მგონი მოვიცალე...
მოკლეთ ჩემი 40 კვირა შესრულდა 10 სექტემბერს მაგრამ მშობიარობის სიმპტომები არა და არ ჩანდა, არადა ბოლო ერთი კვირა ისეთი აქტიური მისვლა მოსვლა და ტაშფანდურები მქონდა ვერ აგიღწერთ
გაგუას დარიგებისამებრ სამშობიაროში დაბარებული ვიყავი 14 ში, 13 ში მე და ჩემმა მეჯვარეებმა აღვნიშნეთ ჩემი გაბერილობის ბოლო დღე დარწმუნებულები იმაში რომ მეორე დღეს ჩემი გოგო უკვე ხელში უნდა მჭირებოდა..
მოკლეთ ავიყარეთ გუდა ნაბადი და 14 ში 9 საათზე წავედით გაგუაში, განწყობა მქონდა შესანიშნავი, ჩემებს ვამშვიდებდი ნუ ნერვიულობთ ყველაფერი მაგრად იქნება მეთქი

10 იყო დაწყებული გაგნუამ გამსინჯა და მითხრა ერთ თითზე ხარ გახსნილი, წინა სამშობიარო ბლოკში მოგათავსებენ ეხლა და ცოტა ხანში ყელის დამარბილებლებს გაგიკეთებენო, გამოვედი ოთახიდან ყურებამდე გაღიმებული, მეთქი ვსო მინიმუმ 3-4 საათში გავაჩენ მეთქი (შენც არ მომიკვდე )
არ ვიცი მარტო ჩემი შემთხვევა იყო ესეთი გადაწელილი თუ ყველას ეგრე აქვს... მოკლეთ 10 საათიდან დამეწყო წელის ტკივილები, ჯერ ისეთი მესტრუაციის მოსვლამდე რომ გტკივა, ნუ თავიდან გამეხარდა მეთქი თავისით დამეწყო დამაჩქარებელი არ დამჭირდება თქო, 12 საათისკენ გამიძლიერდა ეს ტკივილები, ოღონდ მთელი ამ ხნის განმავლობაში ტკივილები მოვლითი კი არ იყო შეუჩერებლად მტკიოდა.
ბლოკიდან სასტიკი ხმები შემოდიოდა, შოკში ვვარდებოდა და ჩემთვის გულში ვფიქრობდი, მეთქი მაგ დონემდე როგორ უნდა დავიდე რომ ეგრე გამოვხატო და ავაწიოკო სამშობიარო მეტქი, მარა ჯერ სად ვყოფილვარ...
3 საათიდან უკვე ისეთი ტკივილები მქონდა რომ ხვნეშისგან და კვნესისგან და ვაიმე დედიკოს ძახილისგან თავს ვეგარ ვიკავებდი, ესეთ დღეში რომ დამინახეს როგორც იქნა მოიფიქრეს რომ გავესინჯე, მარა ჰოი საოცრებავ ისევ ერთ თითზე ვიყავი გახსნილი

, ეს რომ გაიგეს რომ ერთ თითზე ვარ გახსნილი ისე შემომხედეს თითქოს ტკივილებს ვიგონებდი...
გახსენებაც აღარ მინდა რა მდგომარეობაში ვიყავი 6 დან 9 საათამდე, 9ზე უკვე დავღვარე წყლები კარგა ბლომად, გამსინჯეს და მოხდა საოცრება 2 თითზე ვიყავი გახსნილი. სასაცილო კიდევ ისაა რომ ჩემთან ერთად კიდევ ერთი გოგო მოვიდა რომელიც 2 თითზე ისე გაიხსნა ვერც მიხვდა, ჯურნალებს ათვალიერებდა და თანაგრძნობის მზერით მიყურებდა, არადა ბლოკში ერთად შეგვიყვანეს.
გაგუამ გასცა ბრძანება ჩემი ბლოკში გადაყვანაზე და ეს რომ გავიგე მეთქი ვსო მეშველაა ერთ საათში გავაჩენ თქო... ისევ და ისევ ლოოლ..., გაგუამ გაგიკეთებ გაუტკივარებს შენ რაღაც განსაკუთრებულად გტკივა გეტყობაო, მარა მეთქი 11 საათი ვითმინე და ერთი ორი საათი რაღაა თქო, გაეღიმა (საყვარლად ), მთელი ამ ხნის განმავლობაში ლუკმა არ მქონდა ჩადებული პირში მაგრამ ორჯერ კი ვაღებინე. ბლოკში გადაყვანამდე კლიზმაც დამარჭეს და ჰაიდა
მარა ეს ტანჯული ერთი საათიც გავიდა მუცელი და წელი ისე მიტევდა გეგონება შუაზე უნდა გავგლეჯილიყავი, დედაჩემმა თავს ნუ იტანჯავ გაიკეთე გაუტკივარებაო... მეც უკვე ისე ვიყავი ვგრძნობდი რომ არაფრის ძალა და თავი აღარ მქონდა, მეთქი გამოუშვით გაუმტკივარება... დამარჭვეს ის უზარმაზარი ნემსი და 5 წუთში თვალებიდან გამოვიხედე დავინახე სად ვიწექი, დავინახე ადამიანები ვინც ზრუნავდნენ ჩემზე, ძალიან მომეწონა ერთი გოგო მარიამი ერქვა გვარი აღარ მახსოვს, კიდევ ბესო ძალიან ყურადღებიანი და სიმპატიური

, სანიტარი ქალი იყო ძალიან საყვარელი. მოკლეთ დავიბადე ხელახლა რა... მარა გაუმტკივარებიდან ერთი ორი საათი დაახლოებით ძაგძაგს ვყავდი ატანილი ვერაფრით ვწყნარდებოდი, მთელი სხეული მიძაგძაგებდა, თუმცა ეს ყვავილები იყო იმ ტკივილებთან შედარებით, დაახლოებით პირველი საათი იყო მუცლის ტკივილი რომ ვიგრძენი რომელიც თანდათან მძაფრდებოდა, შემდგომი ერთი საათის მანძილზე ორჯერ დამიმატეს წამალი, მარა მუცლის მაარცხენა ნაწილში ტკივილებს მაინც ვგრძნობდი, ორის ნახევარი იქნებოდა როცა 4 თითზე გავიხსენი (ალილუია ) მოსაცდელში და ეზოში ჯარი მელოდებოდა , ჩემს გვერდით ჩემი დედიდაშვილი, რაც მაგან გამიძლო მედალი ეკუთვნის, ამ პერიოდში კიდევ ერთხელ ვაღებინე, არ ვიცი საიდან რა ამომდიოდა...
მოკლეთ 3 იყო დაწყებული გაგუამ გასინჯვის დროს თავი რომ დაინახა, და როგორც იქნა გადავედი საოპერაციო ბლოკში, გაგუა მკარნახობდა რა დროს უნდა გავჭინთულიყავი და რა დროს ამომესუნთქა, ისე გულმოდგინედ ვიჭინთებოდი თვალები მიელამდებოდა და მეშინოდა გული არ წამსვლოდა, ბებია ქალი ვინც იყო დიდ სტიმულს მაძლევდა შეძახებებით: ყოჩაღ გოგო, ყოჩაღ გოგო!!!, მარა მე გაგუას ვუყურებდი პირში რომ რასაც მეტყოდა ის გამეკეთებინა უნაკლოდ, როგორც თვითონ მითხრა ეგრეც ვაკეთებდი, შუა ჭინთვებში ვიყავი გაგუს რომ უთხრეს მეორე გოგოსაც დაეწყოო და რა ვქნათო, იმის ქმარი ესწრებოდა მშობიარობას და მაგ პონტში ყოყმანობდნენ შემოყვანას ჩემთან ერთად, მაგრამ მე უკვე ისე ვიყავი სულ ფეხზე მეკიდა ვინ სად შემომხედავდა

, ამას რომ ეთათბირებოდნენ მე ისე განვიცადე გაგუამ რამდენიმე წამით რომ არ მომაქცია ყურადღება ლამის ვუთხარი ''შენ მე მომხედე და იმის ქმარი კი არა ვინც გინდა ის შემოიყვანეთ მეთქი'', მაგრამ ამ დროს ჩემმა გოგომაც არ დააყოვნა და გამობრძანდა, და მეც ამოვისუნთქე

მაშინვე მუცელზე დამიწვინეს და რაღაც გადააფარეს, ისეთი თბილი იყოოო..
მერე გაწმენდილ გახვეული გულზე რომ დამაწვინეს მართლა ყველაფერი სხვა გაქრა და მხოლოდ მისი სახე და ფართოდ გახელილი გეგონება გაკვირვებული თვალები დარჩა
გაგუამ ჩემ თეკლეს ზედმეტ სახელად ნაზიკო შეარქვა

, სანამ პედიატრები სინჯავდნენ ყურებამდე გაღიმებული უყურებდა და თავისთვის იმეორებდა შეხედეთ რა ნაზია ეს ნაზიკო ესაო
პ.ს. ხო მართლა სახლგანთქმული ნანული მთელი ჩემი იქ ყოფნის პერიოდში შვებულებაში იყოოოო
This post has been edited by nin on 27 Sep 2010, 18:08