როგორც იქნა, მეც მოვედი ჩემს მოგონებებთან ერთად : )
პირველ მარტს სრული 40 კვირა შევასრულეთ და არანაირი წინა სამშობიარო ნიშანი არ მქონდა, შეშფოთებული გავვარდი ეხოზე შარიქაძესთან, იმან უფრო ამაღელვა, მითხრა ჯერ მესამე ხარისხში გარდამავალი სიმწიფე გაქვსო და 2 კვირაც რომ იჯდეს ეგ ბავშვი მანდ არაფერი შეაწუხებსო, თან მიაყოლა, ყოჩაღ კარგად მოგისუქებიაო 3,7 დან 4 კილომდე იქნებაო (მოგვიანებით ვნახე, ეხოს ფურცელზე 3,6 ჩაუწერია

)
მოკლეთ, წამოვედი ეხოსკოპიიდან დაპანიკებული, ყველას ჩემს გასაჭირს ვუყვებოდი. შევაწუხე ირგვლივ მყოფი (და არა მარტო) საზოგადოება : ))
2 ში საღამოსკენ ოდნავ წამომტკივდა მუცელი მაგრამ არ შევიმჩნიე, გახარებულმა საწოლში ვკარი თავი ცოტას გამოვიძინებ რომ თუ მეშველა ძალები მქონდეს თქო, მაგრამ არც ჩამეძინა და არც ტკივილი განმეორებულა :შ დაახლოებით 2 საათი მეძინა მთელი ღამის განმავლობაში, ტკივილებს ველოდებოდი
3 ში სადღაც 12 საათისკენ ისევ წამომტკივდა, ეხლა უკვე ცოტა უფრო ძლიერად, მაგრამ ინტერვალები ძალიან არეული იყო და თან ტკივილი საშინლად ასატანი, ვფიქრობდი სულ ეგ თუა სამშობიარო ტკივილები რაღა მიჭირს თქო

საღამოსკენ დავურეკე ჩემს გინეკოლოგს და მოვახსენე სიტუაცია, მითხრა მაინც მიდი გაგსინჯონ, რა იცი რა ხდებაო. მეც დიდი სიხარულით მივაკითხე ჯანმრთელობის სახლს. გამსინჯა მორიგე ექიმმა, ირაკლიმ (გვარი არ მახსოვს) და ჯერ მარტო თითის წვერს ატარებს, 1–2 დღე არაფერი იქნება სავარაუდოდო და წადი სახლშიო. გამოვბუნძულდი უკან იმედგაცრუებული, მინდოდა 3ში გაჩენა.
ღამე 11 სკენ ტკივილებმა მიმატა, მაგრამ აღარ ვთქვი არაფერი, ვიცოდი გამაქანებდენ სამშობიაროში და არ მინდოდა კიდევ უკან გამოვეშვი, გადავწყვიტე სადამდეც შევძლებდი მომეთმინა. დავწექი, არადა ინტერვალი შეცირდა ყოველ 10 წუთში მტკიოდა უკვე. ვეცადე დამეძინა, ინტერვალებში რამდენიმე წუთით ჩამეძინებოდა და ტკივილის მოვლამდე დაბარებულივით წინასწარ მეღვიძებოდა

მადლობა ჩემს რძალს რომელმაც სპეციალური სუნთქვები მასწავლა ტკივილების შესამსუბუქებლად. ამ სუნთქვითმა ვარჯიშებმა დილამდე გამაძლებინა. დილით 9 საათვისთვის უკვე ყოველ 1,5 – 2 წუთში მივლიდა და ტკივილიც გაცილებით ძლიერი იყო. მეტს ვეღარ ვითმენდი და ვაკადრე ოჯახს გაღვიძება
ათის ნახევრისთვის მივედით სამშობიაროში, გამსინჯეს და 4 სმზე ხარ გახსნილიო (ეგ რამდენ თითზე გახსნას ნიშნავს არ ვიცი

) და გამიშვეს საპროცედუროში მოსამზადებლად. მომზადებული და გამოწყობილი გამამწესეს წინა სამშობიარო ბლოკში, სადაც გამსინჯა ქორიძემ და წყლებიც დამაღვრევინა. ამის მერე, ყოველ 10– 15 წუთში მსინჯავდა მორიგე ექიმი (მარიკა) და მიზომავდნენ წნევას. ტკივილი თანდათან აუტანელი ხდებოდა, მაგრამ მაინც ვახერხებდი სულის მოთქმას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ექთნებს რომლებმაც არც ერთი წამი არ დამტოვეს მარტო, მამხნევებდნენ, თან ერთი წელს მიმასაჟებდა, მეორე სველი ბამბით სახეს მიზელდა. სამწუხაროდ არც ერთის სახელი აღარ მახსოვს.

13:00 საათისთვის გადამიყვანეს სამშობიაროდ, ზუსტად 13:10 წუთზე დაიბადა ნუცა / მართა, 3 გაჭინთვაში. გალურჯებული იყო და არ ტიროდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს გვერდზე მაგიდაზე და გაუსუფთავეს სასუნთქი გზები. მერე კი მორთო ჩხავილი. ვერ აღვწერ იმ სიხარულის და ბედნიერების გრძნობას ამ ტირილმა რომ მომგვარა. ეგ მომენტი ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მოგონებად დარჩება სამუდამოდ.

მერე გიჟივით ვიმეორებდი წონა რამდენია, სიგრძე რამდენია? ტელეფონს ვითხოვდი

, ექთნებს ვებოდიშებოდი, მგონი შეგაწუხეთ თქო, თან ნუცის ვერ ვაცილებდი თვალს
მიუხედავად იმისა, რომ ჩარჭრა დამჭირდა, არც ჩაჭრა, არც გაკერვა და არც რეაბილიტაციის პერიოდი არ ყოფილა მტკივნეული და საერთოდაც ჩემი მშობიარობა ტკბილ მოგონებად დამრჩება. აუცილებლად გავუჩენ ჩემ შვილს და–ძმას!