აქ სერიოზული კამათი გამართულა. მხოლოდ ბოლოს მოვუსწარი. გუშინ მართლაც დავუსვი კითხრა ენდოკრინოლოგს, შეიძლება თუ არა ოვულაცია ხდებოდეს, თუ პროალქტინი ძლაინ მაღალია და ლაბირატორიულ შეცდომასთან ხომ არ გვაქვს საქმეთქო. მე როგორც ვიცი, მაღალი პროლაქტინისას ოვულაცია არ ხდება.
ახლა რაცშეეხება ბრომკრიპტინს.
http://amt.allergist.ru/bromocripnin_l.htmlეს არის ამ წამლის ანოტაცია. და ჩვენება აქვს ასეთი: стимулятор дофаминовых рецепторов, ингибитор секреции пролактина. Активно применяются для восстановления менструального цикла и овуляции, - ჰოდა, თუ ოვულაცია არის, არ მესმის ამ წამლის დანიშვნის მიზანი.
ეს კითხვა დავუსვი იმ ქალს.
საკუთარი ძალინ მძიმე გამოცდილების გამო, მე ძლაინ მკაცრად ვუდგები ნებისმიერ ჰორმონალუ ჩარევას ორგანიზმზე. და დავწერე იმ თემაში რომელმა ჰორმონმა თითქმის ინვალიდად მაქცია და 3 წელი ფეხზე დადგოამს მოვანდომე შემდეგ. ეს აქაურმა ენდოკრინოლოგმაც მითხრა. სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ავად გავხდი.
ჰორმონალოური ციკლი ძლაინ მგრძნობიარეა ჩვენი ცხოვრების წესის, გარემოს მიმართ. ამ 16 წლიანი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ: ამ ჰორმონალურ დისბალანს ყველაზე მეტად აწონასწორებს ნორმალური ცხოვრების წესი, ჯანსაღი ძილი, კვება და სპორტი, შესალოა ეს ყველაფერი დროში იწელება, მაგრამ ამაზე უკეთესი წამალი ჯერ არ მოუგონიათ.
კარგჰად იცით, რომ ე.წ. TSH ძალიან ხშირად ომავენ ექიმები. რატომ? ეს ჰიპოფიზის ჰორმონი უამრაც ფუნქციას და ჰორმონის წარმოამნქს განსაზღვრავს ჩვენს ორგანიზმში. არის ძლიან მგრძნობიარე და გამომუშავების თავისი დრო აქვს. ის ყველაზე დიდი რაოდენობით ღამსი 2-4 საათზე გამომუშავდება. მანამდე 2 საათი უკვე დაძინებული უნდა ვიყოთ. როდესაც ღამეს ვტეხავთ, ნებსით თუ უნებლიეთ, ვარღვევთ ამ ჰორმონის ნორმალურ პროდუცირებას, რასაც შესაბამისად მოჰყვება სხვა შედეგები. ესეც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ეს ორი წელი, თითქმი ღამის ძილის არ მქონდა მამის და დედსი ავადმყოფობოს გამო და ჩემი უკევ ჩამქრალი და მოღცენილი პრობლემა თავიდან წამოვიდა. ზუსტა ვიცი, თუ ძილს არ მოავწესრიგებ, აზრი არ აქვს არანაირი წამლის მირებას.
ადრე გინეკოლოგის ტემაში დავწერე, მომეწონა ბესო ტყეშელაშვილის მიდგომათქო. შემთხვევით არა. იმიტომ რო ყველაზე დიდ ზიანს საკუთარ ორგანიზმს თავად ჩევნ ვაყებენთ. რაც ყავა ამოვიღე რაციონიდან. /ისედაც არ ვსამდი ბევრს/ და შოკოლადი, ჩემი ხელახლა გაღიზიანებული ფარისებრი ისევ ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა. საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა, არ დავიჯერებდი.
სხვათა შორის იმ გერმანელის მასკედის დანიშნულებით დავიწყე ბოლო მკურნალობა და სერიოზული შედეგები მაქვს. 95 წელს მთელი ენდოკრინოლოგია შევისწავლე და რასაც ის ალი მეუბნება, მთლიანად ჩემს ცოდნასაც ემთხვევა. დათო ეკზელთან რომ მივედი, ამ კაცის საოცრად ამდლიერი ვარ, როოგრრც ექიმს ისე მესაუბრებოდა. პირველი კითხვა იყო, ჩემი კოლეგა ხარო? და მე და დათოც თანამრად ვსაუბრობდით. ერთადერთი ექიმი იყო, ვინც ყურს მიგდებდა და ერთობლივად, შეთანხმებულად მკურნალობდა.
თუმცა, კლასიკურმა მედიცინამ ის კვანები ვერ გამიწოვა, რომელიც წამალმა გამიჩინა, თირეოტომმა. და მივმარტე ჰომეოპათიას. არ ჯეროდა ეხოსკოპისტებს, როგორ ეტყობა შეგვეშალაო.
ერთი სიტყვით, 2005 წლისატვის მივიღე საკაიფო სრული რემისია ჩემი ავადმყოფობის, მაგრამ ამ ბოლო ორმა წელმა, სტრესმა და უძილობებმა, ისევ უკან დამიბრუნა ყველაფერი.
ვიყავი აქაურ ენდოკრინოოგთანაც, დამღალეს, ისევ ჰრომონი დამინიშნეს, რომელსაც ვერ ვიღებ. ჰოდა, ამ ქალმა სრულიად სხავ სქემა დამინიშნა მკურნალობსი და არა მხოლდო მან. დაქალის ქამრი მყავს გერმანელი გენეტიკოსი და მსიმა მეგობრებმაც იგივე მითხრეს რაც მასკედმა. არანაირი ჰორმონალური პრეპარატიო, /აქ დამინიშნეს, არდ უნდოდა დაბალ ტსჰ-ზე ჰორმონი არ ვიცი/. ახლა დანიშნულებას არ დავწერ.
თუმცა, ერთია, რაც ამ ფორუმზე დავიწყე წერა ორგანულ იოდზე და ლამინარიაზე, მას შემდეგ ლამინარია დეფიციტი გახდა და უამრავი ექიმი ნიშნავს უკვე იოდომარინის მაგიერ ლამინარიას.

სასაცილოა არა? არადა, არაორგანული იოდი დიდი დოზებით ისეთივე საშიშია, როგორც იოდნაკლებობა.
ერთი სიტყვით... ალბათ ცოტა უფრო მეტად უნდა ვერკვეოდეტ ენდოკრინოლოგიაში, დამატებითი კითხვები რომ დავუსვათ ექიმს. თუმცა ეს არ გვევალება, ჩვენ პაციენტები ვართ. მე ნამდვილად ვიცი, რომ ვერცერთი ექიმი ვერ დამინიშნავს წამალს, თუ ზუსტად არ დამარწმუნა რომ ეს მარგებს. ისეთი გამოცდილება მივიღე.
რაც შეეხება მივირებდი თუ არა ბრომოკრიპტინს. პირველად იმის იებას დავიწყებდი აწეული პროლაქტინის მიზეზი რა არის. უმიზეზოდ არაფერი ხდება. ამ მიზეზს მოავშორებდი.
ძალინ დიდი პოსტი გამომივიდა მგონი, არც მაშინ მივიღებდი ბრომოკრიპტინს, თუ ოვულაცია და ყვიტელი სხეული ნორმაში მექნებოდა. უბრალოდ ეჭვს შევიტანდი ანალიზის სიზუსტეში. და კიდვე ერთხელ გადავამოწმებდი ფარისებრის მუშაობას. მე ზუსტი დიაგნოზი მიყვარს.