მე რა ვიცი თქვეს აქ გოგოებმა თორე მე სულ არ ვიცი, არც მინახავს თვალით არც ანტირეკლამას ვუკეთებ, უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე მედიკამენტთან დაკავშირებით

ისე გოგოებო, ვინც წეროს მოლოდინში ხართ... შეიძლება ბევრს არ სჯერა ასეთი რაღაცეების და არც მორწმუნეა, შეიძლება იცით კიდეც ყველამ მაგრამ მე მაინც მინდა მოგიყვეთ რაღაც.
მამა დავითზე არსებობს წმინდა წყალი.
დედაჩემის მეგობარი გათხოვდა 46 წლის ასაკში. ჯერ საერთოდ თუ გათხოვდებოდა არავის რო აღარ სჯეროდა უკვე და ბავშვზე ხო ლაპარაკი ზედმეტი იყო, არეული ქონდა ციკლი უკვე და ასე შემდეგ.
ძალიან მორწმუნეა. მამა დავითზე დალია ეს წყალი, 3 კვირაში ტესტმა დადებითი აჩვენა და კიდევ მეორეც გაუჩნდა იმის მერე.
ამის მერე სულ მახსოვდა ეს ამბავი.
3 წელია რაც ამ სამსახურში ვმუშაობ. რომ დავიწყე მუშაობა 2 თვეში ერთი გოგო მოვიდა. ახალდაწყებული რომ ქონდა მუშაობა, ერთ დრეს მოვიდა და ლაპარაკება მინდაო მთხოვა. მითხრა რომ ორსულად ვიყავიო, მომეშალაო და მე ვერ ვეტყვი ლექსოსო (სუპერვაიზორი იყო მაშინ ჩემი მეუღლე და ახლოს ვიყავით უკვე) და ვიცი რომ არ არის შვებულება შესაძლებელი მაგრამ იქნებ რამე მომიხერხოსო.
დაველაპარაკე ლექსოს და ნუ ერთი კვირა თუ რაღაც მივეცით. როცა დაბრუნდა მომიყვა რომ 9 წელი ელოდებოდა რომ დაფეხმძიმდებოდა და უკვე ერთხელ მომეშალაო და ეს მეორე იყოო.
ამის მერე გავიდა 2 წელი და ბავშვი არ ყავდა, აღარც ფეხმძიმდებოდა. მკურნალობდა ყველასთან, დადიოდა ყველასთან, სახალხო მედიცინით ასევე და ასე შემდეგ.
მერე გამახსენდა ერთხელ ეს ისტორია და მივედი და მოვუყევი.
უიმედოდ შემომხედა, ერთი კვირა დაგრუზული ვიყავი უარესად მოვუშალე გოგოს ნერვებითქო.
ეს იყო 2 თვის წინ.
3 კვირის წინ მოვედი სამსახურში და დამხვდა ალიაქოთი, ზოგი ტიროდა ზოგი იცინოდა - შემომეხვია ყველა ერთად და იცი კესო ორსულადააო.
არც გამხსენებია ის რომ ვუთხარი იმ წუთას მოვკვდი ტირილით სიხარულისგან. და რომ ამოვედი ზევით და ჩავეხუტე და მადლობაო რომ მითხრა მერე გამახსენდა და დამბურძგლა...
ყველას ძალიან გგულშემატკივრობთ მართლა