დღეს ვიყავი ეხოზე და მოვედი შემდეგი პასუხებით:
ბიპარიეტული ზომა: 90 მმ
თავის გარშემოწერილობა: 322 მმ
მუცლის გარშემოწერილობა: 336 მმ
ბარძაყის ძვლის სიგრძე: 70 მმ
გულისცემა რითმული, 136 დარტყმა/წამში.
პლაცენტის სისქე 46 მმ, სიმწიფის ხარისხი III.
და ყველაზე მთავარი, წონა

(ბოლო ეხოზეც მოახერხა ლივლივამ ეხოსკოპისტის გაკვირვება)
3040 გრამი!!! (ორსულობის ვადა: 35 კვირა და 2 დღე)
მოკლედ, არ მომწონს მე ასეთი დიდი წონაო, უკირკიტა, უკირკიტა, ყველა ორგანო დაუთვალიერა, ნორმაში ჰქონდა ყველაფერი.
სახეს და ტერფებს მალავდა და მითხრა წადი, გაიარ-გამოიარე, ისე ვერ გაგიშვებ ესენიც უნდა ვნახოო. ნახევარი საათის მერე როგორც იქნა დააფიქსირა სახეც, თვალები, ცხვირი, ტუჩები შეუმოწმა, ტერფებიც, და ესენიც ნორმაში აღმოჩნდა.
მშობიარობის თარიღად მითხრა 7 დეკემბერი, ჩემი ქმარი შეეპასუხა, ადრეაო

აჰა, შენი ხათრით 9 დეკემბერი იყოსო, ოღონდ ამაზე იქით ვერ გადაგიწევო

სანაყოფე წყლები შემცირებულია, სავარაუდოდ მშობიარობა მალე დაიწყება, 40 კვირის შესრულებას არ დაელოდებაო.
This post has been edited by Nanuka444 on 12 Nov 2010, 19:14
მომავალი იწყება დღეს...