bachi1975GoddesspraviniaSulelukaDancerGogona_stervaMPGwhite-booCtrlმოკლედ მოვედი, გთაგავთ ყველას

ჯერ ჩემს ექიმს ვერ დავუკავშირდი და არ ვიცი ის რას მეტყვის, მაგრამ მოგწერთ რა მითხრა თერაპევტმა
1. ფილტვებს მოუსმინა და სუფთააო, 32 კვირაზე შეიძლება ანტიბიოტიკების დანიშვაც და 2 წამში წამოგაყენებს ფეხზე მაგრამ არ მინდა, არ გამოგიწერო, ჩაი მიიღე ბევრიო, თბილ-თბილი სითხეო... თაფლიანი რძეო..
2. ყელი მართალია არ გტკივა მაგრამ საშინელი სიწითლე გაქვსო, თბილი სოდიანი სავლებები იკეთეო. ტანტუმ-ვერდეზე სასტიკად გამაფრთხილა არ შეიძლება ორსულებშიო!!! O_o ვეღარ გავიგე რა , აბა რაღატო ნიშნავენ.. მე ვუთხარი ბევრ ორსულს აქვს დანიშნული და დავიჯერო მართლა არ შეიძლებათქო? და შევიდა, ინტერნეტში დასერჩა, კიდევ რაღAც თავიანთი პროგრამა-დავთარი გახსნა და ეწერა რომ საფრთხილოა ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის!.... ,,სალბი"-ს (შალფეი) ტაბლეტები წუწნეო.
3. ყველაზე მთავარი - ეს გამონაყარი ვანახე, თავიდან შეშინდა... ბავშვთან ხომ არ გქონია შეხებაო.. ეხლა გავრცელებულია მუნიო (გამისკდა გული!), მაგრამ ბავშვებს შავი წერტილები უჩნდებათ ამ მუწუკების თავზეო, ეს ესეთი არ არისო.. ალერგიული ფონიაო..
გამომკითხა რას სვამდიო, რას ჭამდიო..
ვახსენა ,,მაალოქსის" ტაბლეტები - რომელიც თერაპევტის მიერ დამენიშნა გულძმარვისთვის O_ო, ამაზეც მითხრა არ ინიშნება ორსულებშიო : (
ამან მოგცა ალერგიაო. ,,ჩერედა" იყიდე და მაგით ჩამოიბანე დაყრილი სადაც გაქვსო. ისეთი არაფერია, მაგრამ დერმატოლოგს ეჩვენეო.
ტატიშვილის კლინიკაში წავალ (ხანდახან ვფიქრობ აღარ წავიდე, ჯანდაბა რა დავიღალე) და მნახავს დერმატოლოგი, კიდევ გასტროენტეროლოგი (კუჭის ექიმი) რომ დიეტა დამენიშნოს, იჟოგა ერთია (როცა მჟავე წვენი ამოდის მაღლაო, მე ეს არ მაქვს) და მეორეა როცა ისე გაქვს კუჭი მგრძნობიარე და გაღიზიანებული ამ ორსულობის გამოო.
ვზივარ ახლა სახლში, ვიშხაპუნებ ,,აკვამარისს" ცხვირში (უფრო მჭედავს მგონი, სისულელეა ესეც) და ვარ.
საღამოს ევკალიფტის ფოთლების ინგალაციას გავიკეთებ დაწოლის წინ (ეს მე მოვიფიქრე

)...
პ.ს პრავინია
ხველებისთვის კომშის ფოთლების ნახარში მირჩიეს ნაცნობ-მეზობლებმა-დედამთილის ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა (ხო იცი ამ დროს ყველა ექიმია, ყველა კომპეტენტურია, ისე შეიცხადებენ ,,უი ორსულმა თავი გაიცია?" კი არ იქნება საშიში ბავშვისთვის, მაგრამ.... ,,მაგრამ" და დოზანა მაგათ!) და თერაპევტმაც და გინეკოლოგმაც მითხრა შენ დოზას ვერ განსაზღვრავ, არ გინდა, საერთოდ არ დალიოო, ბოლო თვეში ხარ და სისხლს დაგითხელებსო.
ჭირი იქა, ლხინი აქა...
ნახევარ საათში დავურეკავ ექიმს და მერე იმან რა მითხრა გეტყვით.
loading...