ოხ რავქნა რომ ასე გულისამაჩუქებლად არ მიტივტივდება ეს მოგონებები.
42 კვირა. მივედი 4 ში. ყველაფერი კარგად არისო, წადი და ხვალ დილიდან დავიწყოთ მომზადებაო. მივჩანჩალდი დილით, მიუხედავად იმისა რომ ვიხვეწე სულ ცოტა 5 საათი უნდა წამალმა რომ იმოქმედოს წადით და მერე მოდით თქო, გულშემატკივართA არმია ვერ მოვიშორე.
მიმართვეს მოსამწიფებელი აბი და წამოვგორდი. სადღAც 2 საათში სოსომ მოგშIვდება ადექი ჩაი დალიე ჯერ კიდე ადრეაო. გავედი და პირველი ყლუპი რომ მოვსვი,რაცხა ვიგრძენი, წამოვდექი და წურწურით გამივიდა წყალი ბოდიშI მომითხოვია.
წავჩლახუნდი და ისევ წამოვგორდი. მაგრამ ზუსტად 5 წუთში სასტიკი ტკივილები დამეწყო. (პერიოდულად ვრეკავ და ვამშვიდებ ქმარს რომელის ნიკაპაცახცახებული მესაუბრება) მსტაკეთ ნემსი თქო მოვითხოვე. გავედი დამსვეს არ გაინძრეო, არადა როგორ არ უნდა გაინძრე მტკივა და ვიგრიხები..
ხოდა ნემსი ნახევრად უკვე გარჭობილი მქონდა ვიგრძენი გონებას ვკარგავდი (წნევა მივარდება ხოლმე ხშირად ვიცი გულის წასვლები). ამოვიკვნესე მოდით ვინმე შემიდექით წინ თორე გადმოვყირავდები მალე თქო. ჩამიხუტა ეთქთანმა, მეორე რაღაცა ს მასუნთქებდა, მესამე ყვიროდა არ გამინძრიოთ დავიღუპებითო

მოკლედ შარი ვარ რა
მოკლდედ გამიყუჩდა მარა რა გამიყუჩდა. ახლობელი პედიატრი მეჯდა და მეჭუკჭუკებოდა ვერც გავიგე როგორ გავიდა დრო. 2 საათზე ცოტა მეტი გავიდა და მგონი ვიჭინთები თქო, ბლაცუნით გავედი ავძვერი, ერთი 15 წუთი და ამის დღნავ დღნავ გავიგე უკვე. გულზე ცხელცხელს რომ გადებენ და ორთქლი ასდის ეგ მიყუარს

2 წუთში თავის წამოწევას ცდილობდა და მლოკავდა ძუძუს ეძებდა უკვე

იმ ღAმეს კვახივით ეგდო და ეძIნა, მეც ჩემდათავად. 3 დღეშI გამომიშვეს. ჭირი იქა ლხინი აქა, ვერ აგიჩუყეთ გულები
ეხლა გადმომეცით პრიზი ყველაზე მოკლე და არაფრისმთქმელი მოგონებებისთვის
This post has been edited by Ctrl on 28 Dec 2010, 20:00