ზოგჯერ ჩემსასაც ემართება, შეხტება ხოლმე (თუ ღრმად არ არის ჩაძინებული)
როგორც წესი არ ეღვიძება ამ თავის შეხტომაზე, ან თუ გაეღვიძა ნახევრად
გახელილი თვალებით მიიხედ-მოიხედავს და თავისით იძინებს.
ნეტა რამეს მიუთითებს ეს შეხტომა?
სამშობიაროში მითხრეს ახალშობილისთვის დამახასიათებელია შეხტომაო
და სანამდე ითვლება ახალშობილად?

ახლა 2 თვის გახდება 3 ნოემბერს და უწევს ნევროპათოლოგთან ვიზიტი,
იმედია არაფერი არ ჭირს, არც გაღიზიანებულია და არც აფორიაქებული,
ძალიან მშვიდია