xatika
აქ გენეტიკაზე საუბრობდით და მე მთელი ორსულობა მაგის მეშინოდა,.. დედა ჩემზე რომ მშობიარობდა, 4 დღე უწვალია... პარასკევს დილით რომ მიუყვანიათ სამშობიაროში, ორშაბათს 23:30-ზე გავჩნდი მე... ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უპრობლემო ორსულობა მქონდა, შინაგანად მაინც მქონდა ამის შიში, პლიუს ამას მჯდომარე სამსახური... არც ტოქსიკოზი, არც ცუდი ანალიზები, 8 თვის ორსული გავედი დეკრეტში, ბოლომდე ვერ ჩამომიყვანა ხათუნამ 10სმ-ანი ქუსლებიდან, არადა უზარმაზარი მუცელი მქონდა...
მოკლედ, სექტემბრის ბოლოს გავედი დეკრეტში და დაიწყო "უსასრულო" ლოდინი... ყოველდღე მეგონა,რომ აი დღეს გაჩნდება ჩემი პატარა, დღეს დაიწყება... ან შინაგანად მინდოდა, რომ 40 კვირაზე ადრე მემშობიარა... ეს ერთი თვე გავატარე საყიდლებზე ბოდიალში... სადღაც 12 ოქტომბრიდან დამეწყო "წინასამშობიარო" სიმპტომები, მსუბუქი ტკივილი წელის არეში, ბავშვიც მიყუჩდა შედარებით... 14 ოქტომბერს ჩემი და წინაწარ გეგმავდა, სვეტიცხოვლობას უნდოდა დისშვილის შეძენა...
გათენდა 15-ც, 16-იც... აი, 16 ოქტომბერი რაღაც სხვანაირი იყო, მთელი დღე სიარულში გავატარე, მთელი დღე ვისეირნე, ჯერ მეუღლესთან ერთად, მერე დაქალთან ერთად და ბევრი ვიწუწუნე, ოღონდ მართლა ძალიან ბევრი, იმაზე, რომ ჩემს შვილს აღარ უნდა გარეთ გამობრძანება... დაღამდა 16 ოქტომბერიც და ჩვეულებრივ დავწექი დასაძინებლად...
სადღაც 3 საათისკენ გამაგვიძა მსუბუქმა ტკივილმა მუცლის ქვედა ნაწილში, ავდექი, საპირფარეშოში გავედი, სხვა რამ მეგონა...

მერე 5 საათისკენ იგივე მოხდა, ძილის წინ რამდენიმე აბი სენადექსი დავლიე, კი გეცოდინებათ, ეგ რისთვისაცაა და ამიტომ სულ არ მიმიწერია ეს სიმპტომები მშობიარობისათვის... სადღაც 7-ის ნახევარზე ისევ რომ წამოვიწიე საწოლიდან, ქმარსაც გაეღვიძა... ავდექი და.......... სისველე... "ვაიმე, მგონი, დაიწყო?!" და საპასუხო კითხვა - "რა დაიწყო?", აი, არ ვიცოდი, გამცინებოდა თუ გავბრაზებულიყავი, მაგრამ რომ შევხედე, ისეთი დაბნეული სახე ჰქონდა, შემეცოდა...

წამოვაგდე, მეც გავემზადე, ისეთი დაბნეული და შეშინებული ჩანდა ჩემი "მეორე ნახევარი", რომ აქეთ ჩემი დასამშვიდებელი და გასამხნევებელი გახდა"... ნერვიულობისგან ისე სწრაფად მივქროდით მანქანით, რომ წარამარა ვუმეორებდი, ნუ გეშინია, ჯერ ისე არ მტკივა, რომ ვერ მივასწროთ მეთქი... მიმიყვანეს სამშობიაროში, 07:30, მიმღებში ძალიან კარგი ექთანი შემხვდა, ჩამოიყვანეს მორიგე ექიმი, გამსინჯა და ეჭვით შემომხედა,
არ გტკივა?
არა
პირველია?
კი...
დედას მიუბრუნდა, შეგიძლიათ წაბრძანდეთ, ხვალამდე არაფერი იქნება...

ჩამაცვეს, გამამზადეს, და ეს ოყნა...

მაგრამ არაუშავს... ამ დროის განმავლობაში მიმღებში ვიყავი, თან ისეთ კარგ ხასიათზე, რომ დედამ მითხრა, ცოტა შეწუხებული სახე მაინც მიიღე, თორემ უკან გაგვატანენ შენს თავსო...

ამიყვანეს წინასამშობიარო ბლოკში, რადგან კომერციულ განყოფილებაში ვწვებოდი, ცალკე მომათავსეს, გვერდით პალატიდან 4 ხმაში ისმოდა მშობიარეების კვნესა და დროდადრო შეკივლება... ეს ძალიან მთრგუნავდა, ახლა სხვა ექიმმა გამსინჯა, ისევ იგივე კითხვა, პირველია?-კი... კარგი... გამიკეთეს პირველი დამაჩქარებელი... დაწექი!... არ მინდა, დავდივარ, დავდივარ, ნაბიჯ-ნაბიჟ ვითვლი მეტლახის ფილებს, მივყვები, მოვყვები, ხან სწორად, ხან დიაგონალზე...(მეტყობა, რომ არ მტკივა)... პირველ დამაჩქარებელს მეორე მოჰყვა, ისევ არ მტკივა, დავდივარ, ყველა სათითაოდ მირჩევს დაწოლას... არ მინდა!... ასე უფრო ადვილია!.. ვფიქრობ, ასე უფრო გამიადვილდება... მოვიდა ჩემი ექიმი... აცნობეს, რომ გასინჯული ვარ და ჯერ არაფერი იქნება... მთელი ამ დროის განმავლობაში ნერვებს მიშლის მორიგე ექიმი, ზემოთ დაწერილი რეპლიკების გამო... ამტკივდა, ჯერ ოდნავ, ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა იმატებს... იხტიბარს არ ვიტეხ... 11-ის ნახევარზე ისევ გამსინჯა მორიგემ და დამარჭეს მესამე ნემსი... ამის მერე უკვე იმატა ტკივილმა... დედა დავინახე ფანჯრიდან, ისეთი შეშინებული მიყურებდა, მთელი ძალა მოვიკრიბე საიმისოდ, რომ ის მცირედი ტკივილიც არ შეემჩნია,.. ტკივილი გაძლიერდა, ინტერვალებში საწოლს ვეყრდნობი და ღრმად ვსუნთქავ, ეს რაღაცნაირად მშველის... მაინც არ ვწვები, არადა დაღლილობისგან მეძინება :რქიანი ჯიუტი:...
ნატო მოვიდა... რაღაცნაირი თბილი აურა შემოიტანა... როგორ ხარ? ფრთხილად შემეხო ხელზე... უკვე ძლიერად მტკივა, ბებიაქალი ანგარიშს აბარებს, 1 საათის წინ გავსინჯეთ, ისევ 2 თითზე იყო... მოდი, მაინც გავსინჯოთ?! მსინჯავს... სახეზე საოცარი გაკვირვება... გადაიყვანე სასწრაფოდ!... ავფოფხდი... აბა, შენ იცი, დაგვეხმარე,.. ყოჩაღი გოგო გყავს, უკვე აქაა... :O
1,2,3,4... და
სანატრელმა ბგერებმა გააყრუა იქაურობა... დაიბადა, ჩემი პატარა მოევლინა ქვეყანას, ამდენი ლოდინის მერე... თეთრი, რბილი, თბილი... შორიდან მივეფერე... ცრემლები თავისთავად გადმოგორდა ლოყებზე... ცრემლნარევი სიცილით გამოვხატავდი ბედნიერებას, მისდამი გაჩენილ ჯერ კიდევ გაურკვეველ გრძნობას... ჩემია, ჩემი სხეულის, სულის ნაწილი... 1 წამში დამავიწყდა ყველა შიში, ყველა ტკივილი... მე არაფრის აღარ უნდა მეშინოდეს, იმიტომ რომ ამ პატარა არსებას ვჭირდება, მისთვის უნდა ვიცოცხლო... მისი თვალებით ვუყურო სამყაროს, მისი ტკივილი მტკიოდეს, მისი სიხარული მიხაროდეს... 2009 წლის 17 ოქტომბერს დღის 12-ის ნახევარზე დაიბადა ჩემი ანასტასია...
პ.ს. ცოტა არეულად დავწერე, მგონი, მაგრამ დღესაც ძალიან ემოციურად მახსენდება ის დღე... ბოდიში, რომ ამდენი ვწერე და თავი მოგაბეზრეთ...