ისე არ მიკვირს დემეტრეს ძილი რომ უყვარს, მამამისიც და მეც კაი გუდურები ვართ.
უი ის არ მომიყოლია

:
ზოგადად გემრიელად ძილი მიყვარს, მაგრამ სამშობიაროში გადაღლილი რომ ვიყავი, ძილი არ ერქვა იმას, ვითიშებოდი.
ღამე ვცდილობდი ბავშვს ჩემს ოთახში დაეძინა, მეცოდებოდა გარეთ, ვიფიქრე 22 ბავშვია და 2 წუთითაც რომ ვერ მოიცალონ ექთნებმა ცოდოათქო.
ერთხელ ჩემს ოთახში რომ გოგო იყო იმას ვუთხარი ,,მე ვიძინებ, აი ბავშვსაც სძინავს და თუ აყუყუნდა და ეგრევე ვერ გავიგე შემომძახეთქო". კარგიო - მიპასუხა.
მოკლედ, კარგად გემრიელად დავიძინე

დაუწყია დემეტრეს შმუშნვა..
გადასულა ყუყუნზე...
წამოუტირია...
ეს გოგო მეძახის ,,თამ, თამ, თამ გაიღვიძე..."
გადავიდა ბავშვი ბღავილზე... იჭაჭება...
ეს გოგო წინა დღის ნაკეისრალია, ძლივს თავისთვის ძალა დაუტანებია, ამდგარა, მოსულა და მაღვიძებს... შენც არ მომიკვდე!
მერე კარგად შევუნჯღრევივარ, ბავშვი ტირისო.. მე თვალები გამიხელია, შემიხედავს , კარგიო მითქვამს. სანამ ის თავის ლოგინთან მიბობღდა და ჩაწვა მე ძილი შემიბრუნებია (არაფერი არ მახსოვს საერთოდ) .
გოგო შოკში ყოფილა.. მერე ღილაკისთვის ხელი დაუჭერია და ექთნები შემოუყვანია ,,ვერ ვაღვიძებ დედამისს და ბავშვი ცოდოაო"..
როგორღაც გამეღვიძა მერე
ეხლა დემეტრე საჭმელად რომ გადმომყავს ღამე ჩემს საწოლზე შეჭამს თუ არა ეგრევე გადამყავს თავისაში.
მეშინია ზედ ბავშვზე არ დამეძინოს