მეც დავწერ ჩემს მოგონებებს.
15-ში საღამოს ცოტა წელი ამტკივდა, მენსტრუაციის დროს რომ იცის ხოლმე ისე, ოღონდ არანაირი ინტერვალით გაბმულად მტკიოდა. უკვე 39 კვირაში ვიყავი და რომ იტყვიან წუთი-წუთზე ველოდით. სადღაც ღამის 2 საათი იყო რომ ტკივილები დამეწყო სუსტი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ზუსტად 5 წუთში ერთხელ. ცოტა ხანი ვითვალეთ შუალედები და გადავწყვიტეთ სამშობიაროში წავსულიყავით. რომ მივედი გამსინჯეს და მითხრეს 1 თითზე ხარო, მაგრამ მაინც დამტოვეს

ჩემი შვილი აშკარად გამეხუმრა, რადგან როგორც კი გადამიყვანეს პალატაში ინტერვალები აირია ხან 15 წუთი იყო ხან 10, მოკლედ მთელი ღამე პალატაში ვიწექი და მშობირეების კივილს ვუსმენდი. 16-ში დილით ისევ გამსინჯეს და უკვე 2 თითზე ხარო, ამ დროს ისევ სუსტად მტკიოდა და ისევ არეული ინტერვალით. გარეთ ალბათ 50 კაცი მაინც მგულშემატკივრობდა და ყველას ვეხვეწებოდი წადით ჯერ არაფერიათქო. დავიწყე დერეფანში აქეთ-იქით სიარული (აქ დაწერა ვიღაცამ აჩქარებსო და მაგის იმედი მქონდა) 6 საათისთვის უკვე გაძლიერდა ტკივილი და რომ წამოვწექი უცებ ბუშტის გახეთქვის ხმა გავიგე, რაღაცნაირად გული ამიჩქარდა მივხვდი რომ ის რასაც ამდენი ხანი ველოდებოდი უკვე ძალიან ახლოს იყო. გამსინჯეს და ისევ 2 თითზე ხარო, გამიყვანეს ავადსახსენებელ პროცედურაზე და გადამიყვანეს წინასამშობიარო ბლოკში. ამ დროს უკვე 2 წუთში ერთხელ მტკიოდა და საკმაოდ ძლიერად, ჩემი დაქალი შემოვიდა დასასწრებად და ის რომ დავინახე ასე მეგონა მშველელი გამოჩნდა

ის რომ არა არ ვიცი როგორ გადავიტანდი. ბარკალაია მყავდა აყვანილი და სანამ ის მოვიდა უკვე 3 თითზე ვიყავი გახსნილი და გაუტკივარება გამიკეთეს. აქ დაწერილიდან მახსოვდა გაუტკივარების მერე დავისვენეთო, მაგრამ ვინ გაცადა გაუტკივარებიდან ნახევარ საათში დაწოლას ვგრძნობდი უკვე და რომ გამსინჯა ექიმმა სრული გახსნააო, ერთი იმას ვტიროდი მეძინება ძალები არ მაქვს და გამიჭირდებათქო

ჩემი ფეხით გადავედი ბლოკში და ავძვერი თუ არა სკამზე ის შიში რაც აქამდე მქონდა სადღაც გაქრა, თითქოს მე9 მშობიარობა იყო

მიუხედავად იმისა რომ ბავშვი წონით პატარა იყო (2800 დაიბადა) რომ არ ჩავხეულიყავი ჩამჭრეს და 3 გაჭინთვაში ზუსტად 9 საათზე გამოძვრა ჩემი პატარა მარიამი

მუცელზე დამაწვინეს და ისეთი გაოგნებული ვიყავი გიჟივით ვიცინოდი, არადა ყოველთვის მეგონა რომ გავსკდებოდი ტირილით. ბარკალაიამ გაუშვა მაშინვე ჩემი დაქალი წადი ახარეო. მალევე აიყვანეს პატარა გასასინჯად და მესმოდა იქით ექთნები იცინოდნენ ნახეთ რა პრანჭიააო

სანამ მკერავდნენ ვუყურებდი პირს როგორ აცმაცუნებდა თან პატარა ფისოსავით კრუტუნებდა

და ერთი სული მქონდა ამ პატარას როდის ჩავიხუტებდი და ხელს აღარ გავუშვებდი

ღმერთს მადლობა რომ ასეთი ლამაზი და საყვარელი არსება მაჩუქა და ის პროცესი რისიც ლამის ბავშვობიდან მეშინოდა ასე სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდა. მიუხედავად უძილო ღამეებისა, რომლებმაც სულ გამომაშტერა ზუსტად ვიცი რომ ძალიან მალე ისევ მომინდება იგივე გამოვიარო
დიდი ბოდიში თუ თავი შეგაწყინეთ ამდენი წერით, ყველას ბედნიერ და მშვიდობიან ორსულობა-მშობიარობას გისურვებთ