malimalia
ბავშვი ტირის:
1, გაზების გამო-გადაამოწმე შენი მენიუ, მაგალითისთვის კომში კომპოტი ბერავს სასტიკად, ახლა სეზონია და შესაძლოა გქონდეს მენიუში, ზოგადად ჩამოწერე შენი მენიუ და კარგად გადახედე
2, თუ სცივა ბავშვს ფეხებზე და მიცელზე ასევე გაზები იქყებს შეწუხებას, მაგრამ ეს დათბუნებისთანავე მოგვარებადია, ანუ სხვა არაფერს არ უკავშირდება და ვერანაირი მენიუს გასწორება ვერ უშველის
3, თუ სცხელა აი რომ იტყვიან ზუის, წრიალებს, მაგრამ ნუ ტირილამდე რომ დასცხეს ბავშვს რა ვიცი, ალბათ ცხვრის ტყავში უნდა გაახვიო, თავიდან ბავშვებს არ აქვთ განვითარებული საოფლე ჯირკვლები, ისე რომ არ იოფლებიან დიდად, თუმცა არიან ბუნებრივია გამონაკლისებიც, რომლებიც თავიდანვე იოფლებიან
4, ბავშვები ტირიან ასევე დიპლიპიტოზე, აქვთ ამორჩეული დრო, მაგ: ვახუნას ჰქონდა დღის 4-7 საათამდე პერიოდი, უჟმური! მჩხავანა კატა! რა ვიცი სრული კატასტროფა იყო ამ დროს, გადადის ეს ტირილები ნელ-ნელა
5, ასევე თავიდან თუ ბევრი ჰყავს მნახველი და მომფერებლი ემოციურადაც უფრო იტვირთება და ნერვიულდება
6, უბრალოდ დედა უნდა და ტირის, სეგიძლია ზედ დაიწვინო და მატყუარა მისცე, სცადე ყველა ფორმის, როგორც სილიკონი ასევე ლატექსი, მგონი ყველაზე პრეტენზიულებიც კი არ ამბობენ უარს კიკოს მატყუარაზე, მთლიანად სილიკონის რომაა იმაზე, მოკლედ სცადე ეგეც

ხო, კიდე გარეთ რომ არ გაგყავს ესაა დიიიიდი სეცდომა, ბავშვს ესაჭიროება სუფთა ჰაერი და მზის სხივები, სანამ კიდევ არის მზიანი ამინდები აწანწალე გარე-გარე, ეგრევე მშვიდდებიან, ხალისდებიან, თან ვითარდება სეირნობისას ბავშვი, იწყებს ახალი რაღაცეების შემჩნევას, თვალიერებას, დაკვირვებას, დახურულ სენობასი კია საშიში, მაგრამ გარეთ თუ ნახევარი მეტრის დისტანციაზე მაინც არ მოვიდა და არ დააცემინა ბავშვთან ვერანაირი გრიპს ვერავინ ვერ გადასდებს ბავშვს, არადა იმ მზის სხივებს რაც ახლა სეუძლია მიიღოს ვეღარასოდეს აინაზღაურებს