მეც ასე ვიცი. პირობებიც დაახლოებით იგივეა

)
პირადად ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ, რა მჭირდება ბაღისგან:
**პირველ რიგში კარგი აღმზრდელები, რომლებიც მოექცევიან ბავშვებს ადამიანურად, ასწავლიან, მიაქცევენ ყურადღებას და იქნებიან პასუხისმგებლები მათ უსაფრთხოებაზე.
**სისუფთავე და წესრიგი.
**კონტროლი, რომ ბაღში არ მოხვდეს ავადმყოფი ბავშვი, ანუ ვირუსების გადამტანი. ამის გამოა, რომ ბავშვები ნახევარჯერ არ დადიან ბაღში. თუ ძიძისთვის მომიწევს დამატებით ფულის გადახდა, რომ თვეში 2 კვირა სახლში მოუაროს ბავშვს და + კერძო ბაღის საკმაოდ სოლიდური ხარჯი მექნება, გავალ ასტრალში

)))) ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ბაღიდან არ მოიტანოს ვირუსები.
**კარგი კვება.
**და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - გახანგრძლივებული ჯგუფი, სადაც შევძლებ, რომ დავტოვო 7-მდე, ან 9-მდე.
ტრანსპორტირება ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ბონუსის სახით მივიღებდი
და ეს ყველაფერი არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს. სხვა შემთხვევაში მივიყვან სახელმწიფო ბაღში, სადაც ადამიანური პირობებია უკვე, გადავიხდი 50 ლარს, დანარჩენ 200 ლარს გადავუხდი დამხმარეს, რომელიც 5-ზე წამოიყვანს ბავშვს, სახლში საჭმელსაც გამიკეთებს, მირეცხ-მორეცხავს და ბავშვსაც ყურადღებას მიაქცევს. მეც მშვიდად ვიქნები.
მემგონი მშობლების უმრავლესობას, ვისაც არ ყავს სხვა დამხმარე ოჯახის წევრი, ჩემნაირი სიტუაცია ექნება. და იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოთ სოკოებივით მომრავლებულ ბაღებს, მშობლებს უნდა შესთავაზოთ რამე განსხვავებული და ღირებული და ფასი ნაკლები თუ არა, მეტი არ უნდა იყოს

))
* * *
Take_Offრა გაცინებს

.
This post has been edited by Doloress on 11 Mar 2011, 13:52