მეც მომინდა ჩემი მოგონებების დაწერა...
მოკლედ რაც ორსულობაში ვინარნარე და გავიხარე უპრობლემო 9 თვით ყველაფერმა ერთად მშობიარობისას გამომიწია .ორსულობისას არც ტოქსიკოზი მქონდა, არც ანალიზებში იყო რაიმე ცუდი, ზღვაზეც ვჭყუმპალაობდი წონაც არ მაწუხებდა , მეცხრე თვეშიც კი მავიწყდებოდა რომ მუცელი მქონდა ისე თავისუფლად ვიყავი

))
DUE DAთE მქონდა 29 ოქტომბერი მაგრამ 29ამ მშვიდობიანად ჩაგვიარა .... 31 ღამით უფრო სწორად 1-ლი რომ თენდებოდა ასე 4 საათისთვის წელის ტკივილმა გამომაღვიძა,ტკივილი საკმაოდ ძლიერი იყო ამიტომ დრო დავინიშნე, მეორედ 15 წუთში მომიარა, მესამედ 10 წუთში ტკივილს ძლივს ვითმენდი....რახან ჩემი პირველი მშობიარობა იყო მეგონა რომ თავიდან დიდი შუალედები უნდა მქონოდა ამიტომ ვიფიქრე ალბათ სხვა ტკივილია ბოლობოლო მეცხრე თვეში მაინც ხომ უნდა შემაწუხო მეთქი რამემ

)) მაგრამ უკვე აუტანელი გახდა ტკივილი ჩემი ქმარი მეხვეწებოდა გაეღვიძე დედა და წავიდეთო. მაგრამ მე რახან დარწმუნებული ვიყავი რომ მინიმუმ 12 საათი უნდა მქონოდა ტკივილები არ ვჩქარობდი,სახლში მერჩივნა... მაგრამ 6ის ნახევარზე 5წუთიანი შუალედები მქონდა უკვე და მეც ვკვნესოდი, ვეღარ ვიტანდი უხმოდ ,ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტეთ წასვლა .... გზაში ტკივილი მაყვირებდა მიმღებში უკვე ვკიოდი და ვიკლაკნებოდი,ისე რომ ვერც სიცხე გამისინჯეს ვერც წნევა ოყნაზე ზედმეტია საუბარი საერთოდ...გასინჯვაც ძლივს მოახერხეს

)) გამსინჯავს ექიმი, ამომხედავს - ნამდვილად პირველია? მე-კი.... ჩამხედააავს ისევ ამომხედავს ნამდვილად 4ზე აგტკივდა? მე-კი ....წყლები როდის დაღვარე? მე-არ დამიღვრია

))) ექიმმა აბა აქ არ არისო .... მოკლედ გაირკვა რომ წყლები ნელნელა გამოსულა შარდთან ერთად.... სამშობიაროში რომ მივედი უკვე 5 თითზე ვიყავი გახსნილი და სასწრაფოდ ამაცუნცულეს ბლოკში ,ტკივილებს შორის თითქმის აღარ მქონდა შუალედები...მტკიოდა უაზროდ, ვხაოდი და ვღრიალებდი საკეისროს ვიხვეწებოდი ...გადავრიე იქ ყველა ისეთ დღეში ვიყავი ,მაგრამ მართლა აუტანლად მტკიოდა ,არაფერი არ მაძლევდა შვებას ,სანიტარკა დამსდევდა მასაჟს გაგიკეთებო , ან წამოწექიო ,კიდევ რაღაც პოზებში დადგომა მირჩია ცოტა რომ მომშვებოდა
მაგრამ საერთოდ ვერაფერი გავაკეთე ... ზევით ქვევით დავრბოდი და ვყვიროდი გაუჩერებლად . ერთ საათში მიყვანიდან სრული გახსნა მქონდა . ჩემი ექიმიც გამოიძახეს ... ხშირად მსინჯავდნენ თითქოს ყველაფერი კარგად იყო ბავშვს თავი უკვე მენჯზე ქონდა მობჯენილი , ჭინთვებიც მალე დამეწყო მაგრამ ბავშვი არ დაიძრა , არ გამოეტია თავი მენჯებში მაგრამ ერთი საათი მაინც მაცდევინეს , ჭინთვებისას უფრო დიდი შუალედი(5წუთი) მქონდა ტკივილებს შორის და დავისვენე ცოტა, ბოლოს რომ გამსინჯა ექიმმა გადახედა ჩემს მამიდაშვილს (ანესთეზიოლოგია) და უთხრა გაემზადეო ... ექიმიც გავიდა ალბათ მოსამზადებლად და მე ისტერიული სიცილი ამიტყდა გავაცნობიერე სიტუაციის ირონია და აი ძალიან ძალიან დამწყდა გული რომ ამდენი წვალების შემდეგ მაინც ოპერაცია მომიწია

არადა ისე გამიჭირდა ბუნებრივად მშობიარობის არჩევა, ძალიან მეშინოდა ... მაგიდაზე ჩემი ფეხით ავედი

ამ დროს დამიარა ტკივილმა და ჭინთვამ ძლივს დამაძინეს, წყლიდან ამოგდებული თევზივით ვიკლაკნებოდი .... 8:30 გაჩნდა კესარია გრძელი თმით და თვალის ირიბი ჭრილით

ნარკოზიდან რომ გამოვდიოდი ბუნდოვნად მახსოვდა ყველაფერი და ვერ მივხვდი სად ვიყავი ...ერთი კი გავიფიქრე თუ ის ყველაფერი სიზმარი იყო დავიღუპეთქო, მერე ჩამეძინა და დაღლილს 24 საათი მეძინა ........
ოპერაცია იოლად გადავიტანე ინტენსიურში გოგოები ღმუოდნენ ტკივილისგან მე კი ერთხელაც არ მომითხოვია გამაყუჩებელი ,შეიძლება იმ ტკივილის შემდეგ ამას ვეღარ ვგრძნობდი

))) მეორე დღეს წამოვფრინდი , არც სიარული მიჭირდა არც ადგომა დაჯდომა ....
ამდენი რამ გადავიტანე მაგრამ ეს ყველაფერი ერთ დღეში დამავიწყა ...ალბათ იფიქრებთ შვილმაო მაგრამ არაფერიც შეგეშალოთ !!!!! პალატის "მეზობელმა" !!!!!.... იმ გოგოს შემხედვარე აღარაფერი მახსოვდა ,ისეთ დღეში ჩამაგდო ,მთელი ხელწერილებით და ჩაწყობებით რამდენიმე დღით ადრე გამოვაშვებინე თავი

ახლა კი მეცინება მაგრამ მეოთხე დღეს მამიდაშვილს დავურეკე ბღავილით თუ გინდა აქედან ცოცხალი გამოვიდე დამიხსენი ამ გოგოსგანმეთქი

))
მოკლედ მყავს ერთი შვილი მაგრამ გამოვცადე მშობიარობაც და საკეისროც !!! და მინდა გითხრათ იმათ ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობთ ან უკვე გადაწყვეტილი გაქვთ საკეისრო , კარგათ დაფიქრდით, ბუნებრივი მშობიარობა გერჩივნოთ, რა თქმა უნდა თუ ყველაფერი წესრიგში გაქვთ !!!! მე ძალიან მეშინოდა ტკივილის და მშობიარობა გაცილებით რთულად გადავიტანე ვიდრე ოპერაცია მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ბუნებრივად გაჩენა ჯობს!!! თან მე ვიწვალე და ვინც ჩვეულებრივად მშობიარობს იმისთვის გაცილებით იოლი იქნება .... გართულებები ერთსაც შეიძლება ქონდეს და მეორესაც ..... ნებისმიერი ტკივილი ასატანია და მალე დაგავიწყდებათ!!!! მაგრამ გაჭრილ მუცელს ვერც პლასტიკური ნაკერი დაუბრუნებს ერთიანობას!!!!კიდევ გეტყვით, მართალია აუტანელი ტკივილები მქონდა ძალიან მცირე შუალედებით , მიხარია რომ მე არ დამიჯერეს და ჩემი მოთხოვნით არ გამიკეთეს საკეისრო თორემ ამ სიმხდალეს ჩემს თავს არ ვაპატიებდი .... გამიხარდება თუ ვინმე მაინც შეიცვლით აზრს და ბუნებრივად გაცენას გადაწყვეტთ!!!!