გადავწყვიტე მეც დავწერო ჩემი მოგონება

9-ში სადღაც დილის 5-ზე გამეღვიძა, ისე რომ აშკარად არც არაფერი მაწუხებდა, არც მტკიოდა ... ავდექი ამ ჩემი 40 კვირის და ცოტა მეტი მუცლით და რაღაცნაირი წინათგრძნობით შევიარე
ერთ მშვენიერ ადგილას

შესვლა და წყლების დაღვრა ერთი იყო...თითქოს ველოდი, არ დავპანიკებულვარ მაინცდამაინც..შევედი, გავაღვიძე ქმარი და ვთხოვე ეყარაულა აბაზანის კარებთან
სანამ შხაპს მივიღებდი (შემეშინდა იქვე არ გავაჩინოთქო, არადა თურმე ჯერ სად ხარ)..ქმარმა, რა თქმა უნდა, ჩემზე მეტად შეშინებულმა, ჩაიცვა და მოემზადა საყარაულოდ

.....სადღაც 40 წუთში ორივე მზად ვიყავით,
ჩემი ფენიან/თვალების ჩახატვიანად

ავიღეთ ჩანთები და წავპროწიალდით გაგუაში..ტკივილი ამ დროს დამეწყო, სადღაც 5 წუთში ერთხელ მივლიდა საკმაოდ მოსათმენად..აი სამშობიაროში რომ მივედით, უკვე მანქანიდან გადასვლისას ისეთი მომიარა, ნაბიჯი ვერ გადავდგი,,თუმცა ეგეც მოსათმენად..ავედით მიმღებში მე და ჩემი ქმარი, სანიტარი გავაღვიძეთ ექიმის მოსაყვანად (ჭაჭია იყო მორიგე). გამსინჯა ჭაჭიამ და 1 თითზე ხარ, გაემზადე, გტოვებთო..უF გამიხარდა...შიშის გრძნობა ნოლი, არადა უკვე მტკივა სერიოზულად..ამასობაში ექთანმა შემავსებინა ანკეტა და ველოდები როდის გამიყვანენ წინასამშობიარო ბლოკში..ჩემს იქ ყოფნაში მიმღებში 4 თუ 5 მშობიარე შემოვიდა და ახლა იმათზე გადაერთვნენ ექთნები.. არადა მე მტკივა უკვე სერიოზულად, ყოველი მოვლისას უკვე სახეს ვატყობ რომ ვერ ვიმორჩილებ და ნერვი მეშლება, რომ ისევ მიმღებში ვარ..მორიგი ინტერვალის დროს ექთანს ვეკითხები, იქნებ დროზე გადამიყვანოთ აქედან, ცუდად ვართქო..ამხედ-დამხედა ამ ქალმა და მეუბნება - რა გეტყობა ეხლა შენ ცუდად ყოფნის, ნამდვილად რომ გტკიოდეს აქ კი არ იდგები ჩემთან, ლაპარაკის თავი სად გაქვს მაგ დროსო..მეთქი ეხლა არ მივლის ამ წამს და იმიტომ არის რომ გელაპარაკები, თორემ რომ მომივლის შემომხედეთ და იქნებ მერე მოიფიქროთ ჩემი გადაყვანათქო..ადგა ეს ქალი ულაპარაკოდ,დაუძახა სანიტარს, გამიყვანა იმან ყველასთვის კარგად ნაცნობ 'პროცედურაზე' და როგორც იქნა აღმოვჩნდი წინასამშობიარო პალატაში..პალატაში ორი საწოლი იდგა, მარტო ვიყავი, დაწექიო მითხრეს, მაგრამ არ დავწექი, მახსოვდა აქ გოგოების რჩევები, და დავიწყე აქტიურად წინ და უკან სიარული...სადღაც 15 წუთი იგივე ტკივილები მქონდა რაც მიმღებში..მერე უფრო და უფრო რომ მომიმატა, სიარული აღარ შემეძლო, ვერც სკამზე დავჯექი, ყვირილი მინდოდა, მაგრამ შემრცხვა : ( და ერთი სასაცილო პოზა მოვნახე, ისე გავჩერდი - წელით კედელს მივეყრდნე და წინ გადმოვიხარე..ეხლა მეცინება, მაგრამ ერთადერთ იპოზა იყო, შვება რომ მომცა..წუთში ერთხელ მივლიდა, მაგრამ კაციშვილი არ არის რომ შევჩივლო..მოკლედ ცოტა ვითმინე კიდევ და ასე ოთხად მოკეცილი გავედი პალატიდან, იქვე ქალი იჯდა მაგიდასთან, წერდა რაღაცას და ვთხოვე იქნებ ვინმე შემოვიდეს, გასინჯვა მინდა, რომ გაუტკივარება გავიკეთოთქო..ამ ქალს შუბლზე აუვიდა თვალები, უი ასე რომ დადიხარ ე.ი. მაგარი ტკივილები გაქვს და შენი ხმა რომ არ გამიგია ჯერო..შემიყვანა, დამაწვინა..დაუძახა ბებიაქალს, გამსინჯეს, 2.5ზე ავღმოჩნდი გახსნილი, დაურეკეს გაგუას და მისი თანხმობის შემდეგ დამიკეთეს გაუტკივარება..ანესთეზიოლოგი იყო ვინმე დავითი, შუა ხნის კაცი, ისე თბილად მახსენდება, უმაგრესი ადამიანი
და პიროვნება, სულ შვილო-შვილოს ძახილით გამიკეთა ნემსი..არადა უკვე ტკივილისგან სხეულს ვერ ვაკონტროლებდი, უნებლიედ ვმოძრაობდი და ხელს ვუშლიდი..ბოლოს როგორც იქნა ჩამიდგა კათეტერი, გააკეთა სინჯი და ცოტა ხანში დაამატა დოზა..მალევე ამივარდა კანკალი მთელ სხეულზე, რაც მთელი გაუტკივარების პერიოდში არ მომშორებია..10-15 წუთში ქვედა კიდურებმა გაბუჟება დაიწყო და ტკივილი გაქრა..ოდნავ მოწოლის შეგრძნება დარჩა ქვემოთ..ეს იყო შვება, ვერ აგიღწერთ ისეთი...ჩამეძინა კიდეც..4-ჯერ ან 5-ჯერ დავამატებინე დოზა..სადღაც 1-ზე გაგუა მოვიდა და გამსინჯა, 4-ზე ხარ უკვე და აბა შენ იცი, აწი გაუტკივარებას აღარ დაგიმატებო..ამ სიტყვებზე დამცხა, უკვე გამდიოდა გაუტკივარება, ტკივილი მემატებოდა და სერიოზულად გამიტყდა..თუმცა მივხვდი მალე მორჩებოდა ყველაფერი და დავიწყე ლოდინი..ჭინთვებამდე 40 წუთი მქონდა გაუსაძლისი ტკივილები, თუმცა ჩემთვის ჩუმად ვკვნესოდი, თან პალატაში სხვა მშობიარეც შემოიყვანეს, იმას არ ტკიოდა საერთოდ, (როგორც აღმოჩნდა ვერც იხსნებოდა და ამიტომ დამაჩქარებლები დაჭირდა და გვიან ღამით გააჩინა) და მერიდებოდა მისი..როგორც იქნა გადამიყვანეს ბლოკში, მასწავლა ბებიაქალმა ჭინთვების დროს სწორი სუნთქვა და დაიწყოო...ზუსტად ერთი საათი ვიყავი ბლოკში, არ ჩამოდიოდა ბავშვი, გაგუა წარამარა
ბავშვის გულისცემას უსმენდა, ცოტა ანერვიულდა კიდეც ეხლა რომ ვუფიქრდები..მოკლედ რომ ამბობენ ჭინთვები შვებააო, ჩემთვის არ ყოფილა შვება, დავიტანჯე : ( ბევრს აღარ შეგაწყენთ დეტალებით, რომ ნახა გაგუამ სხვა გზა არ იყო, ჩამჭრა და ორი კაცი დამაწვა მუცელზე..გამოსრიალდა ჩემი ბარტყი, გავიგონე მისი ენერგიული ტირილი და მახსოვს როგორ ვუხდიდი ამ ცუცქნას ბოდიშებს, მაპატიე ამდენი რომ გაწვალეთქო

გაასუფთავეს, გასინჯეს, აწონეს და დამიწვინეს მკერდზე..აღარც მიმიცია მერე არავისთვის, ჩავებღაუჭე

და მთელი 2 საათი ერთად ვიყავით ბლოკში

მერე იყო გაკერვები ცოცხლად..კი დამიმატეს გაუტკივარება, მაგრამ 15 წუთი არ დაელოდნენ გაყუჩებას, სისლხდენა გაქვს და ვერ მოვიცდითო და ასე...
ეხლა მყავს პატარა ნიკოლოზი, ვეჩვევით და ვსწავლობთ ერთმანეთს...უბედნიერესი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში
...Zombies eat brains. You’re safe... ;)