობაც. ძალიან ადვილად გავაჩინე მაგრამ ემოციურად იყო მძიმედ ჩემთვის...
14დეკემბერს ველოდებოდი ჩემი ექიმის გათვილით.
4 დეკემბრის ღამეს გამეღვიძა 5საათი იქნებოდა რაღაცა მტკიოდა, ვერ ვგძნობდი რა იყო იქ, სადღაც, შიგნით ყრუდ, წელი იყო მუცელი იყო ვერ ვხვდებოდი. გადავბრუნდი მეორე გვერძე და ძილი განვაგრძე. 1 საათში ისევ გამეღვიძა, ისევ ესე უნიშვნელოდ მტკიოდა. ავდექი აღარ დამეძინა განა იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა, უბრალოდ ვეღარ დავძინე, აივანზე გავედი, დავჯექი და ვფიქრობდი... ისევ ტკივილი ვიგრძენი უმნიშვნელო.. ქმარს ეძინა აღარ გავაღვიძე, 8ზე სამუშაოზე უნდა წასულიყო და შემეცოდა, თურმე რა სამუშაოზე...
7საათი იქნებოდა გაიღვიძა და გამომაკითხა აივანზე, მე ვუთხარი მოდი უცებ ჩავიცმევ სამუშაოზე რომ წახვალ გამიყოლე ექიმთან რაღაცა მაწუხებს მემგონი მშობიარობა მეწყებამეთქი, მეჩხუბა ნუ პანიკიორობ რა დროს შენი მშობიარობა თან არაფერი არ გეყობა ტკივილისო ესე კამათკამათში როგორც იქნა წავაყვანინე თავი ჩემს ექიმთან. ცოტა მომემატა ტკივილი 8საათისთვის, მაგარმ ისეთი ყურადღებასაც არ ვაქცევდი.
კაცი რომელიც მთელი 9თვის განმავლობაში, თითქმის ყოველ 2 -3 კვირაში მსინჯავდა და მას უნდა ვემშობიარებინე, ზუსტად იმ დილას მიფრინავდა ათენში გადაუდებელ საქმეზე. მოკლეთ მივასწარი ამ ჩემ ექიმს, რომ დამინახა ელდა ეცა აქ რა გინდა დღესო? (დამავიწყდა მეთქვა კვიპროსში ახალი ჩასული ვიყავი, ნუ 1 წელიც არ იყო ჯერ გასული და ენის გაგებაში არ ვარ, უფრო სწორედ მეგონა რომ რაღაცეები ვიცოდი თურმე არ მცოდნია თარჯიმანი ჩემი ქმარია) მეჩქარებაო, სწრაფად გამსინჯა და ჩემ ქმარს რაღაც უთხრა. რათქმაუნდა ვერ გავიგე, ამას ფერი ეცვალა, ექიმმა დაიწყო ტელეფონით რეკვა. ქმარს ვეკითხები შეშინებული რა ხდება? და მოკლედ მპასუხობს საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთ (კერძო კლინიკაში ვარ) მშობიარობა გწყებაო... და რამდენი კითხვის დასმა მინდოდა რატომ საავადმყოფოში? აქ რატომ არა? ეს რატო რეკავს გამუდმებით? იქ ვინ უნდა მამშობიაროს? მაგრამ სად იყო კითხვების დასმის დრო. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩემა ექიმმა გამომიჩხრიკა ვიღაც თავის მეგობარი, ვისთანაც უნდა მემშობიარა, გვითხრა რომ 3 საათში გავაჩენდი და გამომიშვა სახლში, ჩაალაგე ნივთები და წადით საავადმყოფოში ჩემი მეგობარი გელოდებათო.
გული დამწყდა და ვინერვიულე ძლიან. ტირილ-ტირილით წამოვედი სახლში რაღას ვიზავდი... 9ის ნახევარი იქნებოდა სახლში გავამზადე რაღაცეები რაც ვიცოდი რომ დამჭირდებოდა და ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა უფრო იმატებდა ტკივილი და შუალედებიც მცირდებოდა.. ისეთი მენსტრუაციის დროს რომ იცის...
9ზე მივედი საავადმყოფოში. კარებთან ეტლით დამხვდნენ ცოცხალი თვით არ ვჯდებოდი, ჯერ ერთი სულაც არ მიჭირდა სიარული და მეორეც მიტყდებოდა თუ რატო ვერ ვხვდები ეხლა უკვე, მაგრამ არ ვჯდებოდი მაინც ჩამაგდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

იმიტომ რომ წესი ასეთი იყო. მიმაკატავეს პალატამდე, პალატაში ექთანი დამხვდა რაღაც პერანგი მომცა (პერანგი რა წინ იყო და უკან მარტო ერთი თასმა იყო შესაკვრელად ისიც

) ჩავიცვი, „ფლოსტებშიც’’ გამაყოფინა ფეხები და დავჯექი თან მელაპარაკებოდა, მე არაფერი არ მესმის. 5 წუთში გამოჩნდა ვიღაც ახმახი კაცი და ჩემთან მოვიდა, მივხვდი რომ ჩემი ექიმი ეს იყო... გამსინჯა რაღაც უთხრა ექთანს და გავიდა.. ექთანიც გაყვა და დავრჩი მარტო... დედა გამახსენდა და ყველაზე მეტად მომინდა გვერძე მეყოლოდა, გავემხნევებინე, ძალიან მენატრებოდა... თან ტკივილებიც უცებ დამეწყო საშინელი, გარეთ ჩემი ქმარი და მამამთილი მელოდებოდნენ მხოლოდ... ჩემს ქმარს რომ ვუყურებდი, ის ჩეზე უარეს დღეში იყო... პალატაში შემოვიდა და მახსოვს გავაგდე.. მუშტებს ვურტყავდი შენი ბრალიათქო ისიც საწყლად გავიდა...

ექიმი შემოვიდა ხელი ჩამკიდა და წამიყვანა სად მივყავდი არ ვიცოდი მართლა, მითხარა და ვერ გავიგე, უცებ ვიგრძენი რომ მშობიარობა მეწყებოდა უკვე, ექიმს ვანიშნებ საწლად ხელებით თან ვტიროდი, ისიც მიხვდა რაშიც იყო საქმე ნუ მოკლედ, ძვლივს მოვასწარი სამშობიარო სკამია თუ მაგიდაზე ასვლა

აი მაშინ კი ამტკივდა თუ ამტკივდა დამეწყო მშობიარობა, რაღაცეებს მელაპარაკებიან, ერთი ქალი მუცელზე მაწვება მეორე მაჩვენებს, მიხსნის რა უნდა ვქნა, მე რათქმაუნდა არაფერი არ მესის

დამეწყო ჭინთვები და ეხლა მრცხვენია მაგრამ სულ ქართულად ვაგინებდი. რას ვერჩოდი ექიმებს მაგრამ ტკივილისგან მეყვირებოდა...
უცებ ვიგძენი შვება და ბავშვის ტირილის ხმა გავიგე ზუსტად დილის 10 საათზე... მივხვდი რომ ეს იმის ხმა იყო 9 თვე რომ მუცლით დამყავდა

თავი წამოვწიე და დავინახე რაღაცა თეთრი, პატარა და გრძელი შავი თმით. ვუყურებდი როგორ ახვევდნენ და ვერანაირ ტკივილს ვეღარ ვგძნობდი... მერე გულზე დამაწვინეს მარტო სახე და თმა უჩანდა. მახსოვს ცხირზე ვაკოცე თბილი და ნაზი იყო რაღაცნაირი, არვიცი, ამაზე უკეთესი გრძნობა არარსებობს! ცრემლები წამომივიდა და ექიმმა მომწმინდა ღიმილით. გამიყვანეს ჩემს პალატაში გვერძე მეწვა და ვუყურებდი ვიცოდი რომ ჩემი შვილი იყო

მერე ამაცალეს, წაიყვანეს.. მე მეძინებოდა ძალიან. დავიძინე. მთელი დღე მეძინა საღამოთი გამეღვიძა და მთელი ღამე ვეღარ დავიძინე მარტო ვიყავი არავინ არ შემოუშვეს, ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა დილას როგორც იქნა შემომიყვანეს ჩემი ძროხა... სხვანაირი მომეჩვენა გაზრდილი, თვალებს აფახულებდა მერე პალატაში გოგო შემომისახლეს, საკეისრო ქონდა გაკეთებული და საშინლად კვნესოდა იქ რაღა დამარჩენდა უარესად ვხდებოდი მის ხმაზე საშინელება იყო ვეხვეწეთ ექიმს და გამომწერა საღამოთი... ასე სწრაფად და უცნაურად გავაჩინე ისე რომ მშობიარობის ტკივილები ფაქტიურად არ მიგრძვნია...
ზეგ 4 დეკემბერს გახდება 3 წლის გახდება ჩემი ქრისტინე
რამდენი მიწერია ბოდიში თუ შეგაწყინეთ მაგრამ მეც მინდოდა მომეყოლა ჩემი მოგონებები