ესეიგი მეც უდნა დავიწყო

სად ხართ საკეისროს კანდიდატები )))
ჩემი პანიკიორობის ამბავი მგონი საქვეყნოდ ცნობილია

ხოდა როცა გაირკვა, რომ 21-ში ვაპირებდი, ეგრევე პანიკაში ჩავვარდი, აღდგომების მერე ველოდებოდი და ვწელავდი დროს ))
წინა დღეს როგორც ყველას, მეც მითხრეს 7-ის მერე არ ჭამოო და ადრე დაიძინეო.
ხოდა დავიძინე სადღაც 12-ზე მაგრამ ღამეში ზუსტად 7-ჯერ გამომეღვიძა, ვაიმე მაგვიანდება, ვაიმე გათენდა, ვაიმე რა მეშველება და ასეთი შეგრძნებებით ))
ბოლოს გამეღვიძა 7-ზე და აღარ დავიძინე, ბარემ 10-იც მალე მოვა თქო
ავდექი, გადავამოწმე ყველაფერი, ბლოკნოტში მეათასედ დავაპლიუსე წასაღები რაღაცეები, თავიც დავიბანე დრო რომ გამეყვანა და დავჯექი ლოდინში როდის გაიღვიძებდნენ სხვები )
ხო, ოყნას რაც შეეხება. სახლში გავიკეთე წინა საღამოსაც და პროფილაქტიკის მიზნით დილითაც, თავის დაძრვევის მიზნით, სანიტარი არ დამეტაკოს იქ მისვლისას თქო
როგორც იძახდა აქ ზოგი მშობიარობა მირჩევნია ოყნასო, ნამდვილად არ ყოფილა ეგრე, არაფერი ისეთი არაა, რომ ვაიმე აი პანიკა

ნუ გააჩნია სად იკეთებ ალბათ და ვინ გიკეთებს ))
მივედი 10-ზე არსენთან, აბა წავედით ეხლა წინა სამშობიარო ბლოკშიო, მეთქი ვაიმე

ჯერ ან პალატაში მოვთავსდე, ან ხალხს ხელი დავუქნიო )) არაო, ეგრევე გამაქანა )
დამაწვინეს იქ, თითით გასინჯვას მაინც ვერ ავცდი :/ 2,5 ვიყავი გახსნილი, დავშტერდით - საერთოდ არ მტკიოდა, გულში ვფიქრობდი ეჰ, მეთქი იქნებ რა იოლ მშობიარობას ვმაზავ თქო
არიქა, ბრიტვაო დაიძახა ვიღაც ქალმა, მეთქი რაის ბრიტვა ქალბატონო, გასინსილებული ვარ აგერ ქალი შემხედეთ თქო ))
ვა ყოჩაღო, დამანებეს თავი, გაპარსვასაც ავცდი )
მერე კათეტერი უნდა ჩაგიდგათ ხელშიო და აი მანდ დამარტყა უკვე თავში და დამეწყო ცქმუტვა
გავიხედე გვერდზე და ოდნავ ტკივილი ვიგრძენი, მეთქი რამე პატარა ნემსია, არ ჩანდა ასე გარედან
მესამე დღეს რომ მომხსნეს, ვუყურე და სადღაც 10 სანტიმეტრიანი პლასმასის ჩხირივით მედგა ხელში
მაგის გაკეთებისთვის რომ მეყურებინა, ალბათ უარს ვიტყოდი ბავშვი გაჩენაზე ://
ამ დროს თან ავსებდნენ საბუთებს, ჰაი ჰუი. ხოდა რომ მოვრჩიტ ამ საქმეებს, გადი ახლა დაემშვიდობე შენებსო )
გავედი, მეთქი ცოტნეს ვეტყვი, რომ აბა წავედით ) და ისეთ ფერზე დამხვდა, სულ მწვანე იყო, ტუჩებს იჭამდა, წინ და უკან დადიოდა
ვიდეოს მიღებდა თან და შკარად დავინახე ხელები როგორ უკანკალებდა, ხოდა იმ წამშივე გადავიფიქრე, აღარ შემიყვანია.
სამაგიეროდ მთელი ჭრა-კერვის პროცესს დედაჩემმა უყურა აქტიურად, მე საერთოდ არ მეონტაქტებოდა, შუშის იქით იდგა.
მე მაგალითად ეგეთ რამს ვერასდროს ვერ გავუძლებდი
მოკლედ, დავემშივოდე ხალხს დიდის ამბით და წავგორდი წინა სამშობიარო ოთახისკენ, თუ რაც ქვია
თან გზაში მესმის ჩურჩულები 'ნახე რამხელა მუცელი აქვს' და ეგეთები, მეთქი 1 საათში აღარ მექნება და როგორ მომენატრება თქო, ეჰ :დ
იქ დამაწვინეს რაღაც ლოგინზე,ჩემი თბილი ნაკსები გამხადეს, ჩამაცვეს ბახილები და თავზე ქუდი დამაფარეს )
კათეტერში ჩამიდგეს რარაც სითხე და სადღაც 1-1,5 გავჩერდი ასე, სანამ ჩამოიცალა,
ვწვარ აბსოლუტურად მარტო და აი არაფერზე არ ვფიქრობ, სულ ვდებ, ვდებ მეთქი აი ჯერ არ იწყება, აი ჯერ კიდევ დროა დარჩენილი

:პანიკა:
დამლაპარაკებელიც არავინ მყავდა, ექთანმა მიმაგდო და წავიდა :|
ამ დროს შემოაგორეს ვიღაც გოგო, ვაიმე მეთქი მეშველა
და დავუწყე უწი პუწი ლაპარაკი,
პირველია? არა მეხუთეო და მივხვდი რომ აზრი აღარ ქონდა კითხევებს - გტკიოდა? იგრძენი? და დავანებე თავი )
მეორე დღეს დაფრინავდა ის გოგო, მე კიდე საწოლშიც ვერ ვტრიალდებოდი :|
როგორც იქნა შემოვიდა ანესთეზიოლოგი, ვახ რა ჯიშიანი გოგო ხარო )) მეთქი მადლობა, ვიცი რომ გასიებული ვარ )
და გამაგორეს საოპერაციოში :ს ეს ნაგროვები გულის ხეთქვა ამოვანთხიე ერტბაშად და მოვრთე სლუკუნი,
წავიდა მერე ჩემი დაცინვა, ამხელა გოგო ხარ, რა გატირებს,
ერთი 5 წუთი ვისლუკუნე და გავჩერდი მერე.
რამხელა ხარ სიმაღლეშიო მეკითხება ანესთეზიოლოგი, მეთქი 180
უჰ წონაც კაი გექნება შენ, ცხენის დოზა არ გეყოფაო : ))
დავაი მოიკუნტეო, კატასავით დაჯექიო
კატა გავიგე თუ არა დავმშვიდდი
ეგრევე ჩემი კატები გამახსენდა რა საოცარიც არ უნდა იყოს
და დავიწყე ფიქრი მაგათზე ))))))))))
მოვიკუნტე და მოვუჭირე ხელი ექთანს, მოვიდა ამ დროს არსენიც.
ნემსი რომ ვთქვა მტკივნეული იყო თქო, დიდად არა
აი თავიდან ჩხვლეტა გამიჭირდა, მერე წამლის შეყვანის დროს
რომ ჩამითბა და ჩამიხურდა მთელი წელი და ფეხები, მივხვდი რომ მეთქი აი დაიწყო )
და უცებ სანამ კიდევ ძალას ვგრძნობდი ამწიეს და დამდეს საწოლზე.
დამიწყეს ნემსების ჩხვლეტა მუცელში
გრძნობ? კიი. გრძნობ? კიი
ეეე, შენ იტყუები რაღაცაცო, მეთქი მართლა ვგრძნობ და რა ვქნა :დ
ხოდა არ დამიჯერა იმ კაცმა და ალბათ ანიშნა არსენს, დაიწყეო
ხოდა მუცელზე აი ბრიტვას რო დაგისვამენ, ისეთი შეგრძნება უცებ :O თან მტკივნეული
მეთქი მოიხედე ბიძაჩემო აქეთ, მართლა მტკივა მუცელთან აი თითქოს დანას მისვამენ თქო
და გაჩერდი გაჩერდიო, არსენს ეუბნება, ამას მართლა ცხენის დოზა უნდაო და დამიმატა კიდე
მერე წავიდა შეგრძნებები ჯაჯგურის, ყანყალის, ხელების ფათურის :ს
ვისაუბრეთ ბოდლერზე
ბოლოს პოლიტიკაზე გადავედით. თან სულ ვკითხულობ ბევრი დარჩა? ბევრი დარჩა?
18 წუთში ამოიყვანეს ჩემი ბიჭი, შეხედეო და ვერ ვატრიალებ თავს,
დედაჩემიც შემოვიდა ამ დროს და დავინახე რაღაც იასამნისფერი.
ვერ ტიროდა, ლორწო ქონია ფილტევბში და როგორც კი ამოუსუფთავეს, მორთო ღნავილი.
მე ხო დაკავებული მქონდა ხელები და სადღაც კისერთან დამიწვინეს რაღაც თბილი და სველი.
ვერ აღვიქვი საერთოდ რა ხდებოდა, მეთქი ჩემი ბავშვია ეს? ჩემი შვილია? სუ ასე ვიძახდი ))
მრე დაავლეს ხელი და გაარბენინეს.
მანდ ამოვისუნთქე ცოტა.
მეთქი ეხლა დავიძინებ, მაგრამ გადავიფიქრე მერე
რახან ამ ჯაჯგურს გავუძელი, გაკერვას როგორ ვერ გავუძლებ თქო,
მაგრამ ცოტა მტკივენული კი იყო,
აი როგორც ძაფით რომ კერავ რაღაცას და პირი პირთან მიგყავს, მასეთი შეგრძნებაა .
დავიწყე თვლა და ვითვლიდი უაზროდ. თან ვკითხულობდი მეორე ბავშვის გაჩენა როდის შეიძლება თქო (თურმე)
მე აღარ მახსოვს :დ ძლივს გამაჩერეს, ჯერ ეს ერთი შეირგეო ))
35 წუთში მორჩა ყველაფერი, ამაგდეს და გადამაგდეს საგორაო საწოლზე და გამიყვანეს ცალკე პალატაში. იქ რომ მომიყვანეს სანდრო,
აი მანდ უკვე დამეწყო რაღაცეების შეგრძნება )
რომ ჩავიხუტე კინაღამ დავშეტრდი. მერე მამამისიც შემოვიდა და სამივე ესე ბედნიერები ვიყავით და ვუყურებდით ერთმანეთს,
ხმა არ ამოგვიღია არცერთს კაი ხანს )
მერე იყო უკვე ჩვეულებრივი ამბები, პალატაში გადაყვანა,
შესაკუმში წამალი,
გამაყუჩებელი,
ყველაზე მეტად რაც გამიჭირდა, ეს იყო შიმშილობა.
იმ დღეს ხომ არაფერი მაჭამეს,
მეორე დღეს კიდევ მარტო ჩაი და 2 ნაჭერი სუხარი, კინაღამ გადავდექი ჭკუიდან )
სამშობიაროზეც დავწერ და ვსო, თორემ რომ გადავხედე ძაან თავხედურად ბევრი დამიწერია ))
როგორი აღფრთოვანებულიც მივედი, მთლად ისეთი არ წამოვსულვარ, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ.
არსენზე ის გამიტყდა, რომ პირველი 2 დღე რაღაც თითქოს ზრდილობის გამო შემოვიდა რამდენჯერმე, მერე დამიკიდა
მე ასე მომეჩვენა, რავიცი
ექთნები და მორიგე ექიმები იყვნენ ზოგი ძალიან კარგი ნაკადი, ზოგი სულ მთლად უვარგისი.
ერთი საღამო, კინაღამ რომ მომკლა ტკივილმა
4-ჯერ გავიდა დედაჩემი (ზარს არ ვრეკავდი მაინც, მეთქი არ შეწუხდნენ ზედმეტად თქო

)
და იმენა გამაყუჩებელი არ მაღირსეს,
მერე რომ დააქოთა თავზე ყველაფერი დედამ, თავზე რახან ადგახართ თქვენო, არ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ შემოგვეხედაო.
ის დღე საერთოდ არ შემოსულან და არც ღამე .
მერე იცოცხლეეე, დარბოდნენ კარგად : ))
გამაყუჩებელს მაძლევდნენ დიკლოფეროლს, რომელიც თურმე სასტიკად აკრძალულია ლაქტაციის დროს,
მე დებილმა კიდევ სალხშიც გავაგრძელე სმა და კაი 8 დღეს გავიგე ეგ ამბავი :/
ნაკერი მარცხენა მხარეს უკვე კარგად მაქვს, მარჯვნივ მაქვს გართულებული,
თითქოს არ ხორცდება, პირი აქვს ღია
და მაქვს საშიიინელი, აუტანელი ტკივილები მთელი ღამე +
ძუძუებიც ძალიან მტკივა, კალპაკების გარეშე ვერ ვაჭმევ
საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ არც ისეთი საშინელება ყოფილა, როგორიც მე მშიშარას მეგონა )
თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მეორე ბავშვზე ალბათ დავიძინებ.
შეიძლება მანამდე გადავიფიქრო კიდევ
მგონია ხოლმე, რომ, რაც ნაკლები მეცოდინებოდა ისე ამ ამბებზე, უკეთესი იქნებოდა ჩემთვის.
კითხვებითაც არ წავჭამდი ტვინს და ყოველ წამს არ დაველოდებოდი - აი ახლა კათეტერია, ახლა ნემსია და ა.შ.
ბოდიშით ძალიან ბევრი ვწერე, თუ რაღაც მიაშალეთ ეს პოსტი და ეგ იქნება )
Nature Has Fixed No Limits On Our Hopes.
. Tall Girls Are Nice .
UK`s (British: Bristol 08)
ყველაზე გულუბრყვილო არსება ვარ მთეეეეელი დედამიწის ზურგზე :user: