malimaliaმე 24-ში ვიმშობიარე და შენ მგონი 25-ში ხო? გაზები ჯერჯერობით არ აწუხებს (ჯვარი სწერი, ხეზე სამჯერ კაკუნი

). ზოგჯერ გაინჭიხება, ეტყობა ამ დროს გადის და მერე მშვიდდება. ამის გამო არ ტირის. მეც მოთხოვნისთანავე ვიცოდი ბავშვის ჭამა და პედიატრმა და დედამთილმა შენც გაწვალდები როცა სამსახურში გახვალო და საათობრივ ჭამას მიაჩვიეო, თუმცა მეც მოტხოვნისთანავე ჭამის მომხრე ვარ ბავშვის გამო.
თუ ისე ვერ აღვიძებ, ან ქუდი მოხადე ან თათმანები ან დააწვინე და პამპერსი უნახე, რომ ამან მაინც შეაღვიძოს. ჩემს შემთხვევაში ზოგჯერ მოქმედებს.
გარდა ამისა, ჭამის მადა თითქმის არ მაქვს. სულ წყალი და ხილი (ვაშლის გარდა არაფერი ჭამოო) მინდება და ნამცხვარი. პედიატრმა მთხრა, თუ არ ჭამე რძე გაგიქრებაო. რა ვქნა არ ვიცი.