ჩემი თავგადასავალი

ჩემი შვილის მაქსიმუმი ძილი იყო 15-15 წუთი. ღამე მილიარდჯერ იღვიძებდა. აი კოშმარი იყო. რომ მახსენდება მეშინია.
სადღაც 7 თვიდან დავიწყე წვრთნა. ძალიან ძნელი და ჩემი ნერვები გავატანე თან, მაგრამ უუუზარმაზარი შედეგით დავასრულეთ.
თავიდან. შევიყვანე, ჩავაწვინე, გამოვედი. საშინლად იტირა. მივედი ჩავუდე მატყუარა, ისევ გამოვედი. მოკლედ, თავიდან ძალიან ბევრს ტიროდა

შევდიოდი ვამშვიდებდი, ხან ვძლებდი რომ არ ამომეყვანა და ხან ამომყავდა. მოკლედ, ღამღამობით მე ვასწავლე ასე ჩაძინება, მაგრამ ძიძას ვერაფრით ვაიძულე იგივე გაუკეთებინა დღის განმავლობაში. ამასობაში მიშველა იმან რომ დასასვენებლად წავედით ერთი თვით. 9 თვის იყო ზუსტად. სანამ არ შევამჩნევდი რომ მაგრად ეძინებოდა, არ ვაძინებდი. თავი რომ მოსწყდებოდა, შემყავდა დავაწვენდი, მივუწვებოდი გვერდით. გადმოვიტრიალებდი ჩემსკენ, ჩუმად ვებურტყუნებოდი, გადატრიალდებოდა, გადმოვატრილებდი

მოკლედ, ასე. არ ვდგებოდი, არც ამყავდა და ამ ჭიდაობაში ეძინებოდა. აი, იმედი რომ გადამეწურებოდა, ზუსტად მაშინ უცბად დახუჭავდა თვალს და ითიშებოდა წააამში. აი აქ ისწავლა თავისით ჩაძინება და მერე მოხდა სასწაული ის, რომ დავაძინე 9 საათზე და რას ვხედავ გაიღვიძა დილის 8 საათზე. ეს იყო ჩემი პირველი უწყვეტი ძილის ღამე მისი დაბადებიდან.
II ეტაპი. ჩავაწვინე თავის საწოლში., მე აღარ მივუწექი. მივუტანე ბოთლით ჩაი და მატყუარა. ჩაცალა ბოთლი, გადააგდო და აწკმუტუნდა, მივედი, ჩავუდე მატყუარა, დავტოვე ტერიტორია და დაიძინა. ცოოოოოტას წვალობდა თავიდან, მაგრამ შეძლო.
ახლა 11 თვისაა და იძინებს შემდეგნაირად. ვბან, ვაცმევ პიჟამოს, ვვარცხნი თმებს, ვკოცნი გაბუშტულ ლოყაზე, ვაწვენ ლოგინში, მიმაქვს 3 სოსკა, ბვედნიერი სახით ირჩევს ერთს, იდებს პირში. დანარჩენ 2-ს გვერდზე ვუდებ, გამოვდივარ, შუქს ვუტოვებ ძალიან დაბალზე, ვურთავ მუსიკას, შემაქვს ჩაი. ჩაის ტრადიცია ვერ მოვაშლევინე, მაგრამ ნამდვილად არ ვიწუწუნებ მაგაზე.
რაც მთავარია, ძიძაც ასევე აძინებს შუადღეს

და ბავშვს, რომელსაც არ ეძინა დაბადებიდან 11 თვის ასაკში სძინავს დღეში ორჯერ და + მთელი ღამე გადაბმულად. ეტყობა ინაზღაურებს
არნახული ბედნიერებაა ის რომ მაქვს გამოცდილი რაც იყო. ვაიიიიიი
იქნებ წაგადგეთ რამეში