ტაკს, ეხლა მინდა თქვენი აზრი.
ყოველთვის ვფიქრობდი რომ 2 წლამდე ბავშვის ბაღში შეყვანა არ მინდოდა.
ჩემმა დამ 1.4 თვის შეიყვანა და ყოველ დღე ტირილი და უბედურება ჭირდა ნანიკოს.
მე არ შემიძლია.
მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ვიცი ბაღის პლიუსები და ვხდავ გარშემო ჩემი მეგობრების ბავშვები რა თავხედები, მუნჯები, ეგოისტები, მშობლებზე დამოკიდებულები მიდიან ბაღში და 2 კვირაში აბსოლუტურად სხვანაირები და შეცვლილები (დადებითისკენ) ბრუნდებიან, დავფიქრდი......
გეგმა მქონდა ასეთი რომ იქეთ იანვარში სანდრო 2 წლის გახდება, სექტემბერში იქნება 2.9-ის და მივიყვანთქო ბაღში და მერე მინდოდა მეორე ფიქრი.
ჩემს ძიძას ვერსად ვერ გავუშვებ, შესაბამისად ბაღის პერიოდში სხვა დატვირთვით მომეხმარებოდა და მერე უკვე ძირითადად მეორეზე.
ახლა ვფიქრობ, ამ სექტემბერში ხომა რ შევიყვანოითქო, რატომ ავიჩემე არ ვიცი მაგრამ ვფიქრობ.
მითხარით და ვის რა გამოცილდება გაქვთ ამ ასაკზე და რას ფიქრობთ ზოგადად?
ისე თვითონ არის ძალიან, ძალიან განვითარებული, ყველაფერი ესმის, ყველაფერს იმეორებს, გვახვედრებს, უფრო დიდი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ძალიან უყვარს სტუმრები, განსაკუთრებით ბავშვები, არ არის აგრესიული, დარბის უკვე და ნუ ზაფხულში პამპერსის გადაგებაც გვინდა და ქოთანსაც შევეჩვევით იმედია.
ცოტა მოთავხედოა თუ უბრალოდ მე ვარ ზედმეტად მკაცრი არ ვიცი. ანუ მაგალითად რამე რომ უნდა ეგრევე კივის. თუ არ მიეცი ისტერიკაში არ ვარდება მაგრამ კაი ხანს ითხოვს.
ანუ ალბათ უფრო ჯიუტი ქვია მაგას (რა თქმა უნდა ერთხელ თU ვუთხარი არა, ვაჩვევ რო უშანსოა და არ გადავიფიქრებ), აი უჯრის გამოღება უნდა ხოლმე ერთის და რომ ვეუბნები არა და გვერდიტ რომ ვუდგავარ, ცდილობს უცბად გამოაღოს და მოასწროს.
შეიძლება ვაზედმეტებ და ბავშვია უბრალოდ, მაგრამ თუ არ ვაზედმეტებ - არ მინდა ისეთი ბავშვი გავზარდო, სხვებისას რომ ვერ ვიტან და გული რომ მისკდება ხოლმე დანახვაზე კია რა, ისტორიის გაგობეაზეც კი...
ხოდა ალბათ ამ ყველაფრის შედეგეად დავფიქრდი...
გისმენთ
Whether you think you can or you can't - you're right.