Antigone გენეტიკურია აუტიზმი ნეტა?
გენეტიკურიც არის მაგრამ გამომწვევი მიზეზებიც არსებობს,აი მაგალითად ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად, ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. სტრესი - აი ამ დაავადების გამომწვევი უხშირესი მიზეზი.
აუტიზმის გამომწვევი:
გარემო ფაქტორები: ტყვია, კადმიუმი, ალუმინი, სტიბიუმი, ვერცხლის წყალი, ქიმიური პრეპარატები.
კვების ფაქტორები: კადმიუმის, მაგნიუმის, რკინის, B6 და B1 ვიტამინების, ანტიოქსიტანტის, გლუტაციონის, ძირითადი ცხიმოვანი მჟავების, სხვა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი.
მეტაბოლური ფაქტორები: დაავადებული ღვიძლის დექსიფიკაცია; ჰიპოკლიკემია; ობი; მტვერი; მცენარის მტვერი; ამინო მჟავის გამტარი გზების ანომალია; ფენოსულტოტრანფერაზის ნაკლებობა; “თირკმლის დაზიანების” სინდრომი.
ალერგიული ფაქტორები: საკვები (განსაკუთრებით, წებოვანა და კაბეინი); საკვების საღებავები; დანამატები.
ნაწლავის ფაქტორები: დაზიანებული ნაწლავის სინდრომი; ნაწლავის შეწოვისუნარიანობის დაქვეითება; კანდიდას მიკრობის გავრცელება; პროტეინის არასრული ათვისება; ბაქტერიული ტოქსინები; პარაზიტული ინფექცია.
იმუნოლოგიური ფაქტორები: ვირუსული ინფექცია, აცრა
სწორედ ამ უკანასკნელის გამო დაავადდა ჩემი დაქალის ბავშვი,6 თვის ასაკში გაუკეთდა პირველი აცრა და ბავშვი ლამის კრუნჩხვებში ჩავარდნილა,ჰქონდა მაღალი სიცხეები რამდენიმე დღე,მაგრამ მალევე გაუარა, 2 წლის შემდეგ შეამჩნიეს და დაუდგინეს აუტიზმის მსუბუქი ფორმა

დღეს 6 წლისაა,ყავს მეორე შვილი,სრულიად ჯანმრთელი

მეტს აღარ გავაგრძელებ,ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის
This post has been edited by Ni-L on 7 Oct 2010, 11:53