დაპირებას ვასრულებ

როგორც იქნა მოვიცალე
25 დეკემბერი გათენდა და დილიდან წელის სუსტი ტკივილი ამყვა. ეს დღე ძალიან დატვირთული იყო ჩემი ქმრისთვის და საღამოს 9 საათამდე ვერ მოვიდოდა სახლში, მაგრამ ამის მიუხედავად მინდოდა 25-ში გაბადებულიყო ჩემი პატარა. ტკივილმა არც გამიარა, არც მომიმატა და არც ინტერვალები იყო, რაღაც არ ჩანდა მშობიარობის მკვეთრი ნიშნები, მაგრამ უჩვეულოდ მკარნახობდა ორგანიზმი სამშობიაროში წავსულიყავი, მიუხედავად არარეგულარული ტკივილისa. დავრეკე ჩემებთან და დები, ძმა, რძალი, მშობლები, მაშინვე მოვიდნენ. ცოტა გავაზვიადე ტკივილი, აბა მარტო შეგრძნებით მივდივართქო ხომ არ ვიტყოდი

ჩემი ქმარიც მოვიდა და ამდენი მბალეშიკებელი ხალხი რომ დაინახა ჩუმად მკითხა:,,სოფო ხომ დარწმუნებული ხარ?" ცოტა არ იყოს შევშინდი, მეთქი უკან არ გამომაბრუნონ.
მორიგე ექიმმა გამსინჯა(რეზო ერქვა) და მეუბნება: გტოვებთ! ისე გამეხარდა ლამის გადავკოცნე, ამდენი ხალხის გაწბილება რომ არ მომიწია ცრუ განგაშის გამო

გახსნა არ იყო დაწყებული, ყელი ძალიან დარბილებული და გადასწორებულია, შეიძლება ნებისმიერ წუთს დაიწყოს გახსნა და რადგან მეორე მშობიარობაა სახლში ვერ გაგიშვებთო. 401 პალატაში შემიყვანეს, ბლოკთან პირველივე პალატაა და მთელი ღამის განმავლობაში კლინიკამ 22 მშობიარე მიიღო. ხმა ისმოდა ძალიან, უცებ გესმის ქალის განწირული კივილი და მერე ბავშვის ტირილის ხმა, საოცარია. იმ ღამეს თვალი ვერ მოვხუჭე, მეგონა 22-ჯერ მე ვიმშობიარე.
4 საათზე ღამის გამიყვანეს გასასინჯად, ისევ ისეთი მდგომარეობა იყო, გახსნა არა, ტკივილი სულ გამიქრა. ველოდები დილის გასინჯვას თან ვფიქრობდი, თუ გახსნა ისევ არ არის სახლში გავაშვებინებ თავსთქო.
გელა ყამბარაშვილი იყო მორიგე დილით, 1 საათზე გამსინჯა და თითნახევარზე ხარ ჯერ ადრეაო. ჩემი ნანატრი ტკივილიც მესტუმრა

მაგრამ ასატანად, თან კარგი ინტერვალებით. მომშივდა საშილნად, დილით მარტო ჩაი დავლიე. ტკივილი მიმატებს და გაუტკივარების იმედი მაქვს. ერთ საათში ისევ გამსინჯა და სანიტარს ეუბნება მოამზადეო, არიქა მეღირსათქო მიხარია

იმ ავადსახსენებელ პროცედურაზე გამიყვანეს ოყნა რომ ქვია, რა საშინელებაა
ტკივილმა ძალიან მომიმატა, დერეფანში ჩავიკეცე, სიარული აღარ შემეძლო და გამწარებული ვიძახი გაუტკივარება მინდაააა!
ორ ადამიანს ძლივს შევყავარ ბლოკში, დაახლოებიტ სამი საათია მივხვდი, იმიტომ რომ სამზე სადილია და ის ფუმფულა ქალი დავინახე თავისი ურიკით და ჯამ-ჭურჭლის რიხინით მოდიოდა

მტკივა აუტანლად თან ვფიქრობ ერთი 15 წუთი ტკივილი გადამივლოდეს რომ საჭმელი ვჭამოთქო
* * *
როგორც იქნა შემიყვანეს ბლოკში და ანსთეზიოლოგი მეკითხება:
-კბილი დაპლომბილი გაქვს?
-არა.
-არც ამოღებული?
-არა.
-ვააა, შენ ვინ ყოფილხარ კაცო. მეუბნება და გადის. საშინლად მტკივა, ტელ. ვერ ვპასუხობ არადა მილიონი ზარი შემოდის. მიკეთებს სინჯს. ისე მტკივა ხელებს ორი ადამიანი ძლივს მიჭერს.
ვენა ვერ მიპოვა კათეტერი რომ ჩაედგა, მერცხენა ხელზე გადავიდა და როგორც იქნა ვენა ჩამიყენეს.
ვიცი რომ ჩემი ქმარი უნდა შემოსულიყო, იცის რომ ბლოკში გადამიყვანეს და გაუტკივარებისთვის მამზადებდნენ, მაგრამ ლაპარაკის თავი არ მაქვს რომ ვიკითხო.მერე მითხრა, არ შემოmiშვეს ჯერ მშობიარობაში არ არისო.
უცებ ჭინთვა მაქვს, ტკივილმა ცოტა მიკლო. ვაიმე ჭინთვა მაქვს, ვიძახი. გელა შემოვიდა, მსინჯავს და ანესთეზიოლოგს ეუბნება, გვიანია გაკეთება, სრული გახსანააო.
ვერ ვიჯერებდი რომ ჩემზე იყო ლაპარაკი, წყალი დამაღვრევინა. კიდევ ვიღაც ორი ქალი შემოვიდა, ერთი მეანი იყო, და გელას ეხმარებოდა, მუცელზე მაჭერდა ჭინთვის დროს.
რა ვქნა, ვაღიარებ, მეორე მშობიარობა იყო და სუნთქვის და ჭინთვების სწირად შესრულება არ გამომდის, სხეულზე რომ კონტროლს ვკარგავ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ვერც ამ მშობიარობაზე ვერ დავეხმარე ექიმს. თავის გამოსვლა რომ ვიგრძენი, ვიცოდი ცოტა იყო დარჩენილი.
რამდენიმე წამი და გამოსრიალდა სულ მთლად საცხში დაფარული და სახე გალურჯებული ჩემი პატარა, იმ წუთშივე იტირა და ამ ხმაზე კანკალმა ამიტანა.ერთადერთი სიტყვა რაც ძლივს, ჩუმი ხმით ამოვღერღე იყო: მიყვარხარ
გულზე არ გამიჩერეს, ჭიპლარის გადაჭრისთანავე გაიყვანეს. ლაპარაკის უნარი დამიბრუნდა და ვკითხულობ, ჩახევა მაქვს? არაა, მეუბნება ექიმი, არანაირი ნახეთქიც კი.
ყოჩაღ მე, თავი შევიქე.

ბავშვი მინდა მომიყვანონ, მაგრამ ვიცი უნდა გასინჯონ, აწონონ. ექთანს ვეკითხები: ხომ ნამდვილად ბიჭია? დაიცა, მეუბნება გავიდა და გამომძახა: კი,კი ბიჭია. 3.700 იყო წონით და 52 სმ სიგრძით ჩემი საბა
მომიყვანეს ჩემი პატარა გახვეული, ბრიალა თვალებით მიყურებდა და აი ძალიან, ძალიან მიყვარდა.
ამ დღეს ველოდი მთელი 39 კვირა და მისი მზერისთვის ღირდა ანალიზებისთვის დაჯიჯგნილი ვენები, ორსულობის უძილო ღამეები, ზედმეტი წონა, დაღლილობა და სტრიებიც კი

მიყვარს ჩემი შვილები

სიცოცხლეზე მეტად.
მშვიდობიანი მშობიარობის მოგონებებს გისურვებთ