გოგოებო როცა შემოვდივარ აქ პირველი ამ თემას მოვახტები ხოლმე... წლების განვავლობაში ეს თემა იყო ჩემი ნავსაყუდელი... ზოგჯერ ვპოსტავდი, მაგრამ უმეტესად გოგოების სიხარულით ვტკბებოდი და ცუდზე კი გული მეწურებოდა...
არც ერთმა არ დაკარგოთ იმედი, არც ერთმა!!! საქმე-საქმეზე რომ მიმდგარიყო მე მართლა ყველაზე ცუდად უნდა ვყოფილიყავი ყველა მხრივ... გავთხოვდი და დავრჩი ეგრევე... შემიწყდა ორსულობა.... მერე მალევე... და ისევ შეწყვეტილი ორსულობა.... ეს განმეორდა რამოდენიმეჯერ.... მიზეზი დაუდგენელი დღემდე... ბოლოს კი ეს საშინელი სენი... რისი იმედი უნდა მქონოდა მე??? ნორმალურ და ჭკუამყოფ ადამიანს მართლა არ ექნებოდა არაფრის იმედი, იყო სრული ქაოსი ჩემ ცხოვრებაში!!! ამდენი შეწყვეტილი ორსულობა და ბოლოს ეს სენი გვირგვინად!!!!
მაგრამ ერთი წუთიც კი არ ყოფილა ისეთი ჩემ ცხოვრებაში მე რომ არ მეფიქროს რომ აუციებლად გავხდებოდი დედა! არანორმალურს მეძახდენენ და მართლებიც იყვნენ! მაგრამ მე ჩემი გავიტანე, უფალმა არ მიმატოვა და რწმენით გადამაჩინა!
გთხოვთ გოგოებო ერთი წუთით არ დაკარგოთ იმედი და არ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში! არ მისცეთ თავს ამის უფლება!!!! განა მე არ ვყოფილვარ ცუდ დღეში? ღამეებს ვათენებდი ტირილში, ოღონდ ისე რომ არავინ იგებდა ამას, მაგრამ თავს შემოვუძახევდი ხოლმე ყოველთვის და სულ, სულ, სულ ამას ვიმეორებდი რომ მერე რა რომ ასეა და ასეთი საშინელი სიტუაციააა, მაინც ყველაფერი კარგად იქნება-თქვა!!!
უფალი მოწყალეა! იცის ჩვენთვის როდის რა არის საჭირო! არ დაკარგოთ იმედი, ყველანი მომავლი დედიკოები ვართ! უშვილო ქალი არ არსებობს!!! თავში არ გაივლოთ ეს აზრი რომ შვილი არ გეყოლებათ! ჩემი პრობლემების მიუხედავად ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია რომ მე უშვილო ვიქნებოდი, თქვენც ასე იფიქრეთ! განეწყვეთ იმ აზრზე, რომ ეს დროებითია და მალე ისეთი დატვირთულები იქნებით თქვები ბაოების მოვლით რომ დროც კი არ გექნებათ აქ საჭორაოდ!
ცუდზე არ იფიქროთ! დედები რომ გახდებით და მერე რომ გადაავლებთ თქვენს ცხოვრებას თვალს, მიხვდებით რომ თურმე ის, ლოდინის პერიოდი სულ სხვა რამეში გამოგიყენებიათ! უფრო საჭირო საქმეში! ეს იქნება სიკეთის გაკეთება თუ რწმენაში გაძლიერება!!!
სულ იმეორეთ ერთი წინადადება: ყველაფერი კარგად იქნება!!! უიმედობა მოიშორეთ თავიდან და იმედიანად იყავით!!!
მაპატიეთ ამ ყველაფერს რომ გწერთ, მეც სხვა დროს ეს რომ წამეკითხა ალბათ ცუდად მომხვდებოდა გულზე, სიტყვით ადვილია თქმა თქო ვიტყოდი, მაგრამ სულ ცოოოტათი მაინც დამიჯერეთ კარგი? მართლაც რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ სიტყვებს გამიხსენებთ მერე

სანამ მე ჩემ ბაოს ჩავიხუტებ და გავიცნობ უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ აქ მპოსტავი გოგოებიდან უმეტესობა იქით გადმოხვალთ თუ სუყველა არა

ამაში დარწმუნებული ვარ და ვსიო!!!!
ყველანი მიყვარხართ, მერე რა რომ არ გიცნობთ, ვიცი თქვენი მდგომარება და ვიცი რასაც განიცდით, ეს ყველაზე მეტად მართლა მე ვიცი
და რაც მთავარია ისიც ვიცი რომ ყველანი დედიკოები ხართ, მომავალი, მაგრამ მაინც დედიკოები, თან არაერთი პაწუკასი

მართლა ვიცი რომ ეს ასეა და ყველაფერი რომ კარგად იქნება!!!!
ბოდიში თუ ჭკუის დამრიგებლურად გამომივიდა ბავშვებო, მაგრამ არ მინდა რომ ცუდ ხასიათზე იყოთ, არ შეუშვათ გულში ნაღველი, რაც იყო იყო, წინ გაიხედეთ და ბაცაცუნებიც ძალიან მალე გამოჩნდებიან! ხომ გითხარით სანამ მე ჩემსას გავიცნობ მანამდე გამოხვალთ გვერდითა თემაში