ვიხდი ვალს სამშობლოს წინაშე და ვწერ ყოვლისმომცველ მოგონებას. 10 თემაში წერის თავი არ მაქვს, ამიტომ აქ ვწერ ყველაფერს ერთად!
მთელი 9 თუ არა 7 თვე მაინც მორალურად ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის ვემზადებოდი. ბოლოსკენ გამახსენდა, რომ ბავშვობაში მენჯ-ბარძაყის დისპლაზია მქონდა. ეს რომ ვახსენე მეანთან და ჩემს ექიმთან, ორივემ კატეგორიულად მირჩიეს საკეისრო. თავიდან ისეთი შეშინებული ვიყავი მიჯობდა, ბავშვი კიდევ ერთი ორი წელი მუცლით მეტარებინა, ვიდრე საკეისროზე დავთანხმებულიყვი

ბოლოს ისე მომბეზრდა ნერვიულობა, რომ საკიესრო კი არა, თავი რომ მოეჭრად, მანდაც ჩემი ფეხით მივიდოდი ყოვლად აუღელვებლად.
საკეისრო გავიკეთე ჯანმრთელობის სახლში ბ-ნ ამირან ქორიძესთან.
საკეისრომდე სამჯერ ვიყავი მისული ქორიძესთან. პირვლად სადღაც 34 კვირაზე. მაშინ ვისაუბრეთ და გადაწყდა, რომ საკეისრო მჭირდებოდა დისპლაზიის გამო და დამიბარა 36 კვირაზე გაცვლა-გამოცვლის ბარათით, თუ რაც არის. დანაბარებისამებრ მივიდი 36 კვირაზე გაცვლა-გამოცვლის ბარათით. დამიბარა მომავალ კვირაში (22 მარტს) წინასაკეისრო ანალიზებზე. ანალიზებზე მივედი დილით 10-ზე უზმოზე.
რას გულისხმობს წინასაკეისრო ანალიზები:
1. ლაბორატორიაში ამიღეს სისხლის და შარდის ანალიზი (ალერგიებზე, გლუკოზა, კოაგულოგრამა, საერთო - ეს რაც ვიცი, შესაძლოა სხვა რამეც გამოიკვლიეს)
2. შევედი ალერგოლოგთან, რომელიც გამესაუბრა და შემდეგ სინჯი გამიკეთა კანზე 5 ანესთეტიკზე. არ აღმოვჩნდი ალერგიული
3. კონსულტაცია გავიარე თერაპევტთან და გადამიღო ასევე გულის კარდიოგრამა
4. კონსულტაცია მამოლოგთან. შემიმოწმა მკერდი. ნახა, რომ ხსენი მქონდა (ეს საჭინელება იყო. მკერდზე ისე მომიჭირა ხელი, ლამის თავი წავაჭამე) და მირჩია, რომ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდეს.
5. ამასობაში ლაბორატორიიდან პასუხებიც მზად იყო და ყველა დასკვნებით და პასუხებით შევხვდი უკვე ამირანს. გადაავლო თვალი და დანიშნა თარიღი მენზის მიხედვით სავარაუდო მშOბიარობის თარიღზე ერთი კვირით ადრე ზუსტად.
გადაწყდა 2011 წლის 29 მარტი
კონსულტაციები ამირანთნსამივე კონსულტაცია, რომელიც ამირანთან გავიაერე იყო უფასო. თვითონ ამირანი არის ძალიან მაგარი ვინმე )))) რაღაც საოცარი აურა აქვს კაცს, ძლიერი. როცა შევხვდი, სულ გადამვარდა გულიდან დარდი. ბოლო კონსულტაციაზე რომ მივედი ჩანთაში 200 კითხვიანი ფურცელი მედო საგულდაგულოდ შედგენილი, მაგრამ, აზრად აღარ მომსვლია ამოღება. არც არაფერი მიკითხავს პრაქტიკულად, ვინაიდან მის დანახვაზე ყველანაირი ეჭვი და კითხვები გიქრება ადამიანს, რჩება მხოლოდ განუსაზღვრელი ნდობა )))))))
თავად არის ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული. თუ გაგიჩნდა კითხვა და მის დანახვაზე შეინარჩუნე

ამომწურავად გაგცემს პასუხს, არ დაგზარდება.
ჩემი ერთადერთი და უკანასკნელი კითხვა იყო, რომელ ანესთეზიას მირჩევთ - ენდოტრაქეალურს, თუ სპინალურსთქო. ეგ შენი გადასაწყვეტია. განსხვავება ამ ორი გზით ორპერაციას შორის ის არის, რომ ერთის დროს გძIნავს, მეორეს დროს გღვიძავსო. სპინალურს ხანდახან თან ახლავს თავის ტკივილები და პოსტოპერაციული გულის რევის შეგრძნება და წელის ტკივილიო, რომ იცოდეო.
მეთქი, ოპერაციის დროს რა შეგრძნებებიათქო.
მაგ დროს ხდება სისხლის და სითხეების გადანაცვლება ორგანიზმში, რის გამოც წნევა იცვლება ხოლმეო. თუმცა, ამას ყველაფერს არეგულირებენ ანესთეზიოლოგებიო, უბრალოდ, შენც იგრძნობ, ბუნებრივიაო.
ბოლო მომენტამდე ენდოტრაქეალური მქონდა გადაწყვეტილი.
დავემშვიდობე ამირანს და დავიწყე ერთი კვირის ათვლა ოპერაციამდე
to be continued
* * *
საკეისროს დღეამირანის დარიგებისამებრ, წინა დღის 7-ის მერე არ მიჭამია. 7 კი არა, მთელი დღე ისეთი გადარეული მქონდა წინა დღე, საერთOდ ერთხელ მოვასწარი ჭამა ისიც 6 საათზე

ამ წინა დღეს გავაფორმე დეკრეტული და მივიტანე მთელი საბუთები ანაზღაურებისათვისაც ))))))
გვიან საღამოს დამადგა ორი დაქალი. კარგად გამართეს ჭორაობით. ღამით ისეთი დაღლილი მივლასლასდი ლოგინთან, რომ არც მეფიქრინებოდა ოპერაციაზე... ერთადერთი რასაც ვფიქრობდი იყო, რა კარგია, ხვალაც კარგად ვიძინებთქო

ღამით მშვენივრად მეძინა. დილით ავდექი ადრე. ჩავიცვი ოპლიმპიური სიმშვიდით, მოვკრიბე მთელი გამზადებული ბარგი-ბარხანა და ჩავედი ქვევით. ჩემი ქმარიც, ჩემდა გასაოცრად იყო მშვიდი. სამშობიარომდე ისევ მე ვიჯექი საჭესთან. აი, მართლა ჩემი ფეხით, თU მანქანით, თუ რაც არის, მივედი სამშობიაროში. ცოტა ხანი მოსაცდელში ვიყავით. დედას ველოდებოდი. მოვიდა დედაც, ჩემი ძმაც და ბებო. დავკოცნე ყველა და წავედი ზევით უკვე მარტო.
ავედი თუ არა ლიფტიდან ეგრევე საპროცედუროში ამოვყავი თავი. სანიტარმა მითხრა რომ გამეხადა. ჩემი ნივთები კი თავად წაიღეს ჩემს პალატაში. მე მომცეს ერთჯერადი სტერილური ხალათი (მწვანე). ჩუსტები ჩემი დავიტოვე. იქვე კეთდება ოყნაც და ყოლვად "განწმენდილი" შედგავ ფეხს მესამე სართულზე ამ საპროცედუროდან )))
ჩემს ოთახში მიმაცილა სანიტარმა. იქვე შემოვიდა მორიგე ექიმი და ანესთეზიოლოგის ასისტენტი - ნანიკო. ნანიკო უსაყვარლესი გოგოა ძალიან დამეხმარა და საერთოდ, განცდა მქონდა, რომ ჩემი ახლობელი მახლდა მთელი ოპერაციის განმავლობაშI მისი სახით. თავადაც ორსული თან

მოკლედ, გამიყვანეს და დავიწყეთ საბუთების შევსება. მორიგე ექიმი მეკითხებოდა, მე ვპასუხობდი და ის წერდა ანკეტაში. ჩვეულებრივი ინფო. მერამდენე ორსულობაა, რეები გაქვს გადანატანი და ა.შ.
ეს რომ შევავსე გამიშვეს ისევ ჩემს ოთახში. ანესთეზიოლოგის ასისტენტი მოვა და ისიც შეავსებს რაღაცეებსო. ცოტა დრო მომეცა და გავიხედე ფანჯრიდან. ჩემებს ვუყურებდი, მოვსინჯე ტელევიზორი, დავწრმუნდი, რომ ანახებდა. ჩემი ნივთები კარგად დავაბინავე კარადებში და ამასობაში მოვიდა ნანიკოც.
რომელ ანესთეზიას იკეთებო, მეთქი, რა, ჯერ კიდევ შემიძლია არჩევათქო? და კი, რათქმა უნდაო... მეთქი მომეხმარე, დღEმდე ვერ გადამიწყვეტია, რომელი გავიკეთოთქო. მოკლედ, ბევრი ბჭობის შემდეგ გადაწყდა სპონტანურად სპინალური. სასტიკად არ მინდოდა ნარკოზიდან გამოსვლის პროცესის განცდა, არადა სპინალურისაც ისტერიულად მეშინოდა, ვინაიდან, რომ მეგრძნო ეს წნევების ცვალებადობა, ან გულის წასვლის შეგრძნება ალბათ გამოვიქცევითქო, მეშინოდა. ნანიკომ დეტალურად ამიხსნა ყველაფერი, ყველა შეგრძნება რაც მექნებოდა. მითხრა, რომ ორი კრიტიკული მომენტია, ერთი გაჭრის დროს, როცა წნევა ქვევით ვარდება, მაგრამ ეგრევე ამიწევენ წამლით და ამ დროს შეიძლება ვიგრძნო ეს გულის წასვლის შეგრძნება და კიდევ ბოლოსკენ, როცა საშვილოსნოს ჩადებას დაიწყებენ უკანო. ისევ წნევის ზეწოლააო. მაგრამ, მე სულ შენთან ვიქნები და არ შეგეშინდებაო. ასევე შევთანხმდით, რომ თუ რამე არ მესიამოვნა, ეგრევე დამაძინებენ ვენურით.
აი, ასე სპონტანურად გადაწყდა ჩემი სპინალურის ამბავი. 5 წუთში, სადღაც 15 წუთით ადრე ოპერაციამდე.
ამ გადაწყვეტილების მერე წამიყვანეს ისევ საპროცედუროში, სადაც, სანიტარის თქმით, გამპარსეს მუცელი (ამაზე კინაღამ ფანჯრიდან გადავხტი, თუმცა, მისი თქმით მუცელი აღმოჩნდა ბოქვენი, სადაც გჭრიან) და დავბრუნდი ისევ ოთახში, სადაც დამიდგეს წვეთოვანი. წვეთოვანის დაცლის მერე წავედი საოპერაციო ოთახში. ოთახი მომეწონა. რაღაც ცარიელი და შიშის მომგვრელი ოთახები რომ ჩითავს მარტო ერთი საოპერაციო მაგიდის ამარა ხოლმე ეგეთი არ იყო. რაღაცნაირი მყუდრო საოპერაციო ოთახია.
დავჯექი საოპერაციო მაგიდაზე, ფეხები დავაწყე წინ სკამი იყო თუ რა არ მახსოვს და მოვიკუზე ანესთეზიისათვის. წინ ნანიკო მედგა და მეხმარებოდა პოზის შენარჩუნებაში. ქ-მა ნესტანმა ისე გამიკეთა ნემსი ხერხემალში, რომ მართლა ვერ ვიგრძენი. მერე წამოვიდა სითბო საჯდომიდან ფეხებამდე. მე დავწექი. დაიწყეს ჩქმეტა ნემსით, რომ გაეგოთ დაიწყო თუ არა წამლის მოქმედება. ცოტა ხნის მერე მუცელი ჯერ კიდევ არ მქონდა გაყუჩებული. დამიმატეს გამაყუჩებელი. შემოვიდა მთელი ჯგუფი, ამაფარეს თეთრი ნაჭერი წინ და დაიწყეს. ამირანმა, ეს ვისი გაკეთებულიაო (წინა ნაოპერაციების შრამი). მე ვუთხარი ვისიც იყო და ისიც დავსძინე, რომ მისი ნაკერის ნახვის მერე მივხვდი, რა ცუდი ნაკერი მქონდა თავად. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ძველი ნაკერი მომაშორა ამირანმა და მისი ნაკერი მაქვს ახლა მხოლოდ

გაჭრა არ მიგრძვნია. არ მიგრძვნია რა, უცნაური შეგრძნებებია. ცოტა ხანში მართლაც, წნევა აშკარად დამივარდა და მქონდა გულის წასვლის შეგრძნება. ვუთხარი თუ არა, დამიმატეს რაღაც წამლები, მასუნთქეს ჟანგბადი და ეგრევე გავხდი კარგად. რაც მთავარია, ჩემნაირი პანიკა და იპოხონდრიკი მეორე არ დაიარება ამ ქვეყნად, მაგრამ, მაინც მშვიდად შევხვდი ამ ყველაფერს. არ ნერვიულობ, რაღაც ისე ხარ, კარგად რა ))))) ეს წნევის ვარდნის მომენტიც კი ცუდად არ მახსოვს. ჩვეულებრივი იყო ძალიან. ოოო, ალბათ იმ დიაზეპამის დამსახურებაა, ოპერაციამდე რომ გამიჩხირეს )))) კარგი ფონი შევუქმნათო, ნანიკომ ))))
მოკელდ, ბავშვი მალევე ამოაძვრინეს. ზეწრის ზევით ამოაყოფინეს თავი ორჯერ, რომ დამენახა და რაღაც ძალიან სასაცილოდ მახსოვს. თეთრი ზეწრის მიღმა რაღაც ვარდისფერი ამოხტებოდა და ჩახტებოდა )))
მერე ნანიკო მოვიდა, მომე ტელეფონი გადავუღებ სურათს და განახებო
აი ისიც, სულ ახალი დაბადებული

[სურათებს მერე წავშლი]

ამის მერე დავურეკე მამამისს, რომელიც ელოდებოდა ჩემს ზარს, რომ მეთქვა, აი, შევდივარ ოპერაციაზეთქო და მე დავურეკე, ბიჭი გაჩნდათქო და მე ჯერ კიდევ გაფატრული ვართქო

ამის მერე ჰიჩკოკია მოსასმენად, ჩემთვის კი ჩვეულებრივი რამ არის უკვე.. ტკივილი ვიგრძენი აშკარად. ან მე გავრეკე და შეპირებული ხელის ფათურის შეგრძნება რეალურ ტკივილად აღვიქვი, ან არ გამიყუჩდა კარგად და მართლა ვგრძნობდი ტკივილს. რომ მივხვდი, რომ ვეღარ გავუძლებდი, მეთქი, სასწრაფოდ დამაძინეთთქო და გემრიელადაც გამოვიძინე
რომ გავიღვიძე უკვე გაკერილი ვიყავი. სულ რაღაც 10 წუთI მეძინა დაახლოებით. გადამიყვანეს ჩემს ოთახში და დამიდგეს შესაკუმში გადასხმა. აი, მგონი ეგ არის სამშობიარო ტკივილების ანალოგი. კაშმარ

))
ჩემი ქმარი უკვე ჩემთან იყო და ალექსანდრეც შემომიყვანეს. ისეთი ტოლმა იყო და საყვარელი; მომეწონა

სულ სამშობიაროში 6 დღე დავყავი. აქედან რთული იყო პირველი ორი დღე. მესამედან უკეთესობისკენ წავედი. აქტიურობა მეორე დღEსვე დავიწყე. პირველ დღEს ვითხოვე ამაყენეთთქო და ხვალო, რეაბილიტოლოგი აგაყენებსო.
მოკლედ, ბოლოს უკვე გიჟს ვგავდი ისე მინდოდა სახლში
* * *
სამშობიაროს პერსონალიძალიან კარგი პერსონალი ჰყავს. განსაკუთრებით მომეწონა ირაკლი და მარიკა ექიმები. ბავშთა ოთახში ყველანი ისეთი საყვარლები არიან. განსაკუთრებით ორი გოგო მომწონდა, რომლებიც მართლა შვილებივით ეფერებოდნენ ჩვილებს. ერთი სმენა იყო საზიზღარი ბავშვთაში. მაგის მორიგეობაზე ტაკო დაეწვა ჩემს ცაცკალს!!! ძალიან არ ჯდებოდა ის ქალი ჯან.სახლის პერსონალში.
დღეში ორჯერ მაინც შემოდიოდა მორიგე ექიმი. ექთანი ხშირად შემოდის. დილას საღამოს გიზომავენ სიცხეს და წნევას და გიკეთებენ წამლებს. გამაყუჩებელს მე თავად მთავაზობდნენ, თუმცა, რომც არ შემოგთავაზონ შეგიძლია მოითხოვო. მე გამაყუჩებელს არა (პირველი ორი ღამე გავიკეთე მხოლოდ), მაგრამ ესპუმიზანს და ეუკარბონს ვითხოვდი ხოლმე და მაძლევდნენ. ესპუმიზანს დღეში სამჯერ და ეუკარბონს ძილის წინ.
ღილაკის დაჭერაზე 1 წუთში ჩნდებიან შენს ოთახში. კვება უუუუგემრიელესი. მართლია დღეში სამჯერ იყო, მაგრამ მე მრჩებოდა კიდევ საჭმელი. დილას 10ზე შემოჰქონდათ. მერე 2ზე (ამას ვერ ვჭამდი ხოლმე ბოლომდე, როგორც წესი) და საღამოს 6-ზე. აქედან, ფუნთუშას და მაწონს ვიტოვებდი ღამისთვის ხოლმე, ანუ ვყოფდი.
ყოველ დილას მოდიოდა რეაბილიტოლოგი და მავარჯიშებდა. ძალიან საყვარელი და სასიამოვნო ახალგაზრდა ქალია. პოსტის ბოლოს შეგიძლიათ ნახოთ საკეისროს შემდგომი ვარჯიშები და დარიგებები.
მეხუთე დღეს გამიკეთეს ექოსკოპია მე და ნეიროსონოსკოპია ალექსანდრეს.
ისევ და ისევ, განსაკუთრებული სიყვარული და მადლიერება ჩემგან ნანიკოს!
საკეისროს შემდგომი რეაბილიტაციარჩევები:
1. საკეისროს გაკეთების შემდეგ, პირველივე დღიდან თუ არა მეორედან მაინც ყოველ დღე მინიმუმ 3-ჯერ 15 წუთით დაწექით მუცელზე.
2. სანამ კუნთები არ დაუბრუნდება თავის ადგილს, ანუ, არ შეიკვრება, არ ჩაიცვათ ბანდაჟი, ვინაიდან, არასწორ პოზიციაში დააფიქსირებს მუცლის კუნთებს. საკუთარი გამოცდილებით, იდეალურია 10 დღის შემდეგ ჩაცმა ბანდაჟის.
3. ყოვედღიურად უნდა შეასრულო მსუბუქი ვარჯიშები (იხ. ქვევით) 1 თვის განმავლობაში. 1 თვის შემდეგ შეგიძლია სრული დატვირთვით ვარჯიში. მუცელს ვერანაირი ბანდაჟი და შელოცვა ვერ დაგიბრუნებთ თავის ადგილას ისე იდეალურად, როგორც ვარჯიში!
ყველა ვარჯიში დაიწყეთ 10-ით და ყოველდღიურად გაზარდეთ შესრულების რაოდენობა სურვილისამებრ.
სურათი 1.
ფეხებით აკეთებ ველოსიპედს ისე, რომ ჰაერში არ წევ. ანუ, სინქრონულად უნდა გააცურ-გამოაცურო საწოლის ზედაპირზე.
სურათი 2.
ფეხებს მონაცვლეობით სწევ ჰაერში დაახლოებით 45 გრადუსიან კუთხეზე.
სურათი 3.
მოკეცილი გაქვს ორივე ფეხი. შემდეგ რიგრიგობით მიგაქვს მოკეცილი ფეხლი მუცელთან ახლოს.
სურათი 4.
ეყრდნობით ფეხებსა და მხრებს და ისე სწევთ წელს ჰაერში. იმეორებთ.
სურათი 5.
მოკეცილი ფეხები მორიგეობით ხან მარჯვნივ გადაგაქვთ (შეტყუპებულად) ხან მარცხნივ.

მოკლედ, მეყო

აღარ მახსენდება მეტი არაფერი. თუ რამე კითხვები გექნებათ, აგერ ვარ ჭამის შუალედებში