გოგოებო რატომღაც მეც მომინდა ჩემი მშობიარობის ისტორიის გაზიარება, ხოოოდა მოგიყვებით...
17 აგვისტოს, 39-ე კვირაში, უზარმაზარი მუცლით და უმძიმესი ჩანთით,45 გრადუს პაპანაქებაში გადავწყვიტე სამსახურიდან ფეხით გასეირნება. ამ მიზნით ქმარი დავიბარე მოშორებით აფთიაქში, სადაც ბავშვის რაღაც-რუღაცეები უნდა მეყიდა და ჩემი 4 ფურცლიანი სიის ყველა პუნქტებისთვის საბოლოო "პწიჩკები" დამესვა..
მოკლედ შევდია აფთიაქში და წყლების დაღვრისმაგვარს ვგრძნობ. არ ვიმჩნევ... მერე მეორდება.. გამოვქანდით სახლში, კიდევ ვერ ვიჯერებ რომ დაიწყო რასაც მთელი 9 თვე შიშით და მღელვარებით ველოდი.
სამშობიაროში გამსინჯეს, ხვალამდე არაფერი იქნება, მაგრამ უნდა დარჩეო, ქმარი გაუშვეს ყურებჩამოყრილი. მე მომათავსეს სამშობაიარო ბლოკის გვერდით პალატაში, მშობიარობამდე დაისვენე ხვალისთვის ძალები დაგჭირდებაო.. რა დამაძინებდა, ძალიან ვღელავდი, ამას პლიუს ჩემი "ოთახის მეგობარი" გოგო, რომელიც უკვე 41-ე კვირაში იყო და საოცარი სიმშვიდით ელოდებოდა საკეისროს მეორე დილისთვის, ისე ხვრინავდა ოთახში ინვეტარი ზანზარებდა

(ქმარი მწერდა ვითომ მე ვხვრინავ და როგორმე დაიძინეო) და რაც მთავარია, მშობიარე გოგოების ტანჯვა-წამება, ნუ მოკლედ სასწაული ღამე იყო, ეს მახსენდება ყველაზე ცუდად მთელი ჩემი მშობიარობის ისტორიიდან..
როგორც იქნა გათენდა, ტკივილი არ მეწყება მაგრამ წყლებს ისევ ვღვრი. გაგუამ როგორც კი გამსინჯა დროზე დამაჩქარებელიო... ამასობაში მოვასწარი ჩემს ქმრის და დაქალის ხილვა შუშის მეორე მხრიდან, დავუქნიე ხელი და გავეშურე წინასამშობიარო პალატაში (ეს მოლოდინის შეგრძნება ახლაც რომ მახსენდება გული მიფრიალებს), ერთ საათში დამეწყო მსუბუქი ტკივილები, ძაან მხნედ ვარ, ერთი სული მაქვს როდის დავინახავ ჩემი შვილის სახეს.. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო 2 საათში დამეწყო ძალიან ძლიერი ტკივილები. ნახევარ საათში ერთხელ მსიჯავენ და ყელი არ იხსნება... სამ საათში გაგუამ ასე თუ გაგრძელდა შეიძლება საკეისრო დაგვჭირდესო. მეგონა ამას სხვას ეუბნებოდნენ, ვერ წარმომედგინა რომ საკეისრო შეიძლებოდა დამჭირვებოდა იმდენად ვიყავი მომართული ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის (მთელი 9 თვე ვემზადებოდი). აუტანელი ტკივილები რომ დამეწყო გაგუამ მკითხა გინდა ქმარი შემოვიყვანოთო, კიი მეთქი არ მქონდა დამთავრებული და ჩემი ქმარი თეთრ ხალათში და მწვანე "ჩეფჩიკში" საიდანაც ცალი ყური ძაან სასაცილოდ ქონდა გამოჩხერილი ჩემს საშველად შემოვიდა, კიარადა შემოლასლასდა ..აიი ეს მართლა შვება და ნათელი წერტილი იყო ჩემთვის, ძალიან დამეხმარა იმ აუტანელი ტკივილების გადატანის დროს.. მამშვიდებდა თან სასაცილო რაღაცეებს მეუბნებოდა, ფიზიკურად ვერა, მარა გულში კი მეცინებოდა მახსოვს.. ბლოკში საბრალო მეგრელი გოგო იჭინთებოდა, ვაი დედაო ხმადაბლა იძახდა, მერე ეტყობა ძალიან გაუსაძლისი რო გახდა ტკივილი ვავა ჩქიმ ცოდვაო ყვირილი დაიწყო, რა იყო სასაცილო მაგრამ გაგვეცინა..
ტკივილსა და ტკივილს შორის 1 წუთი ვისვენებდი, ფაქტიურად ვითიშებოდი, ასე 5 საათისთვის გაგუამ მორიგი გასინჯვის დროს გვახარა ყელი გაიხსნა და საკეისროს გადავრჩითო, ნახევარ საათში გამაყუჩებელიც შეგიძლია გაიკეთოვო.. მოკლედ ეს ნახევარი საათიც როგორღაც გადავაგორე და გამოჩდა ანესთეზიოლოგი გია, ჩემს თვალში მხსნელი.. ერთი ორი "სმეშნოი სიტყვის" შემდეგ გამიკეთეს ანესთეზია (ქმარი არ დაასწრეს, მგონი დიდი ნემსის გამო), მგონია რომ ჭინთვებამდე კარგად გამოვიძინებ, მაგრამ სადაა ძილი და კარგი ცხოვრება?! ეპიდურალურმა როგორც მე ვფიქრობ (თუმცა არ ვარ კომპეტენტური) კუნთვების მოშვება გამოიწვია, ყელი სრულად გაიხსნა და დამეწყო ჭინთვებისმაგვარი შეგრძნება, გია მეკითხება გტკივაო? მეთქი არა მაგრამ რაღაცნაირად მეჭინთება მეთქი... აბა ახლა მალე გააჩენო.. კიდევ გამსინჯეს და აღმოჩდა რომ ბავშვის თავი ყელს იყო გამოდებული ჭინთვა უნდა შემეკავებინა სანამ კარგად ჩამოვიდოდა, თორემ ჩახევებს გამოიწვევდა.
მოკლედ დავიწყე სუნთქვები, ვსუნთქავ გამალებული, შევისუნთქე გარშემო ყველაფერი, ქმარი გადარჩა მარტო..

ერთ საათში გადამათრიეს ბლოკში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი ანესთეზიის გამო. გაგუა ეუბნება ქმარს, ახლა წადი სახლში და იქ დაელოდეო, ტფუი სახლში კი არა გარეთო ჩემი ქმრის გაფართოებული თვალები რომ დაინახა.
მაგიდაზე ავძვერი როგორც იქნა და მეუბნებიან გაიჭინთეო, არადა საერთოდ ვერ ვგრძნობ ჭინთვებს,, ხოდა ვიჭინთები ძალით, გადმოვყარე თვალები, ოღონდ ტკივილს ვერ ვგრძნობ. მეოთხე გაჭინთვაზე გამოძვრა ჩემი სიცოცხლე

, სულ რაღაც ათ წუთში. გულზე დამიწვინეს თბილი და სველი ალექსანდრე, სამი ღერი წამწამი ქონდა, ორი მოკლე, ერთიც გრძელი შუაში და სამივე ლოყაზე ქონდა მიწებებული.. არ ტიროდა, რაღაცნაირად დაღლილი სუნთქავდა. მაშინ მივხვდი მისთვის ღირდა ცხოვრება და ეს იყო ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარი... გადაახვიეს და დააწვინეს ისე, რომ ვხედავდი. ფეხებს იქნევდა ძლიერად, სულ გაიძრო სახვევები. ვერ გადაეწყვიტა ეტირა თუ დაეძინა, მაგრამ 15 წუთში გვერდზე ლამაზი, კაპასი გოგო მიუწვინეს და იმას აყვა

.. მე ვიყავი ჩიტივით, თითქოს ეს ტანჯვა ვიღაც სხვამ გადაიტანა, ბლოკიდან ვრეკავდი გილოცავთ მეთქი, ძალიან ბედნიერი ხმით (ოღონდ ხმადაბლა, იმიტომ რომ ჩემს გვერით გოგო მშობიარობდა, მე კიდევ ვერ მოვითმინე სანამ ის იმშობიარებდა

). ჩამოვურეკე მთელ ჩემს გულშემატკივართა არმიას, რომლებიც გარეთ მელოდნენ - ჩამომაგორებენ და დამხვდით, არ დაიშალოთ მეთქი..

მოკლედ ვიყავი უზომოდ ბედნიერი, ოღონდ ძალიან მშიოდა

ერთი სული მქონდა როდის მომიტანდნენ საჭმელს. წინა ღამეს გამოკითხული მქონდა იქაური მენიუ, ქმარს დავურეკე პეჩენიები შემომაწოდე საჭმელი რო არ მეყოს დამჭირდება მეთქი...
მოკლედ მიუხედავად საკმაოდ რთული მშობიარობისა და დიდი ტკივილისა, მთელი ეს ამბავი არის ჩემი ტკბილი მოგონება, მშობიარობაც, გაგუაც, კლინიკაც და ახალნაბშობიარევი გოგოებიც, კიბორგებივით რომ დადიოდნენ დერეფანში.. და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემი ახლადგამოჩეკილი ალექსანდრე, რომელსაც მთელი ღამეები ეძინა და მე ძალით ვაღვიძებდი რომ ეჭამა და თან მის თვალებში ჩამეხედა. აი ესე იყო ჩემი ისტორია,, უუფ რამდენი დამიწერია
ყველა ფეხმძიმეს უპრობლემო მშობიარობას გისურვებთ და ყველა ქალს ბედნიერ დედობას