დღეს პოლიკლინიკაში მყავდა ალექსანდრე და
ძალიან მაგარი კაციაოოო

ექიმები და ექთნები რომ შემოდიოდნენ სულ დაუჩქმიტეს ლოყები

ყველა ღაბაბზე და ლოყებზე წიწკნიდა

ეს კიდევ დაგორებული
იყო თეთრი გოჭივით და ხმას არ იღებდა
მოკლედ 60 სანტიმეტრია ჩემი კვახი, 4 სმ და
1 400 გრ. ჩაუწერა ნამატი

სისხლის ანალიზიც ავუღეთ, შევშინდი პატარ-პატარა გადახრები იყო ნორმებიდან ზოგ მაჩვენებელზე
მაგრამ ველაპარაკე და ეგ საკვების მიღების ბრალიაო.
ორშაბათს დაბარებული ვართ ასაცრელად.
უბნის პედიატრს ვკითხეთ აზრი და ეს ვაქცია იგივეა ზუსტადო
და ამიტომ რომელიც გინდათ ის გააკეთეთო.
მერე ჩემ მეორე პედიატრს ველაპარაკე, აბელაშვილს, გაეცინა ფასიანი და უფასო რო ვუხსენე.
არცერთი არაა ნაჩუქარიო, ერთს სახელმწიფო ყიდულობს და მეორეს პოლიკლინიკაო.
მთავარია არ იყოს ჭ ქვეყნების წარმოებაო, მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მეტ
რეაქციას იძლევა, ან ნაკლებსო.
(ლაპარაკი არ არის ინდონეზიურ და ინდურ აცრებზე)