მოვაღწიე

40 დღე გავიდა უკვე, არადა ისე მგონია გუშინ იყოთქო : )
რიგითი მიზეზრბის გამო მომიწია საკეიროს გაკეთება, ბევრი რჩევების და გამოკითხვის შემდეგ გადავწყვიტე ჩაჩავაში ნუკრი ქსნელაშვილთან, კორდელიამ მირჩია რამდენჯერაც შემოვიდოდა ექიმი იმდენჯერ მეკითხებოდა "ვინ გირჩია ჩემთან მოსვლა? ა ხო, ხო გკითხე უკვე"

მოკლედ, 4 იანვარს დავგეგმეთ საკეისრო 39 კვირას ვამთავრებდი უკვე, წინა დღეს დედაცემტან დავრჩი ტელეფონები გავთიშე დავწექი და დავიძინე! დილით 10 საათზე ვყავი დაბარებული, წინასწარ გაფრთხილებული მყავდა ყველა რომ არავინ არმინდოდა იქ სანამ ბავშვი არ დაიბადებოდა! მაგრამ ვინ მოგისმინა, ყველა იქ იყო
მისვლა და წამო გაგსინჯოთო ერთი იყო, ვერც მოვედი აზრზე ისე შემაქანეს, გამსინჯეს და ყოჩაღ შენ 2 თითზე ხარ გახსნილიო, მეთქი ვაიმე, საკეისროს ხომ მოვასწრებთ? გაეცინა იმ გოგოს, იმედიაო : )
ამიყვანეს ზემოთ ერთადერთი რაც მოვასწარი დედაჩემს ვუთხარი არ ინერვიულო გულში მიყვარხარ და ორნი დაგიბრუნდებითთქო, მეუღლე ამომყვა : )
მაღლა რომ ავედით, აღმოჩნდა რომ ქსნელაშვილის ერთერთ მშობიარეს სასწრაფოდ დაუნიშნეს საკეისრო, ამის გამო ჩემი საკეისრო 12 ნაცვლად გაკეთდა 2 საათზე : ) საერთოდ არ ვნერვიულობდი წინა სამშობიარში ვიჯექი ჩდემს მეუღლესთან ერთად და რაღაცეებს ვლაპარაკობდით, მამხნევებდა მაგრამ აშკარად თვითონ უფრო ჭირდებოდა გამხნევება, რამდენჯერმე ვთხოვე წასულიყო მაგრამ ცოცხალი თავით არ დამანება.... მესიამოვნა

2 საათი ვიჯექით მაღლა უსაქმურად, მოდიოდნენ უბრალოდ მსინჯავდნენ გულისცამას უსმენდნენ, ამ 2 საათში 3 თითზე გავიხსენი უმტკივნეულოდ : D ექიმმა იქნებ ბუნებრივზე გეფიქრა, იქნებ არ დაგვჭირდეს სრული გაუტკივარების ფონე მაშებით მიხმარებაო, მაგრამ ამ მაშების და ვაკუუმის გაგონებაზე ცუდად ვხდებოდი, სასტიკ უარზე ვიყავი იმის გაფიქრებაც კი რომ ცემ შვილს რამეს ვატკენდი გული მიფრიალებდა

დრო რომ გაიწელა და რომ ვიცოდი დაბლა ძალიან ნერვიულობდნენ გიოს ვთხივე როგორმე მიეწვდინა ხმა დედაცემისთვის რომ ჯერ არაფერი არ იყო, ვიცოდი რომ უკვე ისტერიკებში იყო, ორივეს მაგივრად ეგ ნერვიულობდა : D
დავრეკეთ და 5 წუთში შემოვიდნენ წავედითო, ნერვი არ შემტოკვია, შევედი საოპერაციოში ავძვერი მაგიდაზე და დავუწყე ანესთეზიოლოგებს ლაპარაკი... ერთადერთი რაც არმომეწონა ეგ იყო, ძალიან გულცივად იქცეოდნენ, თითქოს
ყოველ დღე მიკეთებდნენ ამ ანესთეზიას, აი მანდ კი ცოტა შემეშინდა დიალოგი ქონდათ საშინელი:
-გოგო რომელი ნემსი მოქცე? ის ეღთიღაა დარჩენილი,
-მეორე მომეცი მაშინ ამას კაი ხერხემალი უჩანს, იქნებ გაამართლოს,
- აჰა, გასაგებია ეხლავე, იმედია ეხლა მაინც გაგვიმართლებს...
თავი მეგონა კოშმარულ კინოში, აი მანდ კი გადამეკეტა მეთქი რაღა ჩემზე აკეტებტ ეკონომიას, ნორმალურად და ხარისხიანად გამიკეთეთ ყველაფერითქო, ნუკრი ამ დროს იქ არ იყო, ჩემ ხმაზე შემოვიდა და რომ გაიგო რა ხდებოდა მაგრად დაცოფა

შემდეგი 3 საათი მქონდა იმის შიში ვაი თუ ფეხებს ვერ ვიგრძნობთქო...
მოკლედ როგორც იქნდა ვიგრძენი რომ ვეღარაფერს ვეღარ ვგრზნობდი, ამაფარეს მიმაფარეს მომაფარეს თეთრი ქათქათა ნაჭრები დამიყენეს კათეტერი და ამ დროს შემობლაყუნდა ცემი ქმარი, ისე საყვარლად გამოიყურებოდა შეფუთნული გაკრულ გამოკრული... თავტან მედგა და მეფერებოდა თავზე, შუბლზე, ისე ამააღელვებელი და სასიამოვნო იყო მისი გვერდით ყოფნა რომ... თვალები მოლოდინით სავსე ქონდა, ნუკრიმ თქვა ვიწყებო, მეც გავიტრუნე და გიოც ხმას აღარ იღებდა : ) არ ვიცი რატომ მაგრამ თვლა დავიწყე, ვიაწექი და უაზროდ ვითვლიდი, არ ვიცი რატომ მანამდე ყოველ წუთს მამაო ჩვენოს ვამბობდი ეხლა კი ვითვლდი : ) 287 წამზე გავიგე კნავილის ხმა... გიოს ხელი მომშორდა შუბლიდან და გატრიალდა უკან, ვერ მივხვდი რა მოხდა ერთადერთი ის მახსოვს რომ ამ ციფრებს ვიმეორებდი გულში და თან გიოს ვუყურებდი ვერ ვიგებდი რა ხდებოდა... მოტრიალდა და მართლა ბიჭი ყოფილა ეს მაიმუნიო...: D ყველაფერი ხდებოდა ჩემს თავთან უფრო სწორედ თავს უკან და დიდად ვერ ვიხედებოდი უკან თავი მტკივდებოდა საშინლად და გული მიჩქარდებოდა ვიწექი და ერთი სული მქონდა დამენახა 9 თვის ოცნება... მესმოდა მარტო წკმუტუნი, რატომ არ ტიროდა სხვა ბავშვებივით ვერ ვიგებდი საშინლად შემეშინდა, ვიფიქრე ვერ სუნთქავსთქო, ბოლოს ექიმმა მითხრა ეძინება და ეზარება ტირილიო, ამ დროს გიო ისევ თავთან მედგა გავწიე და ძლივს დავინახე პაწუკა გალურჯებული ისეთი საყვარელი იყო მოკუსული, უსუსური მინდოდა გულში ჩამეკრა მაგრამ... ბოლოს პედიატრი რომელიც ათვალიერებდა იმას ვთხოვე მოეყნანა ახლოს შემეხედა მინდოდა, მომიყვანა სახესთან, ისეთი საყვარელი იყო ისეთი ნაზე და ფაქიზი, ცხვირი მომადო ცხვირთან 2 წუთი ეჭირა ექთას ამ ორ წუთსი რამდენი ემოცია მქონდა ვერ ავღწერ, სახე ქონდა მედებული და ცქმუტავდა კრუსუნებდა ძუძუს ეძებდა

ენით აუღწერელი ემოციააა ეს ყველაფერი, ამ ცქმუტვით 2 წუთში დაღალა და ლოყა მოდებულს ჩაეძინა

ბედნიერი ვიყავი მიხაროდა რომ კარგად იყო, ჯანმრთელი იყო.. ყველა წვრილმანი მიხაროდა... მიხაროდა რომ დედა ვიყავი... არ მიტირია, ვერ ვიტირე, ერთადერთი მაშინ ვიტირე როცა დედაჩემი შემოვიდა, ვერ შევიკავე... : )
ოპერაციიდან 3 საათში მომიყვანეს ცემი პანდა : D მანამდე ფეჩთან ყავდათ ვერ იკავებდა სითბოს, ბოლოს მომიყვანეს თვალები ღია ქონდა იწვა და მიყურებდა...
Мне не нужно крыльев, чтобы летать..........