რახანაც მოგენატრათ ახალი ისტორიის მოსმენა მე მოგიყვებით ჩემ მოგონებებს

40 კვირის გავხდი 7 თებერვალს და ჩემი ბაია კვლავ მუცელში იჯდა თბილად და არც ფიქრობდა გამოძრომას

მე კიდევ მოუთმენლად ველოდებოდი,ისე გაიწელა ჩემთვის ბოლო 2 კვირა რომ მთელი მშობიარობის შიში გამიქრა და ყოველღამე ვოცნებობდი ოღონდ დამეწყოს და ყველაფერს გავუძლებთქო

9 თებერვალს დილით მუცლის ტკივილმა გამაღვიძა, არც ავმდგარვარ ავიღე ტელეფონი და დავიწყე შუალედების დათვლა,ყოველ 10 წუთში მივლიდა ოღონდ ძალიან ყრუდ მტკიოდა, დავურეკე ჩემს მეანს (ვახტანგ ბარკალაია მყავდა აყვანილი) და მითხრა ნუღარ ელოდები ნუღარაფერს წამოდიო,1 საათი იქნებოდა გაგუაში რო მივედით და დარწმუნებული ვიყავი რომ უკან გამომიშვებდნენ მაგრამ წინა დღეს ჩალაგებული ჩანთა მაინც ჩავაგდეთ მანქანაში,გზაში ვხუმრობდი ეხლა უკვე 2 თითზე რო ვიყო გახსნილი და ესე ვერ ვგრძნობდე ვერაფერსთქო, თან გულში ვიძახოდი სად მაქვს მაგის ბედითქო

რომ მივედი გამსინჯეს და მართლაც 2 თითზე ვიყავი უკვე გახსნილი, უზომოდ გამიხარდა, გამოვიცვალე შევავსე იქ საჭირო ფურცლები და დავიწყე დერეფანში სეირნობა თან შუალედებს ვითვლიდი ამასობაში მოსაღამოვდა ოდნავ მომემატა ტკივილი და ცოტა დავიღალე და წამოვწექი, ჩემთან ერთად ერთი გოგოც იყო პალატაში და კარგად გავერთეთ ლაპარაკში,საღამოს 10 საათისკენ ისევ გამსინჯეს და უკვე 3,5 ვიყავი გახსნილი და ისევ ისე უმნიშვნელოდ მტკიოდა მუცელი,გადამიყვანეს წინასამშობიარო ბლოკში, ფიტნეს ბურთი მოვითხოვე და დავიწყე იმაზე ფიქრი რო უკვე ძაან მალე გავაჩენ და ჩემდა გასაოცრად ასე უმტკივნეულოდ

12 საათზე უკვე ძლიერად მომიარა მუცელმა რამოდენიმეჯერმე და რახანაც გაუტკივარების გაკეთება გადაწყვეტილი მქონდა და ბარკალაიამაც მირჩია სანამ ძაან აგტკივდება გაიკეთეო, მეც მოვითხოვე გაეკეთებინათ გაუტკივარება, youtube-ზე მანამდე ბევრჯერ მქონდა ნანახი როგორ კეთდება სპინალური გაუტკივარება და რატომღაც განსაკუთრებით მეშინოდა არა შედეგის არამედ თვითონ პროცესისი,ზუსტად იმ დროს როცა ყველაფერი გაამზადეს ისეთი სიძლიერის ტკივილმა მომიარა რო ხმა ვერ ამოვიღე და გაშეშებული ველოდებოდი, როდის გამიკეთებდა ანესთეზიოლოგი ნემს, რო მეორეჯერ ეს აღარ მეგრძნო,20 წუთში ყველანაირმა ტკივილმა გამიარა და ძაან მომეძინა, თუმცა ვინ მაცლიდა ძილს მონაცვლეობით მირეკავდნენ ქმარუკა, დედა,მამა და არ მაძლევდნენ დაძინების საშუალებას.გაუტკივარება 2 –ჯერ დავიმათე ჩემი თხოვნით და მარცხენა ფეხი ისე დამიბუჟდა რო ვერ ვამოძრავებდი ,ღამის 4 საათზე გამსინჯეს და სრული გახსნააო, მე ვერაფერს ვერ ვგრძნობდი საერთოდ ვერც ჭინთვებით ვეხმარებოდი,ბატონი ვახო ყველანარად ცდილობდა ჩემით გამეჩინა მაგრამ ჩაჭრას მაინც ვერ გადავურჩი, თან მივხვდი რომ საერთოდ ვერ ვგრძნობდი ქვევით ვერაფერს მეთვითონ ვითხოვდი ჩამჭერითქო,ცოტახანი კიდევ მაცალეს და ბოლოს ჩამჭრეს,
აქამდე ყველაფერი მახსოვს ჩვეულებრივად და ამის მერე, ყველაფერი მახსოვს როგორც შენელებული კადრი და ალბათ არასოდეს დამავიწყდება რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს,ვხედავდი როგორ გამოჩნდა ჩემი ბიჭის ქერა თმიანი თავი და მერე ტანიც, წინ დიდი ლურჯი კედლის საათი ეკიდა რომელძეც ზუსტად 4;20 წუთი იყო,დამაწვინეს გულზე ჩემი შვილუკა,მოვეხვიე მაგრად და ხელებით ზევით ავწიე რო დამენახა როგორი იყო,ფართოდ ქონდა გახელილი ლურჯი თვალები და ტიროდა

მე ვიყავი უბედნიერესი და არ მჯეროდა რო ყველაფერი უფლის წყალობით ესე ადვილად და თითქმის უმტკივნეულოდ მოხდა, მაშინ არ მიტირია თუმცა სახლში რომ მოვედით პირველად და დავაძინე თავის ლოგინში მძინარეს ვუყურებდი და ბედნიერებისგან მთელი გულით ვიტიროდი!
ყველას გისურვებთ მშვიდობიან მშობიარობას და ჯანმრთელ ბაიებს