მადლობა გოგოებო მოლოცვისთვის

არა, არავინ არ იცოდა

,
კი იცით ჩემი ამბები და გვეშინოდა ძალიან... ყველას გვეშინოდა... კი იცით რამხელა პრობლემები გვქონდა... ჩემიან ექიმებიანად გაოგნებლები ვიყავით

მარტო მაშინ როცა დავრწმუნდით რომ ბავშვი კარგად ვითარდება და მეც ჯერ-ჯერობით არ მაქვს არანაირი პრობლემა მხოლოდ მაშინ გავთქვით, ნათესაობასაც მხოლოდ ახლა ვუთხარით

ეს კი გუშინ მოხდა, სერგოსთან ვიყავი, დამათვალიერა კარგად, ძალიან მოეწონა ბასასუნა, დიდიაო ოღონდო

ზრდით კარგად იზრდება, მეც ცვლილებები არ მაქვს უფლის წყალობით ასე რომ გუშინ გავიგე ეს ამბავი და დღეს კი უკვე ყველას შეგატყობინეთ

სულ მინდოდა მეთქვა, სულ ენის წვერზე მადგა, მაგრამ თავს ვიკავებდი... ისედაც თავს გახვევდით ჩემ მდგომარეობას, ჯერ აბორტები, მერე ეს სიმსივნე, მეთქი ახლა რომ კიდევ რამე მოხდეს .... მოკლედ არ მინდოდა, მერჩივნა ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და მერე მეთქვა
This post has been edited by forumeli007 on 26 Oct 2010, 12:49